კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოსი ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნით ევროპაში საპროტესტო აქციები იმართება

24 თებერვალი, 2010

მარი ოთარაშვილი

ქართულ საპატიმროებში მყოფი ოსი ტყვეებისადმი ინტერესი უცხოეთშიც იზრდება. ამ მხრივ ყველაზე დიდ ყურადღებას გერმანიის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია - Die Linke იჩენს.

„გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ თბილისის რეჟიმი ერთხელ და სამუდამოდ სამარცხვინო ბოძზე უნდა გააკრას. ქალბატონი მერკელის მხრიდან პირფერობა ადამიანის უფლების დაცვის საკითხებში აუტანელია. სააკაშვილის დამნაშავეობის მითითებით მან თავისი დანაშული უნდა გამოისყიდოს“, – ამას გერმანიაში არსებული ოსურ-გერმანული საზოგადოებრივი დაჯგუფების თავმჯდომარე, კარლ-ჰაინც ვენტდტი ამბობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ციხეებში მყოფი ოსი ტყვეების მხარდასაჭერად აქციები არა მარტო გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაშიც გაიმართა. საპროტესტო გამოსვლები აღნიშნულ ქვეყნებში არსებულ საქართველოს საელჩოებთან მოეწყო, რომლებსაც ძირითადად ორგანიზებას როგორც თითოეულ ქვეყანაში არსებული არსებული ოსური დიასპორა, ასევე უცხოური ქვეყნების წარმომადგენლობა უკეთებდა. აქციის მონაწილეთა მოთხოვნა ერთი იყო: საქართველოს ხელისუფლებამ გაათავისუფლოს ოსი ტყვეები პატიმრობიდან და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ მათ ნათესავებს ინფორმაცია მიაწოდონ. 

ოსური მედიის შეფასებით, ვარშავაში 2 დღის წინ გამართული საპროტესტო გამოსვლა იყო უპრეცედენტო ნაწილი იმ აქციების სერიისა, რომლის მომწყობნიც კატეგორულად მოითხოვენ, რაც შეიძლება მალე მოხდეს ქართულ საპატიმროში მყოფი ოსების გათავისუფლება, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ ინფორმაცია მიეწოდოს მათ მშობლებს. ვარშავამდე ზუსტად ამ ტიპის აქცია იმავე მოთხოვნებით ბერლინში გაიმართა. როგორც საინფორმაციო სააგენტო „ოსინფორმი“ იტყობინება, აქციების ორგანიზება გერმანიისა და პოლონეთის მოქალაქეებმა ითავეს.   

ამ აქციებამდე კი ცხინვალში საპროტესტო მიტინგი ქართულ საპატიმროებში მყოფი ოსი ტყვეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 15 იანვარს გაიმართა. აქციაზე იმყოფებოდნენ ქართულ ციხეებში მყოფი ოსი პატიმრების, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და ქართული სპეცსამსახურების მიერ გატაცებული ტყვეების ნათესავები.  

„აქციის მონაწილეები ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებდნენ, სათანადოდ შეეფასებინათ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეთა გატაცება ქართული სპეცსამსახურების მიერ სამხრეთ ოსეთისავე ტერიტორიიდან. ეს კი უნდა გაფორმდეს როგორც სახელმწიფო ტერორიზმი“, – განაცხადა სააგენტო „რესთან“ ნაირა პლიევმა, უგზო-უკვლოდ დაკარგული ალან ხაჩიროვის ნათესავმა.

ჯერ კიდევ 14 იანვარს „ოსინფორმი“ იტყობინებოდა, რომ ანალოგიური ტიპის აქცია გაიმართებოდა ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში. ბრიუსელში აქციას ორგანიზება გაუწია ოსურმა დიასპორამ „Аланты Ныхас“ ბელგიურ ორგანიზაციასთან ერთად, ბერლინში – გერმანულ-ოსური კულტურის ცენტრთან ერთად ადგილობრივმა პარტიის - Die Linke-ს წარმომადგენლობამ.

აღნიშნული პარტია გერმანიაში ერთ-ერთ სოლიდურ პოლიტიკურ ძალად მიიჩნევა. უკანასკნელი ფედერალური არჩვნებისას 2009 წელს პარტიამ ამომრჩველის 11, 9% ხმა მიიღო და გერმანულ პარლამენტში დეპუტატის 76 მანდატი (662-დან) მოიპოვა. პარტია მეოთხეა გერმანიის პარლამენტის პოლიტიკურ მმართველ პარტიათა შორის. Die Linke-ს წარმომადგენლობა ოსურ დიასპორასთან ერთად აპირებს, ოსი ტყვეების შესახებ საქართველოს საელჩოს წარმომადგენლობას მიმართოს. 

„გერმანიის მთავრობამ თბილისის რეჟიმი სამარცხვინო ბოძთან უნდა დააყენოს“, – სწორედ ამ სლოგანით 19 თებერვალს ბერლინში ქართულ საელჩოსთან გერმანულ-ოსურმა საზოგადოებამ (DSOG) აქცია-პიკეტირება მოაწყო. აღნიშნული საზოგადოება საქართველოსგან ციხეებში მყოფი სანხედრო ტყვეების უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს.

„ჩვენ მოვახდენთ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ უკანასკნელი ტყვე არ დატოვებს ქართულ ციხეს“, – განაცხადა „ოსინფორმთან“ საუბრისას საზოგადოებრივი დაჯგუფების თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც ვენტდტმა, - „გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ თბილისის რეჟიმი ერთხელ და სამუდამოდ სამარცხვინი ბოძზე უნდა გააკრას. ქალბატონი მერკელის მხრიდან პირფერობა ადამიანის უფლების დაცვის საკითხებში აუტანელია. სააკაშვილის დამნაშავეობის მითითებით მან მისი დანაშული უნდა გამოისყიდოს“.

ახალი ამბები