17:52, Wednesday, 16.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ევროსასამართლომ სცნო რეპრესირებულთა უფლება, საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღონ კომპენსაცია

09.02.2010
ანა შეშაბერიძე

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ კანონში ცვლილებები უნდა შეიტანოს, რომელიც 1997 წლიდან აიღო ვალდებულებად. საქმე 1937 წელს სტალინური რეპრესიების მსხვერპლ მოქალაქეებს ეხება და ფაქტობრივად, პრეცედენტულია. ევროსასამართლომ საქმეში „კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ გამოიტანა და საქართველოს სახელმწიფოს დაზარალებულისადმი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ეს კი ნიშნავს, რომ კილაძეების მსგავსად, სახელმწიფოსადმი პრეტენზიის კანონიერი საფუძველი სხვა რეპრესირებულებსაც აქვთ. 

2 თებერვალს ევროსასამართლომ კლაუს და იური კილაძეების სარჩელზე განაჩენი გამოიტანა. კილაძეების ოჯახი  30-იანი წლების რეპრესიების მსხვერპილია. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ საქართველომ კომპენსაციის სახით 4-4 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს. სასამართლოში კილაძეებს ორი ორგანიზაცია წარმოადგენდა: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ლონდონში მოქმედი ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ევროპული ცენტრი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, თამარ ხიდაშელი ცალსახად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად აფასებს იმას, რომ სასამართლომ საქართველოს ვალდებულება დააკისრა, კანონში შეიტანოს ცვლილება და კილაძეების მდგომარეობაში მყოფ უამრავ ოჯახს განუსაზღვროს კომპენსაციის მიღების პირობები. თანაც, ევროსასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დროულად შეასრულოს ვალდებულება.

„ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შესრულებულად რომ ჩაითვალოს, სახელმწიფო  მარტო კომპენსაციის გაცემით არ უნდა შემოიფარგლოს. მან საკანონმდებლო დონეზე უნდა მიიღოს აქტი, რომელიც რეპრესირებულთა ქონებრივი კომპენსაციის საკითხს დაარეგულირებს“, - ამბობს თამარ ხიდაშელი.

1997 წელს საქართველომ „მსხვერპლად აღიარების შესახებ“ კანონი მიიღო. კანონის მე-9 მუხლში ნათქვამია, რომ მოხდებოდა ქონებრივი კომპენსაციის განსაზღვრა კანონით. თუმცა, 12 წელიწადზე მეტია, საქართველოს ქმედითი ზომები არ გაუტარებია ამ ვალდებულების შესასრულებლად. ჯერაც არ არსებობს ნორმატიული აქტი, რომელიც რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირებისთვის კომპენსაციის გაცემას მოაწესრიგებდა.
 
„კანონის მე - 9 მუხლში წერია, რომ ქონებრივი კომპენსაციის საკითხი განისაზღვრება კანონით. ამიტომ ეს კანონი უნდა მიეღოთ, მაგრამ ეს არ გააკეთეს. ამდენი ხნის განმავლობაში რეპრესირებულები გაურკვეველ მდგომარეობაში არიან. ანუ სახელმწიფოს აღებული ჰქონდა ვალდებულება, რომელიც დღემდე ვერ შეასრულა. დაზარალეულებმა სარჩელი სწორედ ამ გარემოებების გამო შეიტანეს სტრასბურგის სასამართლოში“, - განაცხადა თამარ ხიდაშელმა.

კლაუს და იური კილაძეები 1926 და 1928 წლებში არიან დაბადებულები. საბჭოთა პერიოდში მათი ოჯახი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი გახდა. მათი მამა 1937 წელს საბჭოთა რეჟიმმა დახვრიტა, 1938 წელს კი მათი დედა დააპატიმრა და გადაასახლა, რის შემდეგაც ოჯახს მთელი პირადი ქონება ჩამოართვეს. შემდეგ ძმები ჯერ თბილისში, შემდეგ კი რუსეთის ბავშვთა სპეციალურ სახლში მოათავსეს, სადაც ორ წელზე მეტხანს იყვნენ. მას შემდეგ ისინი ბებიის დახმარებით საქართველოში ჩამოვიდნენ. 1956 წელს მათი დედა, 1957 წელს კი მამა რეაბილიტირებულ იქნა. 1998 წელს 19 აგვისტოს საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ ოჯახი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარა.

თავდაპირველად კილაძეებმა კომპენსაციის მიღების მოთხოვნით სარჩელი საქართველოს სასამართლოებში შეიტანეს, რის საფუძველსაც „პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ“ კანონი აძლევდათ. რეპრესირებულის სტატუსის მოპოვების მიუხედავად, საქართველოს სასამართლოებმა კილაძეებს  სარჩელი არ დაუკმაყოფილეს - იმ მოტივით, რომ საქართველოში ჯერ არ არის მიღებული კანონი, რომელიც რეპრესიების მსხვერპლთა კომპენსაციის რაოდენობას განსაზღვრავდა. სარჩელზე უარის შემდეგ საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოხვდა.

თამარ ხიდაშელის თქმით, იმ შემთხვევაში თუ რეპრესიის მსხვერპლი ადამიანი ცოცხალი აღარაა, კომპენსაციის მოთხოვნის უფლება მის შვილს აქვს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: ლუიზა
2014-03-17 22:53
ტანხა სად და როგორ ავიგოოო
სახელი: თემური
2011-06-22 11:10
მამაჩემი 1921 წელს დააპატიმრეს. ანტისაბჭოთა პროპაგანდისათვის მიუსაჯეს 6 თვე. შემდგომში სულ დაჭერას ელოდებოდა. ცოლი მხოლოდ 1945 ში მოიყვანა. რომ არ დაეჭირათ, ადრე მოიყვანდა ცოლს, ადრე გავჩნდებოდი და 37 წელს თუ გადავურჩებოდი, ომში ნაღდად დავიღუპებოდი, 22-23 წლებში დაბადებულების დაღუპვის პროცენტი იყო ძალზე მაღალი. სასამართლომ მცნო რეპრესირებულის შვილად. დაახლოებით რა კომპენსაცია უნდა მომცენ? ღირს ცნობების სეგროვება?






სახელი: ალეკო ცქიტიშვილი
2011-06-20 13:51
გთხოვთ, ამ და სხვა იურიდიულ საკითხებზე კითხვებით მიმართოთ კვალიფიციურ იურისტებს ადამიანის უფლებათა ცენტრში. ჩვენს ვებ-გვერდზე მითითებულ ტელედონებზე.
სახელი: მარინა
2011-06-20 09:18
სად უნდა ავიგოტ რეპრესიების მსხვერპლად აგიარების მოცმობა.
სახელი: ირინა
2011-06-17 16:55
სად უნდა წარვადგინოთ საბუთები რეპრესირებულთა ოჯახებმა?გამოვიდა თუ არა კანონი კომპესაციის შესახებ
სახელი: დათო
2011-06-16 13:15
ეკუთვნის თუ არა შვილიშვილებს რეპრესირებულის კომპენსაცია?
სახელი: ამირან
2011-06-14 12:54
ჩემი ოჯახიც იყო რპრესიაში, მაგრამ 1948–53 წწ. ბაბუ დეაუჭირეს მამა და ბებია ყაზახეთში გადაასახლეს. მოქმედებს თუ არა ეგ კანონი ჩვენზეც?
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC