კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველო - არშემდგარი ქვეყანა

24 დეკემბერი, 2009

ალექსი ბეჟანიშვილი

ამერიკულმა ორგანიზაციამ - „მშვიდობის ფონდმა“ ყოველწლიური მეხუთე ანგარიში წარმოადგინა. ეს არის არშემდგარი ქვეყნების ინდექსი (FSI) 2009 წლისთვის, რომელშიც საქართველომ 33-ე ადგილი დაიკავა ყველაზე საგანგაშო კატეგორიაში სომალის, ზიმბაბვეს, სუდანის, კონგოს, ავღანეთის, ირანისა და სხვა მსგავს ქვეყნებს შორის. მეტი სიზუსტისათვის, საგანგაშო კატეგორიაში სულ 38 ქვეყანაა, შემდეგი რიგითობით:

1. სომალი;
2. ზიმბაბვე;
3. სუდანი;
4. ჩადი;
5. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა;
6. ერაყი;
7. ავღანეთი;
8. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა;
9. გვინეა;
10. პაკისტანი;
11. კოტ დიუვარი;
12. ჰაიტი;
13. ბირმა;
14. კენია;
15. ნიგერია;
16. ეთიოპია;
17. ჩრდ. კორეა;
18. ბანგლადეში;
19. იემენი;
20. აღმოსავლეთ ტიმორი;
21. უგანდა;
22. შრი ლანკა;
23. ნიგერი;
24. ბურუნდი;
25. ნეპალი;
26. კამერუნი;
27. გვინეა-ბისაუ;
28. მალავი;
29. ლიბანი;
30. კონგოს რესპუბლიკა;
31. უზბეკეთი;
32. სიერა ლეონე;
33. საქართველო;
34. ლიბერია;
35. ბურკინა ფასო;
36. ერითრეა;
37. ტაჯიკეთი;
38. ირანი.   

მშვიდობის ფონდის არშემდგარი ქვეყნების ინდექსი ეყრდნობა ამა თუ იმ ქვეყნებში არსებული რისკების მაჩვენებელს, რაც თავის მხრივ, მშვიდობის ფონდის პროგრამული უზრუნველყოფით (СAშთ შოფტწარე) დაფუძნებულია ათასობით სტატიასა და მოხსენებაზე, ელექტრონული წყაროების საშუალებით.

„მშვიდობის ფონდი“ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი კვლევითი-საგანმანათლებლო  ამერიკული ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს ომის პრევენციაზე და კონფლიქტების გამომწვევი მიზეზების შემსუბუქებაზე. ფონდი უზრუნველყოფს უსაფრთხოებას კვლევის, ტრენინგებისა და განათლების საშუალებით, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, მოწინააღმდეგე მხარეებს შორის კონტაქტების გაღრმავებით, პოლიტიკის მკეთებელთათვის ინოვაციური საშუალებების განვითარებით.

მშვიდობის ფონდი განსაკუთრებით ფოკუსირებულია სუსტი და არშემდგარი სახელმწიფოების პრობლემებზე. წელს ორგანიზაციამ არშემდგარი ქვეყნების ინდექსის მეხუთე ანგარიში წარმოადგინა.

საგანგაშო კატეგორიის შემდეგ მოდის - გამაფრთხილებელი კატეგორია ყველაზე გრძელი სია არშემდგარი ქვეყნების წლევანდელ ინდექსში. ამ კატეგორიაში 92 სახელმწიფო მოხვდა, რომელთა შორისაც არიან საქართველოს მეზობლები: რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ასევე - საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკები - ყირგიზეთი, მოლდოვა, ყაზახეთი. ამავე კატეგორიაშია აზიის უდიდესი სახელმწიფოები - ჩინეთი და ინდოეთი.

საშუალო კატეგორიაში მშვიდობის ფონდმა შეიყვანა 32 ქვეყანა, მაშ შორის - ბალტიისპირეთის რესპუბლიკები, აშშ, იაპონია, საბერძნეთი, არგენტინა და სხვები.

ყველაზე იდეალური ვითარება, მშვიდობის ფონდის მონაცემებით, სულ რაღაც 13 ქვეყანაშია, ესენია: ისლანდია, კანადა, ავსტრია, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, ავსტრალია, ახალი ზელანდია, დანია, ირლანდია, შვეიცარია, შვედეთი, ფინეთი, ნორვეგია.

კატეგორიები ფერების მიხედვით წარმოდგენილია მშვიდობის ფონდის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ რუკაზე, სადაც ასევე იხილავთ ჩამონათვალს და ინდიკატორებს, რომელთა  მიხედვითაც ქვეყნებს ინდექსში ესა თუ ის სტატუსი ენიჭება.

http://www.fundforpeace.org/web/index.php?option=com_content&task=view&id=391&Itemid=549

 „მშვიდობის ფონდის“ ვებ-გვერდზე მოცემულია 12 ინდიკატორი სამი მიმართულებით - 1) სოციალური ინდიკატორები; 2) ეკონომიკური ინდიკატორები; 3) პოლიტიკური ინდიკატორები.

სოციალური ინდიკატორები მოიცავს: 1) დემოგრაფიული ზემოქმედების; 2) ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მასობრივი გადაადგილების; 3)  მემკვიდრეობით შურისმაძიებელთა და პარანოიათა ჯგუფების; 4) ადამიანთა ქრონიკული და ხანგრძლივი ბრძოლების კვლევას. ეკონომიკურ ინდიკატორებში გათვალისწინებულია: 5) არასწორი ეკონომიკური განვითარება და 6) მკაფიო და ძლიერი ეკონომიკური დაკნინება. პოლიტიკურ ინდიკატორებში კი: 7) ქვეყნის კრიმინალიზაცია და ლეგიტიმურობის გაუქმება; 8.საზოგადებრივი მომსახურეობის მზარდი გაუარესება; 9. დაუსაბუთებელი მოქმედებები, კანონისა და ადამიანის უფლებების დარღვევები; 10) თავდაცვის სისტემა, როგორც სახელმწიფო სახელმწიფოში; 11) ფრაქციული ელიტის ზრდა; 12) სხვა სახელმწიფოების საქმეებში ჩარევა.

ახალი ამბები