კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის აღიარებამ დიდი საგანმათლებლო ცვლილებები დააჩქარა

13 იანვარი, 2010

ეკა ბაქრაძე, www.presa.ge

პრეზიდენტის აღიარებითი მონოლოგის შემდეგ, საგანმათლებლო სისტემაში დიდი ცვლილებების ჟამმა ჩამოჰკრა. ამგვარი რეფორმა განათლების სფეროს ორჯერ უკვე შეეხო, მაგრამ თურმე ეს საკმარისი არ არის.

პრეზიდენტმა ბათუმელ პედაგოგებთან შეხვედრაზე განათლების სისტემაში დაშვებული რამდენიმე შეცდომის შესახებ ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა უმეცარი უწოდა მას, ვინც საგნების ე.წ. სეზონური სწავლება შემოიღო, ასევე, გააკრიტიკა სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილება, სპეცსკოლების გაუქმება და სკოლების სახელმძღვანელოების ყოველწლიური ცვლა.

სააკაშვილის თქმით, ბევრი ოჯახი ბავშვებისთვის ყოველ წელს ახალი სახელმძღვანელოების ყიდვას ვერ ახერხებს. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უნდა შედგეს სახელმძღვანელოების სტანდარტი, რომელიც კლასიდან კლასში გადავა. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, სკოლებში უნდა მოხდეს ასევე ბავშვების სპორტით დაიტერესება. ამ მიზნით, საშუალო სკოლები ითანამშრომლებენ სხვადასხვა სპორტსკოლებთან და ბავშვები, მათი ინტერესის მიხედვით, ამა თუ იმ სპორტსკოლაში ივლიან.

პრეზიდენტმა სკოლებში უსაფრთხოებისა და კვების საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცახდა, რომ კვების საკითხი დღეს ძირითადად ნაცნობობით წყდება. მისი თქმით, აუცილებელია სკოლებში შევიდეს დიდი კომპანიები, რომლებიც ხარისხიან კვებაზე იქნებიან პასუხისმგებელი და ბავშვები საჭმლის ყიდვას საკრედიტო ბარათებით შეძლებენ.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სწავლის პროცესში უფროსკლასელებისა და უმცროსკლასელების დაცალკევება და უფროსკლასელებზე მეტი კონტროლის დაწესება.

მოკლედ, სააკაშვილმა ხუთწლედის შეცდომებზე გაამახვილა ყურადღება და სწორედაც რომ დროულად, რადგან საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა სულ უფრო ხშირად ექცევა მწვავე კრიტიკის ქვეშ.

ირკვევა, რომ საქართველო პედაგოგების მომზადების დონით 17 ქვეყანას შორის ბოლო ადგილზეა. საერთაშორისო საგანმანათლებლო ასოციაციის კვლევის მიხედვით, საგანმანათლებლო პოლიტიკის კუთხით საერთაშორისო ნორმებს ვერცერთი ქართული უნივერსიტეტი ვერ აკმაყოფილებს.

საშუალო დონის შედეგი მეთოდიკაში მხოლოდ ქუთაისისსახელმწიფო უნივერსიტეტმა აჩვენა. საქართველოში ერთ-ერთიყველაზე პოპულარული ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი კიმომავალი მასწავლებლების მომზადების საკითხში ბოლო ადგილზეაღმოჩნდა.

ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე აცხადებს, რომ კვლევის შედეგებზე უნივერსიტეტი პასუხს ვერ აგებს. მისი მტკიცებით, ეს 2007 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებია, როცა ილიას სახელობის უნივერსიტეტი ორი სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაზაზე ჯერ კიდევ ყალიბდებოდა.

თევზაძის განმარტებით, კვლევა სინამდვილეში სულხან-საბას სახელობის უნივერსიტეტის მდგომარეობას ასახავს და ილიას უნივერსიტეტი მასზე პასუხს ვერ აგებს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაიამიმინოშვილი კი თევზაძის განცხადებას უარყოფს და აცხადებს, რომ საერთაშორისო მიღწევების საგანმანათლებლო ასოციაციამ კვლევა 2008 წელს დაიწყო და 2009 წლის ბოლოს დაასრულა.

ამიტომაც ცვლილებების დროც დადგა. პირველი ცვლილება კი საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრას შეეხება. 2011 წლიდან მოყოლებული იგი დამამთავრებელ კლასში მიღებული შეფასებების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

პრეზიდენტის განმარტებით, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება მხოლოდ სამი მისაღები გამოცდით აღარ მოხდება. სკოლის დამთავრებისას მოსწავლეს გამოცდა 10 საგანში ექნება ჩასაბარებელი, რომლის შედეგებზეც იქნება დამოკიდებული უმაღლესში მოხვედრა.

პრეზიდენტის თქმით, ამ 10 გამოცდაში აუცილებლად იქნება ისეთი საგნები, როგორიცაა ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია და სხვა ძირითადი საგნები, ასევე ჩაბარდება კომპიუტერები.

მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, ეს ცვლილება გამოწვეულია იმით, რომ სკოლის ატესტატმა და მაღალ კლასებში სწავლამ ფასი დაკარგა და სკოლაში, განსაკუთრებით ბოლო კლასებში, მოწაფეები აღარ დადიან, რადგან ემზადებიან მხოლოდ უნარ-ჩვევებში, რაც უმაღლესში მოსახვედრად არის საჭირო.

„უმაღლესში ჩასაბარებლად საჭირო აღარ არის ძირითადი საგნები და მივიღეთ ექიმბაშური ვითარება, როდესაც უნარ-ჩვევების ხარჯზე შეგვიძლია უმაღლესში მოხვედრა. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. ჩვენ უნდა აღვადგინოთ სკოლის ატესტატისა და მთავარი საგნების პრესტიჟი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ისაუბრა ისეთი ახალი საგნების შემოღების აუცილებლობაზეც, როგორიცაა სამხედრო პატრიოტული აღზრდა და კულტუროლოგია. გაირკვა კიდეც, რომ საქართველოში სკოლებში სამხედრო სწავლება დაბრუნდება. „საკუთარი ქვეყნის დაცვა ყველა მოქალაქეს უნდა შეეძლოს. ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას თავისი სოფელი თუ კუთხე“, - დასძინა სააკაშვილმა.

ახალი ამბები