15:07, Sunday, 22.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ბესელიას ოჯახის წევრებს მოსამართლემ პროკურორების მიერ გამოწერილი სასჯელი მიუსაჯა

28.12.2009
მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერის, ეკა ბესელიას შვილსა და ძმას განაჩენი გამოუტანა. არასრულწლოვან რატი მილორავას და ვალერი კირვალიძის მიმართ სასჯელის სახედ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, ხოლო სერგო ბესელიასა და როინ ცაგარელის მიმართ – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 4000 ლარი. აღნიშნული სასჯელის სახის ოდენობა და ზომა სახელმწიფო ბრალდებამ მოითხოვა განსაჯელთა მიმართ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ კიკნაძემ მოთხოვნა უცვლელად დააკმაყოფილა.

ეკა ბესელიას შვილს, არასრულწლოვან რატი მილორავასა და მეორე განსასჯელს, ასევე არასრულწლოვან ვალერი კირვალიძეს აღმკვეთ ღონისძებად გირაო ჰქონდათ შეფარდებული.

ეკა ბესელია: „მიხეილ სააკაშვილი არის კოკოითზე უარესი ფაშისტი. იმ ბაშვშვების გასათავისუფლებალად მთელი მსოფლიო რომ ფეხზე დააყენა, თვითონ რომ ჰყავს მძევლად სკოლის მოსწავლეები, არ არის კოკოითზე უარესი ფაშისტი? ბევრად უკეთესია ყველა იმ რეჟიმის ხელმძღვანელი, ვის წინააღმდეგაც ის გამოდის. ეს არის არაკაცი, რომელსაც პატარა ბავშვები ჰყავს მძევლად იმისთვის, რომ მათ მშობლებზე მოახდინოს ზეწოლა“.

ლილი გელაშვილი, ადვოკატი: „ამ უკანონობით გაჯერებულ მართლმსაჯულების სისტემასა და რეჟიმში, მე შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი პრეცენდენტი არ ყოფილა. დრევანდელი განაჩენი მართლაც არ გამოუტანეს არასრულწლოვან რატი მილორავასა და სერგო ბესელიას. ეს არის პირდაპირი განაჩენი გამოტანილი ყველა იმ ქმედებისთვის, ყველა იმ სიტყვისათვის, ყველა იმ განაწყვეტილებებისა და პოლიტიკური განცხადებებისათვის, რასაც აკეთებდა, აკეთებს და გააკეთებს ეკა ბესელია“.

განაჩენის გამოცხადების დღეს ეკა ბესელიას და მის ოჯახს ოპოზიციური პარტიების ლიდერები გულშემატკივრობდნენ, რომლებმაც პროცესის დასრულების შემდეგ მცირე კომენტარები გააკეთეს.

გოგა ხაინდრავა, ყოფილის სახელმწიფო მინისტრი: „მე პირობას ვაძლევ ორივე პროკურორს და მოსამართლე ჯემალ კიკნაძეს, რომ ზუსტად ამ დარბაზში იქნებიან გასამართლებულები, რადგან ესენი არიან სახელმწიფო დამნაშავეები“.

სალომე ზურაბიშვილი, „საქართველოს გზის“ ლიდერი: „ეს არის მოსამართლე, ვინც პროკურორების მოთხოვნის შეცვლა ვერ შეძლო. 17 წლის ბიჭები ციხეში დააბრუნეს“.

კობა დავითაშვილი, „ხალხის პარტიის“ ლიდერი: „მე ვაპირებ 31 დეკემბერს აქ ჩამოვიდე. ბათუმში ტაშ-ფანდურს  სიმღერის დრო არ არის, როცა სკოლის მოსწავლეს ციხეში აბრუნებ“.

განაჩენი 24 დეკემბერს დღის 5 საათზე გამოცხადდა, ამჯერად – სასამართლოს მცირე დარბაზში, რაც შეუძლებელს ხდიდა მოქალაქეთა და მედიის წარმომადგენელთა დასწრებას. მხარე თვლის, რომ დასკვნითი სხდომის მცირე დარბაზში ჩატარებაზე განაწყვეტილება სასამართლოს ხელმძღვანელობამ განზრახ მიიღო. სასამართლო დარბაზში დამსწრეთა დიდ ნაწილს ბადრაგი წევრები წარმოადგენდნენ. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ეკა ბესელიას ახლობლებმა სასამართლო დარბაზი ხმაურით დატოვეს.

მსჯავდებულთა ახლობლები ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას აპირებენ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC