04:57, Wednesday, 16.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„თავისუფლება ძნელია, როცა ქალაქში მკვლელია!“- მანიფესტაცია პოლიტპატიმართა მხარდასაჭერად

18.02.2010
თაკო ხუციშვილი,
ანა შეშაბერიძე

18 თებერვალს „კონსერვატიული პარტიის“, „ხალხის პარტიისა“ და მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა მეტროსადგურ „წერეთლიდან“ „დიდუბემდე“ მორიგი საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს. დემონსტრანტების ძირითადი მოთხოვნა უკანონოდ დაკავებული პოლიტპატიმრების  გათავისუფლება იყო.

კახა კუკავა (კონსერვატიული პარტია): „დღეს საქართველოში 54 პოლიტიკური პატიმარია. თუმცა, დღევანდელი აქცია ასევე ეხება იმ უკანონო პატიმრებსაც, რომლებიც ე.წ. ჩადებებით და მტკიცებულებების გაყალბების გამო იხდიან სასჯელს. ჩვენ ვაპირებთ, აქციები გავაგრძელოთ მანამ, ვიდრე თუნდაც ერთი უკანონო პატიმარი დარჩება ციხეში. ჩვენ მივმართავთ პატიმრების ოჯახებს და საქართველოს მოქალაქეებს. ვალდებულნი ვართ, ამ ადამიანებს დავუდგეთ გვერდით იმიტომ, რომ შარშან 9 აპრილის აქციებზე ერთად ვიდექით და შემდგომ ეს ხალხი დააპატიმრეს“.

„თავისუფლება ძნელია , როცა ქალაქში მკვლელია“, „საქართველოს დიდებას სამართალი სჭირდება!“ - ამ ლოზუნგებით აქციის მონაწილეებმა ასფალტი  შეღებეს. ხოლო მსვლელობის დროს წერეთლის გამზირზე პოლიტპატიმრების ფოტოებიც გაავრცელეს. ორგანიზატორთა განცხადებით, ამგვარი აქციების ძირითადი მიზანი საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირებაა საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ.

ლაშა ჩხარტიშვილი: „პოლიტპატიმრების მხარდაჭერა არის ჩვენი მორალური ვალი, ვინაიდან პოლოტპატიმრები არიან ის ადამიანები, რომლებსაც პირველ რიგში სჭირდებათ თანადგომა. ეს განსაკუთრებული თემაა, რადგან  ეს არის პირველი და უმთავრესი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ სააკაშვილის ავტორიტატულ რეჟიმში ვცხოვრობთ“.

აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, პოლიტიკური ემიგრაცია  პოლიტპატიმართა მხარდამჭერ აქციას 25 თებერვალს ბრიუსელში ევროკავშირის ოფისის წინ გამართავს. საპროტესტო მსვლელობის შემდეგ მონაწილეთა ნაწილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე  გადაინაცვლა, სადაც ექსპრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას პროცესი იმართებოდა.

„ჩვენ ვალდებულება გვაკისრია იმ ადამიანის ხსოვნის წინაშე, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ქართველმა ხალხმა ზვიად გამსახურდიას იმით მაინც უნდა გადაუხადის სამაგიორო, რომ მისი შვილი სააკაშვილს არ მისცეს მოსაკლავად. ყველას ვთხოვთ, შეუერთდეს ამ აქციას“, - განაცხადა კახა კუკავამ.

პოლიტპატიმართა მხარდამჭერ მორიგ აქციას ორგანიზატორები 25 თებერვალს 12:00 საათზე მთავარი პროკურატურის წინ გამართავენ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC