კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველო კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალი“, ამავე დროს - „არაარჩევითი დემოკრატიის“ ქვეყანაა

14 იანვარი, 2010

საქართველო „ნაწილობრივ თავისუფალ“ და „არაარჩევით დემოკრატიად“ რჩება - ნათქვამია Freedom House-ის ყოველწლიურ კვლევაში „თავისუფლება მსოფლიოში“, რომელიც 12 იანვარს გამოქვეყნდა და რომელიც 2009 წელს მომხდარ მოვლენებს მოიცავს.

სტატუსის განსაზღვრა „თავისუფალ“, „ნაწილობრივ თავისუფალ“ ან „არათავისუფალ“ ქვეყნებად ხდება პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიების საფუძველზე. საქართველოს ქულამ ამ ორივე კატეგორიაში 2008 წლის მსგავსად, 2009-შიც 4 შეადგინა.

(2008 წლის ანგარიშის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ:  http://www.civil.ge/geo/article.php?id=20351 )

პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების ქულები გაანგარიშებულია 1-დან 7-მდე შკალაზე, სადაც 1 თავისუფლების ყველაზე მაღალი დონის მაჩვენებელია, ხოლო 7 - ყველაზე დაბალის.

საქართველოს მაჩვენებელი ამ ორივე კატეგორიაში 2007 წლის ამსახველ მოხსენებაში გაუარესდა 3 ქულიდან 4-მდე, რაც 2007 წლის ნოემბერში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდა.

(2008 წლის ანგარიშის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ:  http://www.civil.ge/geo/article.php?id=17101 )

Freedom House-მა საქართველო არჩევითი დემოკრატიის მქონე ქვეყანათა სიიდან 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამოიღო, რის შესახებაც ორგანიზაციის იმ მოხსენებაშია საუბარი, რომელიც 2008 წელს განვითარებულ მოვლენებს მოიცავს.

Freedom House-მა თავის კვლევაში ასევე შეიყვანა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი „სადავო ტერიტორიების“ კატეგორიაში. წინა წლის კვლევის მსგავსად, აფხაზეთს კვლავაც „ნახევრად თავისუფალი“, ხოლო სამხრეთ ოსეთს „არათავისუფალი“ სტატუსი აქვთ მინიჭებული. 

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები