კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლები დაბალ ხელფასებს და უფროსებისგან დამამცირებელ მოპყრობას უჩივიან

11 დეკემბერი, 2009

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

„აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლები თურქ ხელმძღვანელებს მძიმე სამუშაო პირობების გამო უჩივიან. ას თანამშრომელზე მეტს ადმინისტრაციამ კომპანიის ეზოდან გასვლის საშუალება არ მისცა. კარები დახურული აღმოჩნდა „ადამიანის უფლებათა ცენტრისთვისაც“.

10 დეკემბერს დილის შემდეგ, ქარხნის თანამშრომლები შენობის მიტოვებას ცდილობენ. თუმცა, მათ ამის საშუალებას ადმინისტრაცია არ აძლევს. „აჭარა ტექსტილი“ PUMA-ს ბრენდს ემსახურება. სამკერვალო საწარმოს შენობა შემოსაზღვრულია ქვის მაღალი კედლებით, ორი შესასვლელი ჭიშკარი კი დილიდან ჩაკეტილია. დაცვის პოლიციელი მხოლოდ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელის განკარგულებით სხნიდა და ხურავდა ჭიშკრებს. ჩვენ მასთან გასაუბრება ვცადეთ, მაგრამ მან გვითხრა, რომ ადგილობრივი მცხოვრები იყო და პოლიციას არ წარმოადგენდა.

შენობის მიმდებარედ მობილიზებული იყო სამი პოლიციის მანქანა და დაახლოებით 15-მდე პოლიციელი. „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას მათ აღნიშნეს, რომ საზოგადოებრივ წესრიგს იცავდნენ. ამავე დროს, არც დაადასტურეს და არც უარყვეს, რომ ადგილზე ქარხნის ადმინისტრაციამ გამოიძახა.

ამ დროს შენობის ეზოში 100-ზე მეტი თანაშმრომელი იმყოფებოდა. ისინი ქუჩაში გამოსვლას ცდილობდნენ. მათ სათქმელი ეზოდან გადმოგდებული ფურცლების საშუალებით გვაცნობეს. შემდეგ კი მათთან რამდენიმეწუთიანი საუბარი ადამიანის უფლებათა ცენტრმა ჭიშკრის კუთხეებიდან მოახერხა. „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლებს პრობლემების მთელი ნუსხა აქვთ.
 
„როგორც მონებსა და მუშებს, ისე გვექცევიან. დაბალი ხელფასები გვაქვს. საათში 44 თეთრს გვიხდიან. არც ოფიციალურ დღესასწაულებზე გვათავისუფლებენ, როგორც საქართველოს კანონის მიხედვითაა. ორი წუთით არ შეგვიძლია თავი ავწიოთ და დავისვენოთ. დილიდან გვიან საღამომდე - 8-9 საათამდე გვამუშავებენ“.

„ყველა ცუდად გვექცევა. საათში 44 თეთრს გვიხდიან. თურქეთიდან ვინც ჰყავთ ჩამოყვანილი, იმათ კი საკმაოდ მაღალი ხელფასები აქვთ. გვინდა, ტელევიზიას ვუთხრათ ეს ყველაფერი, მაგრამ გარეთ არ გვიშვებენ და არც შიგნით უშვებენ არავის“.

„სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას გვაყენებენ. ადექით და წადით თუ გინდაო. ახლა მივდივარ და წასვლის საშუალებას არ გვაძლევენ“, - აცხადებს ერთ-ერთი თანამშრომელი ლეილა ხურცილავა.

თუ რატომ არ მისცეს საშუალება ადამიანის უფლებათა ცენტრს ეზოში შესვლისა, დაცვის სამსახურმა მხოლოდ ეს გვიპასუხა: „ჩვენ ვიცავთ ობიექტს და ხელმძღვანელობის მითითებებს ვასრულებთ. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ“.

ქარხნის ადმინისტრაციასთან ტელეფონის საშუალებით დაკავშირებაც ვცადეთ. თანამშრომელმა გვიპასუხა, მაგრამ ხელმძღვანელებთან დაკავშირებას ვერ დაგვპირდა.

„აჭარა ტექსტილი“ 2009 წლის 4 მაისს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ პომპეზური პრეზენტეციით გახსნეს. საწარმოა ქობულეთის რაიონის სოფელ ბობოყვათშია. მაშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ იმ დღიდან საქართველოს ყველა სპორტული ნაკრები ამ ქარხნის ნაწარმით შეიმოსებოდა. გაცხადებული ინფორმაციით, „აჭარა ტექსტილს“ სხვადასხვა ცნობილი სპორტული ბრენდების პროდუქცია უნდა ეწარმოებინა.

ახალი ამბები