20:26, Monday, 21.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პოლიტპატიმართა სიაში აფრასიძეები არ არიან

20.01.2010
თაკო ხუციშვილი

18 იანვარს სვანეთის საკურორტო პროექტის პრეზენტაციაზე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოულოდნელად პოლიტპატიმრების საკითხს შეეხო. ანაკლიისა და მესტიის  მომავალ საკურორტო პროექტებზე საუბრისას მან აფრასიძეების გახმაურებული საქმეც გაიხსენა და რიტორიკულად იკითხა: „როგორ შეიძლება, ზოგიერთი ე.წ. პოლიტელიტის წარმომადგენელი საკუთარ ქვეყანას ასე ეპყრობოდეს?!“

მისი თქმით, სვანეთი ადრე აფრასიძეებისა და სხვა კრიმინალების ხელში იყო. „მიუხედავად ამისა, მათი დაჭერა თბილისში ვიღაცეებს სწყინთ. აფრასიძეები პოლიტპატიმრების სიაშიც კი შეიყვანეს“.

„როგორ არ ვთქვა უხეშად იმ ხალხზე, ვინც ამას გვიკეთებს?! ზოგიერთი ე.წ პოლიტელიტიდან ინცესტსაც კი მახსენებს. აქ ხომ საუბარი არ არის სააკაშვილი მოგვწონს თუ არა?! როგორ შეიძლება საკუთარ ქვეყანას ასე ეპყრობოდე?!“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გაურკვეველია, რატომ გაახსენდა ინცესტი სააკაშვილს პოლიტელიტაზე საუბრისას. ამის ახსნა გამოცდილ ფსიქოლოგებსაც უჭირთ, რომლებიც სააკაშვილის ღრმა ქვეცნობიერის გაშიფვრის გარეშე დასკვნებისგან თავს იკავებენ.

პოლიტპატიმრებს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, აფრასიძეები არც ერთ სიაში არ არის შეყვანილი, სადაც პოლიტპატიმრებზეა საუბარი. ყოველ შემთხვევაში, უფლებადამცველი ორგანიზაციები ასეთ სიაზე ინფორმაციას არ ფლობენ. 

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, უჩა ნანუაშვილის თქმით, აფრასიძეების გვარი მისთვის ცნობილ არც ერთ სიაში არ ამოუკითხავს. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ თავადაც მონაწილეობდა ერთ-ერთი სიის შედგენაში, სადაც პოლიტპატიმრის სტატუსის მიცემა მსოფლიოში აპრობირებული კრიტერიუმებით მოხდა. კერძოდ, ეს სია ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეადგინა -  კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრმა, ადამიანის უფლებათა ცენტრმა, საზოგადოებრივი ექსპერტიზის დარბაზმა, საქართველოს დამოუკიდებელ ადვოკატთა პროფკავშირებმა, საქართველოს პატიმართა თანამეგობრობამ და ორგანიზაციამ „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“.

პოლიტპატიმართა სიის შედგენაში არასამთავრობო ორგანიზაციებს კონსერვატიული პარტიაც ეხმარებოდა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, კახა კუკავა აცხადებს, რომ ამ სიის შედგენაში პარტია უშუალოდ არ მონაწილეობდა, თუმცა მათ ხელთ არსებულ საქმეებს აწვდიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს: „რა თქმა უნდა, აფრასიძეები ამ სიაში არავის შეუყვანია. გარდაცვლილი ადამიანები პოლიტპატიმართა სიაში ვერც მოხვდებოდნენ. რაც შეეხება ცოცხლად დარჩენილ ძმებს, არც ისინი არიან აღნიშნულ სიაში. ყველაზე  მთავარია, ახლა რატომ გაახსენდა სააკაშვილს აფრასიძეების საქმე. როგორც ცნობილია, 7 ნოემბრის 2 წლისთავზე ჩვენ გვქონდა მიხეილ სააკაშვილის საბრალდებო დასკვნის პრეზენტაცია, რომელიც მას გადადგომის მეორე დღესვე წარედგინება. „რედისონის“ გახსნის დღეს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან თვითონ გასცა აფრასიძეების კოშკის დაბომბვის ბრძანება. ასეთი უფლება კი, საქართველოს კანონმდებლობით, არც ერთ პირს, მათ შორის - პრეზიდენტსაც არა აქვს. სააკაშვილმა მშენივრად იცის, რომ ადრე თუ გვიან, ყველაფერზე პასუხის გაცემა მოუწევს“.

აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტის დანაშაულზე საუბრობს ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარიც. არც მას აქვს ინფორმაცია, შეყვანილი არიან თუ არა აფრასიძეები პოლიტპატიმართა რომელიმე სიაში. 

„ის, რაც პრეზიდენტმა „რედისონის“ გახსნაზე განაცხადა არის დანაშაულის აღიარება. როგორც ირკვევა, მან გასცა ამ ოჯახის განადგურების ბრძანება, რაც აფრასიძეების მამისა და ერთ-ერთი ძმის მიმართ შეასრულეს კიდეც. არ ვიცი, არიან თუ არა ცოცხლად დარჩენილი აფრასიძეები პოლიტპატიმართა რომელიმე სიაში, მაგრამ აშკარაა პოლიტიკური ინტერესი, რომ ისინი ციხეში ისხდნენ. ამ ოჯახის დამნაშავეობა სამართლიანმა სასამართლომ უნდა დაადგინოს. სამწუხაროდ, მათ მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა და შესაბამისად, განაჩენიც უკანონოა. საპროცესო კოდექსი ყოველ ნაბიჯზე ირღვევა გოჩა აფრასიძის მიმართ“.

მესტიის რაიონის სოფელ ეცერში აფრასიძეების წინააღმდეგ სპეცოპერაცია შსს-მ 2004 წლის 24 მარტს ჩაატარა. სახლ-კარის დაბომბვის დროს მამა-შვილი ევგენი და ომეხ აფრასიძე ადგილზე გარდაიცვალნენ. გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააკავეს და მძიმე ბრალდებებით გაასამართლეს. „ვარდების რევოლუციამდე“ სამართალდამცველები აფრასიძეებს რამდენიმე დანაშაულში სდებდნენ ბრალს, მაგრამ მათ რატომღაც ვერ აპატიმრებდნენ.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების სიას, რომლის შედგენაშიც „ადამიანის უფლებათა ცენტრმაც“ მიიღო მონაწილეობა, მას აქვე გთავაზობთ:

პოლიტპატიმრების სია

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC