კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელერადიო კომპანია „თრიალეთს“ გორის საგადასახადო სამსახურის უფროსი ატერორებს

29 იანვარი, 2010

ტელერადიო კოპანია „თრიალეთი“ გორის საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის, ლევან წითელაშვილის მიმართ საქმის აღძვრას მოითხოვს. საგადასახადოს ხელმძღვანელი ლევან წითელაშვილი, ხალხის პრობლემების გაშუქების გამო, მისთვის არასასურველ ყოველ სიუჟეტზე, ტელეკომპანია „თრიალეთის“ მიმართ სადამსჯელო ღონისძიებებს ახორციელებს.

მორიგი სადამსჯელო ღონისძიება საგადასახადომ 28 იანვარს განახორციელა. რამდენიმე დღის წინ საგადასახდოს თანაშრომლებმა ტელეკოპანია „თრიალეთში“ სარეკლამო განცხადება მოიტანეს, რომლის ფასი 522 ლარს შეადგენდა, ეთერში მის გაშვებას კი ლევან წითელაშვილის სახელით „უფასოდ“ მოითხოვდნენ. ტელევიზიის თანამშრომლებმა მოითხოვეს ხელშეკრულების გაფორმება და მომსახურების საფასურის ანაზღაურება. ამის შემდეგ, 28 იანვარს ტელეკომპანიაში მოდის საგადასახადოს შეტყობინება 600 ლარით დაჯარიმების თაობაზე.

თუმცა ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის გორის საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის მხრიდან, როცა მისი მოქმედებები კანონის ფარგლებს სცდება და პირადი შეხედულებისამებრ უსწორდება „თრიალეთს“, რომელმაც რამდენჯერმე საგადასახადოს მიერ შექმნილი ადგილობრივი ბიზნესმენების და მოსახლეობის პრობლემები გააშუქა. მათ შორის იყვნენ ინდმეწარმეები, რომლებსაც საგადასახადოს თანამშრომლებმა ღამის 3 საათზე გააღებინეს მაღაზიები და ყველა მაღაზია 50-100 ათასი ლარით დააჯარიმეს. „ანარეკლში“ ასევე გავიდა სიუჟეტი, რომ პრეზიდენტის საგადასახადო ამინისტიის განცხადების შემდეგ, თუ როგორ დალუქეს გორში ბეზინგასამართი სადგურების და მაღაზიების ნაწილი.

ლევან წითელაშვილს, „თრიალეთის“ მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება საგადასახადოს ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავებამდეც ჰქონდა, რადგან მისი შპს ,,აღმოსავლეთის წყლებში“ მუშაობის დროს თრიალეთის ეთერში გავიდა მასალა, რომელიც დაბინძურებულ სასმელ წყალს ეხებოდა და მოსახლეობა რეაგიარებას მოითხოვდა.

ლევან წითელაშვილმა, ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, სამაგიეროს გადახდის მიზნით ტელეკომპანიის მისამართით ზეწოლები დაიწყო. დანიშვნისთანავე, წითელაშვილის დავალებით საგადასახადოს თანამშრომლები „თრიალეთის“ ოფისში შეიჭრნენ ისე, რომ თავიც კი არ წარუდგენიათ. კომპანიის თანამშრომლების მოთხოვნის მიუხედავად, ისინი ჟანდარმებივით დარბოდნენ სხვადასხვა სართულებზე, სხვადასხვა ოთახებში. მათ არც ის დამალეს, რომ ბრძანებას ასრულებდნენ. ჩვენს მოთხოვნას, რომ ეს პირები დაესაჯათ უკანონო შემოჭრისთვის, ერთ-ერთი უკანონო დაჯარიმება მოჰყვა.

საგანგაშოა, რომ ტელეკოპანია „თრიალეთის“ მიმართ გამოწერილი ჯარიმები ემთხვევა ეთერში გასულ სიუჟეტებს, სადაც ინდმეწარმეები და კერძო კომპანიის წარმომადგენლები საგადასახადოს რეკეტზე მიუთითებდნენ.

უკვე შეუძლებელი ხდება „თრიალეთის“ ჟურნალისტების თავისუფალი მუშაობა, რადგანაც ყოველ სიუჟეტზე საგადასახადოსგან სამაგიეროს გადახდას ველოდებით.

აღსანიშნავია, რომ ეთერში გასული ყველა სიუჟეტი არის ობიექტური და ყველგან არის საგადასახადო ინსპექციის პოზიცია დაფიქსირებული.

ტელეკოპანია „თრიალეთს“ საგადასახადოს მიერ დაკისრებული ჯარიმები საგადასახდოს დეპარტამენტში აქვს გასაჩივრებული.

„თრიალეთმა“ საგასახადოს ხელძღვანელის მხრიდან უკანონოდ დაჯარიმებების და ზეწოლების თაობაზე რეგიონის ხელისუფლების წარმომადგებლებსაც მიაწოდა ინფორმაცია, თუმცა მათი მხრიდან ამ ფაქტს რაიმე სახის რეაგირება არ მოჰყოლია.

აქედან გამომდინარე ტელეკომპანია „თრიალეთი“ ლევან წითელაშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში აპირებს საჩივრის შეტანას და თანამდებობის უფლებამოსილების გადამეტებაზე და ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლისთვის საქმის აღძვრას მოითხოვს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საგადასახადოს ხელმძღვანელის ზეწოლების მიუხედავად, ტელეკომპანია „თრიალეთის“ საინფორმაციო სამსახური კვლავ გააგრძელებს ობიექტურ მუშაობას.

ტელეკომპანია „თრიალეთის“ საინფორმაციო სამსახური

ახალი ამბები