კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოსი მოქალაქეები სია, რომლებიც ცხინვალის რეჟიმის მტკიცებით, ქართული უშიშროების ტყვეობაში არიან

1 მარტი, 2010

ევროპაში ოსური დიასპორის ინტერნეტ-გამოცემა http://sandidzan.eu ავრცელებს იმ ოსი მოქალაქეების სიას, რომლებიც ცხინვალის რეჟიმის მტკიცებით, ქართულმა მხარემ ტყვედ აიყვანა და დღემდე გაურკვეველია მათი ასავალ-დასავალი. ამ 39 ადამიანის საკითხი ხშირად დგას ჟენევის მოლაპარაკებებზე. ქართული ძალოვანი უწყებები უარყოფენ ამ ადამიანების უმრავლესობის ყოფნას ქართულ საპატიმროებში. ხოლო ნაწილის შესახებ, რომელთა ვინაობასაც არ აკონკრეტებენ, აღნიშნავენ, რომ ისინი კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულების გამო იხდიან სასჯელს.

ა) სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოქალაქეები რომლებიც 2008 წლის ომამდე დააპატიმრეს

1. ანატოლი გაგლოევი სერგეის ძე - დაბადებული 1946
2. გიორგი ზასეევი ვალერის ძე - 1982
3. იოსებ კოჩიევი  ადიკოს ძე - 1975
4. გიორგი ვალიშვილი ვილჰელმის ძე
5. იური ხაჩიროვი ბესარიონის ძე - 1949
6. კახაბერ ბაგაური ვადენის ძე
7. ლეილა ხურიევა ალექსანდრეს ას -
8. ქეთევან გაგლოშვილი -
9. ომარ მარგიევი გიორგის ძე  1981
10. ავთო ქუმარიტოვი თამაზის ძე - 1980
11. ზურაბ ელბაქიძე თამაზის ძე - 1976
12. მიხეილ საბანოვი იაკოვლევის ძე - 1979
13. ალექსანდრე ხაჩიროვი ჯემალის ძე - 1988
14. ოლეგ ხინჩიგოვი ვლადიმერის ძე -  1956
15. ბორის ტურაშვილი ზურაბის ძე - 1984
16. ნოდარ  (მარიკ) დუდაევი ვლადიმერის ძე - 1974
17. თემურ გაგლოევი სულიკოს ძე - 1984
18. ბექა სამადაშვილი ზურაბის ძე - 1982
19.  ზაურეკ ბოლოთაევი ვლადმირეის ძე - 1950
20. მევლუდ სიუკაევი გიორგის ძე - 1965
21. სპარტაკ დრიაევი გერსანოვის ძე - 1970
22. ვიტალი ჩოჩიევი მახარბეგის ძე - 1978
23. ჯამბულატ ქოქაევი გურამის ძე - 1982
24. მურმან კასაევი მურატის ძე - 1985
25. ვაჟა გაბუევი აგაბეგის ძე - 1955

ბ) ადამიანები რომლებიც 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ დააკავეს საქართველოს სამხედრო და უშიშროების სამსახურებმა

26. მაირბეგ თედეევი ეფიმის ძე - 1979, დააკავეს ცხინვალში გეროევის ქუჩაზე მდებარე მე-12 საშუალო სკოლის ახლოს. ის იყო დაჭრილი. ივანო ბოსიკოვმა ნახა ის უკანასკნელად გორში; ივან ბოსიკოვი არის ერთ-ერთი გათავისუფლებული ტყვე.
27. რადიკ იკაევი ჯამბულის ძე - 1977; დააკავეს სოფელ ბაქათი-კაუში (ფოტოზე გადაღებული ადამიანი) ნოდარ ბაკაევთან ერთად. ეს უკანასკნელი მოგვიანებით გაათავისუფლეს;
28. თამაზ კაბისოვი ანდრეის ძე - 1975, დააკავეს სოფელ ტბეთთან;
29. დიმიტრი გაგლოევი ალექსანდრეს ძე - 1967 დააკავეს სოფელ ტბეთთან;

ქართული მხარე აცხადებს, რომ არ იცის მათი ადგილსამყოფელის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მოწმეთა მტკიცებულებები და ასევე ქართველების მიერ მობილური ტელეფონით ჩაწერილი ეს ადამიანები, რაც ამტკიცებს, რომ ისინი ნამდვილად დააკავა ქართვულმა მხარემ და კვლავ ტყვეობაში ჰყავთ. რადიკ  იკაევისა და ნოდარ ბაკაევის დაკითხვის ვიდეო ჩანაწერები შეგიძლიათ ნახოთ : http://www.ostv.ru/index/view/id/215.

30. გოლერი ტოროშელიძე დავითის ძე - 1982, დააკავეს 2008 წლის 13 ოქტომბერს დააკავეს კორკულა-ხელჩუასკენ მიმავალ გზაზე და მას შემდეგ გაუჩინარდნენ:
31. ალანა ხაჩიროვი იურის ძე -  1992
32. ალან ხუგაევი დავიდის ძე - 1989
33. სოლთან პლიევი როსტიკის ძე - 1983

ქართული მხარე უარყოფს ხაჩიროვის, ხუგაევისა და პლიევის დაკავების ფაქტებს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მოწმეთა ჩვენებები და ქართველების მიერ მობილური ტელეფონით გადაღებული ჩანაწერები, რაც ამტკიცებს, რომ ეს ადამიანები დააკავეს ქართველებმა და კვლავ ტყვეობაში არიან. ვიდეო-ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ http://www.ostv.ru/index/view/id/216.

34. ვადიმ თადთაევი ალექსანდრეს ძე - დააკავეს 2009 წლის 30 სექტემბერს
35. ხათუნა ჩარაევა ვასილის ასული დაბადებული 1964 წელს, დააკავეს 2009 წლის 20 დეკემბერს
36. გენადი პლიევი გაბრიელის ძე  დააკავეს 2010 წლის 14 იანვარს ცხინვალის უბანში „შანხაიში“

გ) ჩრდილოეთ ოსეთის მოქალაქეები

37. თეიმურაზ ამზოევი - დააკავა 2009 წლის 15 აგვისტოს ქართულმა უშიშროების სამსახურმა დუშეთის რაიონში.
38. ზაურბეკ ხესტანოვი ელბრუსის ძე, დააკავეს 2009 წლის 25 აგვისტოს ძუკათი-კაუს საზღვართან;
39. ბორის გალაბაევი სოსლანბეკის ძე, დაბადებული 1958 წ. დააკავეს 2009 წლის ივნისში.

ახალი ამბები