03:53, Wednesday, 15.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს ჟურნალისტებზე თავდასხმის გამოძიებას სთხოვს

25.01.2010
საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას შემდგომი რეაგირების მიზნით გაუგზავნა ჟურნალისტების ნანა ფაჟავას და ილია ჩაჩიბაიას საქმის მასალები.

სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, ჩაჩიბაიამ და ფაჟავამ განცხადებით უკვე მიმართეს საქართველოს მთავარ პროკურატურას და შესაბამისად, სახალხო დამცველმა მიმართა მთავარ პროკურორს, აცნობოს აღნიშნულ საკითხზე მათ მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ.

ჟურნალისტები 2009 წლის 31 დეკემბერს ზუგდიდში მომხდარ ინციდენტის გამოძიებას ითხოვენ. ფაჟავამ და ჩაჩიბაიამ განცხადებით სახალხო დამცველს მიმდინარე წლის 5 იანვარს მიმართეს და ახსნა-განმარტებაც მისცეს.

ჩაჩიბაიას განცხადებით, ის ზუგდიდში საქართველოს პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის ყინულის სახლში ვიზიტის დაფიქსირებას ცდილობდა, რა დროსაც მას დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა 100 მეტრის რადიუსში ხალხთან ერთად დადგომა მოსთხოვეს. ეს ჩაჩიბაიამ გააპროტესტა და სხვა ჟურნალისტებთან ერთად ადგილზე დარჩენა ითხოვა. ჩაჩიბაიას განმარტებით, ამ დროს მას თავს 50-მდე პოლიციელი დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც იძულებული გახდა მოშორებით დამდგარიყო.

სახალხო დამცველის ოფისის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ყინულის სახლი დატოვა, ჟურნალისტმა ფოტოაპარატით აღნიშნული ფაქტის ამსახველი რამდენიმე კადრი გადაიღო. ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ილია ჩაჩიბაიას კვლავ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და ტერიტორია დაატოვებინეს.

ნანა ფაჟავას განმარტებით კი, ინციდენტის შესახებ მან 2009 წლის 31 დეკემბერს დაახლოებით 13:00 საათზე შეიტყო და სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს შენობასთან მივიდა, სადაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები და ადგილობრივი სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა ვერტმფრენი, რითაც საქართველოს პრეზიდენტს ზუგდიდი უნდა დაეტოვებინა. მას შემდეგ, რაც ნანა ფაჟავამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე ქობალია შენიშნა, ჩაჩიბაიასთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ კომენტარის ჩაწერა სცადა. ნანა ფაჟავას განმარტებით, მასთან სამთავრობო დაცვის დაახლოებით 30 წევრი მივიდა და გადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს, ხოლო მუნიციპალიტეტის გამგებელმა ქობალიამ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წევრებს ფაჟავასთვის ვიდეოკამერის ჩამორთმევა მოთხოვა. იმ მოტივით, რომ სახელმწიფო საიდუმლოებას იღებდა, ჟურნალისტს ვიდეოკამერა წაართვეს და საქართველოს შსს ზუგდიდის შს სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს მეგის ქარდავას გადასცეს. არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, ფაჟავას ვიდეოკამერა არ დაუბრუნეს.

ჟურნალისტის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ ამავე დღეს, დაახლოებით 15:00 საათზე ნანა ფაჟავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან მუნიციპალიტეტის გამგებელს შეხვდა და ვიდეოკამერის დაბრუნება მოსთხოვა. ამ უკანასკნელმა კი ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მიმდებარე ტერიტორია დატოვა. რამდენიმე წუთში ჟურნალისტს ერთ-ერთი სამართალდამცავი (ვინაობა ახსნა-განმარტებაში მითითებული არაა) დაუკავშირდა და წართმეული ვიდეოკამერა დაუბრუნა. თუმცა, კამერა დაზიანებული იყო.

როგორც ფაჟავას ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, მოგვიანებით ის და ჩაჩიაბაია ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მათთან ერთად დააკავეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი კახა მიქაიაც. ისინი ჯერ დროებითი მოთავსების იზოლატორში, ხოლო დაახლოებით 23:00 საათზე ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გადაიყვანეს.

ახსნა-განმარტებიდან ირკვევა ისიც, რომ სასამართლოს შენობიდან გამოსულ ფაჟავას და მიქაიას კუთვნილი ავტომანქანები (რომლებიც მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან ჰყავდათ დატოვებული) დაზიანებული დახვდათ. განმცხადებლის მითითებით, ბენზინის ავზში შაქრის ფხვნილი იყო ჩაყრილი. მანქანის დაზიანების ფაქტს ადასტურებს სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის რეგიონალური რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.

წყარო: „მედია.გე“

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაკარგეთ თუ არა სამსახური?
დიახ არა

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC