05:50, Wednesday, 16.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი!

28.01.2010
ანა შეშაბერიძე

კონსერვატიული პარტიის ინიციატივით შექმნილმა ადამიანის უფლებათა კომისიამ რესპუბლიკური პარტიის კახეთის კოორდინატორს, მერაბ ქათამაძეს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიანიჭა. ადამიანის უფლებათა კომისია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, მათ შორის -  „ადამიანის უფლებათა ცენტრს“.

მერაბ ქათამაძე 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში ახმეტის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, პეტრე ცისკარიშვილს უწევდა კონკურენციას.

იმ პერიოდიდან გახშირდა შემთხვევები, როცა პოლიტიკურად აქტიურ ადამიანებს, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წევრებსა და აქტივისტებს დედაქალაქსა თუ რეგიონებში, ძირითადად, იარაღის უკანონოდ ტარების ან შენახვის და ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით აკავებენ.

მსგავსი ბრალდება წაუყენეს მერაბ ქათამაძესაც. იგი 27 ივნისს გრიბოედოვის ქუჩაზე, რესპუბლიკური პარტიის ცენტრალურ ოფისთან დააკავეს. შემდგომში კი ბრალად წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, რაც  ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო  მასალის, ფეთქებადი ნივთიერებების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას ითვალისწინებს.

ქათამაძის დაკავებისას პოლიციელებს თავი არ  წარუდგენიათ და დაკავების მიზეზი არ განუმარტავთ. წაართვეს გასაღები და არ მისცეს ადვოკატის გამოძახების უფლება. სამჯერ შეცვალეს დაკავების მოტივი: ჯერ განუცხადეს, რომ მისი მანქანით მოხდა ავარია; შემდეგ თქვეს, რომ მის მანქანაში აღმოაჩინეს იარაღი; ბოლოს კი გამომძიებელმა შეადგინა ოქმი, სადაც აღნიშნა, რომ მას ჩხრეკისას ჯინსის უკანა ჯიბიდან ამოუღეს პისტოლეტი.

საქმეზე ერთადერთი მტკიცებულება პოლიციელების ჩვენებები და „ამოღებული“ იარაღია, რომელსაც არ ჩატარებია დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა. იმავდროულად მერაბ ქათამაძე ფლობს კანონიერად დარეგისტრირებულ ორ იარაღს, მათ შორის ერთს - ტარების უფლებით.

თავად მერაბ ქათამაძე თავის დაკავებას პოლიტიკური აქტიურობით ხსნის. ის არის რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი, პარტიის საინფორმაციო ბიულეტენ ,,რესპუბლიკელების“ რედაქტორი, კახეთის კოორდინატორი. იყო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახმეტაში.

,,ჩემი დაკავება ჩემს პოლიტიკურ აქტიურობასთანაა დაკავშირებულია. ვარ რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი. იმ დროისთვის კი ვიყავი პარტიის კოორდინატორი. ეს ჩემს დასაპატიმრებლად საკმარისი აღმოჩნდა“, – აცხადებს მერაბ ქათამაძე.

ამავე დროს მერაბ ქათამაძე ცნობილი გამომცემელია, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა გამომცემლობა „აზრს“ და წიგნის გამომცემელთა ასოციაციას. იგი არის თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის დაარსების ინიციატორი. ლექციებს კითხულობდა სხვადასხვა უნივერსიტეტში წიგნის გამოცემის საკითებზე. სწორედ ამიტომ მერაბ ქათამაძის დაკავებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ინტელექტუალურ წრეებში და ბევრს პროტესტის გრძნობა გაუჩნდა. წინასწარვე ჩანდა, რომ პროკურატურას ბრალის დამტკიცება გაუჭირდებოდა. ამიტომ ცოტა ხანში ქათამაძე გირაოს წესით გაათავისუფლეს. მას სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარის გადახდა შეუფარდა. ეს ამავე დროს ნიშნავს, რომ საქმის გამოძიება გრძელდება.

კონსერვატიულ პარტიასთან არსებულმა კომისიამ  მერაბ ქათამაძე პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებას კომისია იმ შემთხვევაში იღებს თუ:  დარღვეულია კანონმდებლობა პირის დაკავების ან წინასწარი პატიმრობის შეფარდების წესის შესახებ; არ დასტურდება პირის ბრალეულობა ან წარდგენილი ბრალდება და შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება დანაშაულის შემადგენლობას; ამავდროულად ეს დარღვევები გამოწვეულია პოლიტიკური მოტივით.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC