კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროკავშირი რუსეთის არმიას ქართული სოფლის დატოვებისკენ მოუწოდებს

15 დეკემბერი, 2009

მარგარიტა ანთიძე

12 დეკემბერს საქართველოში ევროკავშირის დამკვირვებლებმა რუსეთის არმიას მოუწოდეს, დატოვოს  სადაო ქართული სოფელი და განაცხადეს, რომ დაპატიმრებები სამხრეთ-ოსეთის დე-ფაქტო საზღვრის ორივე მხარეს დაძაბულობას ზრდის.

ევროკავშირის 225-კაციანი მისია საქართველოში ერთი წლის წინ განთავსდა. ეს მოხდა ხუთდღიანი ომის შემდეგ, როცა მზარდი დაძაბულობის შემდეგ სამხრეთ-ოსეთის აჯანყებულ რეგიონზე საქართველოს თავდასხმას რუსეთმა დამანგრეველი ძალით უპასუხა.

მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა ღეუტერს-ს განუცხადა, რომ თანამგზავრულ ცენტრთან თანამშრომლობამ სამხრეთ ოსეთზე დაკვირვების შესაძლებლობა გააუმჯობესა. ევროკავშირის უიარაღო დამკვირვებლებს ამ რეგიონში არ უშვებენ. რუსეთი კი კვლავ არღვევს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების პირობებს, რომელთა ძალითაც, ყველა შეიარაღებული ძალა ომამდელ პოზიციებზე უნდა დაბრუნებულიყო.

ბრძოლა იმ რეგიონში გაჩაღდა, რომელიც დასავლეთისკენ მიმავალი საკვანძო ენერგეტიკული მარშრუტების გზაჯვარედინზეა. ომიდან ორი თვის შემდეგ, რუსეთის არმიამ საქართველოს ტერიტორიის ბუფერული ზონებიდან უკან დაიხია, მაგრამ თავისი ჯარისკაცები არ გაჰყავს ბუფერული ზონის ერთ-ერთი სოფლიდან -  პერევიდან, რითაც საქართველოს ანრისხებს.

რუსეთმა სამხრეთ ოსეთი და საქართველოს მეორე აჯანყებული რეგიონი - აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და აცხადებს, რომ ორივე რეგიონში, მათთან გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე, რამდენიმე ათასი სამხედროსგან შემდგარი კონტინგენტი ჰყავს განთავსებული.

„იმ შემთხვევაშიც, თუკი თქვენ რაღაც მომენტში ამ ინტერპრეტაციას იღებთ, რუსები მასაც (ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას) არღვევენ, რადგან მათი საკონტროლო-გამშვები პუნქტი პერევშია, რომელიც სამხრეთ-ოსეთის საზღვრებს მიღმაა“, – განაცხადა ჰაბერმა – „ვფიქრობ, ამ პრობლემის გადაწყვეტის დრო დადგა“.

რუსულმა არმიამ 2008 წლის 12 დეკემბერს პერევი დატოვა, მაგრამ იმავე დღეს დაბრუნდა, როგორც კი იქ ქართული ძალები შევიდნენ. სოფელი სამხრეთ ოსეთის დასავლეთ ფლანგის მისადგომებთანაა.

მისიის მანდატი სექტემბერში ერთი წლით განახლდა. ჰაბერის თქმით, ის მანდატის გაგრძელებას მომავალშიც ელის. მან განაცხადა, რომ ახლახანს მონიტორებმა გააუმჯობესეს ევროპულ თანამგზავრულ ცენტრთან თანამშრომლობა, რაც მათთვის ერთგვარი კომპენსაციაა იმ დროს, როცა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ვერ შედიან.

„ჩვენ შეგვიძლია, გარკვეული დოზით გადავამოწმოთ იმ  ინფორმაციის ნაწილი, რასაც მეორე მხარისგან ვიღებთ. თუმცა, ნდობის აღდგენა საქართველოს და ორ აჯანყებულ რეგიონს შორის სერიოზულ პრობლემად რჩება, რასაც ართულებს დაპატიმრებები  საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვართან, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრული არ არის“, – განაცხადა ჰაბერმა, - „ნდობის აღდგენა ჩვენი მანდატის ფუნქციებში შედის, მაგრამ ეს პროცესი აფხაზურ და ოსურ პერიმეტრზე ძალიან არათანაბრად ვითარდება. ადგილებზე არსებობს გარკვეული პრაქტიკული პრობლემები. განსაკუთრებით სამხრეთ-ოსეთის პერიმეტრზე, სადაც დაპატიმრებები ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს ხდება. ვფიქრობ, თუკი ჩვენ ამ პრობლემას მოვაგვარებთ, პროგრესს მივაღწევთ ნდობის აღდგენის საქმეში“.

გასულ კვირას ევროპელთა შუამავლობის შემდეგ ცხინვალიდან ორი ქართველი მოზარდი გაათავისუფლეს.  თავის მხრივ, საქართველომ ხუთი ოსი გაათავისუფლა, რომლებიც მანამდე სასამართლომ გაათავისუფლა, მაგრამ პოლიცია მათ ოთხი თვის განმავლობაში სახლში აკავებდა.

წყარო: www.foreignpress.ge

ორიგინალი:

ახალი ამბები