23:04, Monday, 21.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გენერალ კობალაძეს განაჩენის გასაჩივრება ჯერ არ გადაუწყვეტია

18.01.2010
ანა შეშაბერიძე

გენერალ კობა კობალაძის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ზუსტად ვერ ამბობს, გაასაჩივრებს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას და მოითხოვს თუ არა იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარების ნაწილშიც მსჯავრდებულის გამამართლებელ განაჩენს. ამისთვის მხოლოდ ადვოკატის სურვილი არაა საკმარისი. მას თანხმობა მისი დაცვის ქვეშ მყოფმაც უნდა მისცეს. საპროცესო კოდექსით, განაჩენი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უნდა გასაჩივრდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გენერალ კობა კობალაძეს მუხროვანის სამხედრო ამბოხებაში მონაწილეობის ბრალდება მოუხსნა. ამასთან, გენერალი დამნაშავედ ცნო იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდების ნაწილში და რვა თვე და 6 დღე მიუსაჯა, რაც მას წინასწარ პატიმრობაში სწორედ იმ დღის ჩათვლით ჰქონდა მოხდილი. ამიტომ კობალაძე სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდა და შინ წავიდა.

ბრალდების მხარე კობალაძისთვის ცამეტნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. აქედან 12 წელს ამბოხებისთვის, წელიწადნახევარს კი იარაღის უკანონოდ ტარებისთვის.

კობალაძე ეჭვმიტანილი იყო სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით, რაც კონსტიტუციური წყობილების ძალადობით დამხობისთვის მზადებას გულისხმობს. რაც შეეხება იარაღის შენახვა-ტარებას, ადვოკატის აზრით, კობალაძისათვის ეს ბრალდება უნდა წარედგენათ არა სისხლის სამართლის, არამედ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით. შესაბამისად, მისთვის მხოლოდ 30-დღიანი ადმინისტრაციული სახდელი ან ჯარიმა უნდა შეეფარდებინათ.

გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, კობა კობალაძის საქმეში არ იყო საკმარისი და საფუძვილიანი მტკიცებულებები. ბრალდებები ძირითადად „თითიდან იყო გამოწოვილი“.

 „ამბოხების ნაწილში ეს თვითონ სასამართლომ დაადასტურა. რაც შეეხება იარაღის ნაწილს, კობალაძე არ უარყოფს, რომ მას ჰქონდა იარაღი და ორი დაშლილი ხელყუმბარა. თუმცა, იარაღების შენახვა-ტარების უფლება მას, როგორც გენერალს, ჰქონდა. რაც შეეხება ხელყუმბარას, ის აგვისტოს ომიდან წამოყვა, სადაც რეზერვისტად იყო და იმის შემდეგ მისი ჩაბარება ვერ მოახერხა. მაქსიმუმი სასჯელი, რაც მის მიმართ შეიძლებოდა გამოყენებულიყო, ესაა ადმინისტრაციული წესით ჯარიმის გადახდა ან 30-დღიანი პატიმრობა“, – აცხადებს ნიკოლაიშვილი.

სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, მუხროვანში განთავსებულმა სატანკო ბატალიონმა 2009 წლის 5 მაისს დილით ამბოხება მოაწყო. შსს-ს ვერსიით ამბოხება რუსეთის მხარდაჭერით ხორციელდებოდა და მინიმუმ, 6 მაისისთვის საქართველოში ნატოს ეგიდით დაგეგმილი ფართომასტაბიანი წვრთნების ჩაშლას, მაქსიმუმ - ხელისუფლების ჩამოგდებას ისახავდა მიზნად. გენერალ-მაიორი კობალაძე ამბოხების ერთ-ერთ ორგანიზატორად დასახელდა. წარსულში იგი ეროვნული გვარდიის სარდალი იყო და თანამდებობიდან 2004 წელს გადადგა.

სასამართლოს განაჩენიდან ისიც გაირკვა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა უხეშად დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია კობალაძის მიმართ, როდესაც იგი დამნაშავედ დაპატიმრების დღესვე გამოაცხადა და დასძინა: „გენერალი კობალაძე უფრო ადრე იყო მისახედი!“

კობალაძეს ვახტანგ გორგასლის სამივე ხარისხის ორდენი და საქართველოს სამივე პრეზიდენტის მადლობის წერილი აქვს მიღებული. კობალაძემ აქტიური მონაწილეობა მიიღო 2004 წელს ბათუმსა და თბილისში პრეზიდენტ სააკაშვილის პირველი ინაუგურაციის ღონისძიებაში. სწორედ ამისთვის დაიმსახურა სააკაშვილის მადლობა.

სასამართლოს ჯერ სრული განაჩენი არ გამოუქვეყნებია. პროცესის ბოლო სხდომაზე მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა. ადვოკატები მოუთმენლად ელიან განაჩენის სამოტივაციო ნაწილს, სადაც სასამართლომ არგუმენტირებულად უნდა ახსნას, სხვა ბრალდებულების მიმართ რატომ გამოიტანა მკაცრი განაჩენი.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC