კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსკოვი აფხაზეთზე კონტროლს ამკაცრებს

22 თებერვალი, 2010

17 თებერვალს რუსეთმა აფხაზეთთან სამხედრო და ეკონომიკური ხელშეკრულებების პაკეტი გააფორმა, რაც საქართველოს აჯანყებულ რეგიონზე მოსკოვის კონტროლს გაამკაცრებს.

საქართველომ განაცხადა, რომ – „ოკუპანტმა ძალამ და მარიონეტულმა რეჟიმმა ხელშეკრულებებს ხელი უკანონოდ მოაწერეს“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ხელი მოაწერა შეთანხმებას აფხაზეთში სამხედრო ბაზის მშენებლობის შესახებ, რითაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოსთან ხუთდღიანი ომის შემდეგ რეგიონში რუსეთის ჯარების ყოფნას ოფიციალური საფუძველი ექნება.

ამ ომის შემდეგ, კრემლმა აფხაზეთი და საქართველოს მეორე აჯანყებული რეგიონი, სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, რითაც საერთაშორისო თანამეგობრობის კრიტიკა დაიმსახურა.

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ომის შემდეგ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცნენ და როგორც ეკონომიკურად, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით, მხოლოდ რუსეთზე არიან დამოკიდებულები.

17 თებერვალს ხელშეკრულებებზე ხელის მოწერის ცერემონიალზე, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ხელშეკრულება „აფხაზეთისთვის იმ ფუნდამენტის შექმნაა, რაზეც იგი თავის დამოუკიდებლობას განავითარებს“. აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა კი განაცხადა, რომ რუსეთი აფხაზეთის „უახლოესი პარტნიორია“.

ეკონომიკური ხელშეკრულებების პაკეტი, რომელიც რუსეთმა აფხაზეთთან გააფორმა, ასევე გზას უხსნის რუსულ კომპანიებს, კონტროლი დაამყარონ ამ რეგიონში შავი ზღვის სანაპიროზე არსებულ სტრატეგიულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე.

რუსეთის სახელმწიფო რკინიგზა აფხაზეთის რკინიგზის არენდით აღებას გეგმავს, რითაც უზრუნველყოფს საკვანძო კავშირს ქვის სამტეხლოებს, ტურისტულ კურორტებსა და რუსეთის სამხრეთ ნაწილს შორის. სხვა რუსული კომპანიები აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმის შემოგარენში პორტის და აეროპორტის კონტროლზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთი გუდაუთაში საბჭოთა პერიოდის სამხედრო ბაზის მოდერნიზებას მოახდენს და იქ 1700 სამხედროს განათავსებს. რუსეთმა შავ ზღვაში უსაფრთხოებისა და კომუნიკაციების გაუმჯობესებისთვის აფხაზეთთან საზღვაო თანამშრომლობაზეც გააფორმა შეთანხმება.

რუსეთის ფლოტმა აფხაზეთის სანაპიროს კონტროლი 2009 წელს მას შემდეგ გააძლიერა, რაც საქართველომ აფხაზეთში სოხუმის პორტისკენ მიმავალი თურქული სატვირთო გემი დააკავა.

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ შეთანხმება „სახიფათო სიგნალია, რომელიც მიუთითებს, რომ რუსეთი ძალიან სერიოზულად გეგმავს მისი სამხედრო ძალის გაზრდას საქართველოში და შავი ზღვის რეგიონში“.

როგორც მოსალოდნელია, მომავალ თვეში რუსეთი სამხედრო ბაზის მშენებლობაზე შეთანხმებას საქართველოს მეორე აჯანყებულ რეგიონთან - სამხრეთ ოსეთთანაც გააფორმებს.

პრეზიდენტ მედვედევის თქმით, მოსკოვი საბოლოო ჯამში თბილისთან ურთიერთობებს აღადგენს. თუმცა, ეს არ მოხდება მანამ, სანამ საქართველოს ხელისუფლებაში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.

სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ ბატონი სააკაშვილის „ხელები თავიდან ბოლომდე სისხლშია დასვრილი“ და იგი ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის უნდა დაისაჯოს.

FT.com

წყარო: http://foreignpress.ge/?p=11555

ახალი ამბები