კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კურსდამთავრებულები შიდა ქართლის სამხედრო პოლიციის წინააღმდეგ

4 მარტი, 2010
საბა წიწიკაშვილი, გორი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კურსდამთავრებულებს სამხედრო პოლიციაში მუშაობაზე უარს ეუბნებიან. ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისს აწ უკვე ყოფილმა ჯარისკაცებმა – ტარასკინმა, კორინთელმა, თედლიაშვილმა, ჯავახიშვილმა, გულიაშვილმა, ყანდორელაშვილმა, გიუნაშვილმა, ციცაგმა, ნაკაშაშვილმა აცნობეს.

მათ 2009 წლის გაზაფხულზე შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო სამსახურის  მიღება გადაწყვიტეს. ე.წ. 3-თვიან კარანტინში ჯარისკაცებმა მკაცრი ფიზიკური მომზადება გაიარეს. „მე მზად ვიყავი, ყველაფრისთვის გამეძლო. ძალიან ბევრი შრომა, წვალება და სიმწარე გადავიტანე კარანტინის პერიოდში. ერთადერთი, რასაც ვფიქრობდი, ეს იყო, რომ ყველაფერი გამეკეთებინა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გამოვდგომოდი. თუმცა, ამდენი თვის შემდეგ ვხვდები, რომ ყველაფერი წყალში მეყრება“. - ამბობს კურსდამთავრებული მიხეილ ტარასკინი.

„კარანტინის“ გავლის შემდეგ კურსდამთავრებულებს სამინისტროში, ნაცვლად საარტილერიო ან კიდევ სახმელეთო ძალებში წასვლისა, სამხედრო პოლიციის  რიგებში ჩარიცხვა შესთავაზეს.

მართლაც, თავდაცვის სამინისტრომ ისინი რეგიონებისა და საცხოვრებელი ადგილების მიხედვით გაანაწილა. კარანტინგავლილი ჯარისკაცები რეგიონის სამხედრო პოლიციის უფროსს რამაზ გოგიაშვილს წარუდგინეს.

ჯარისკაცები იხსენებენ, რომ მათ დანახვაზე რეგიონის სამხედრო პოლიციის უფროსი გაღიზიანდა. „სამინისტროდან შიდა ქართლში განაწილებული ჯარისკაცების მიღება არ შედიოდა სამხედრო პოლიციის რეგიონული სამმართველოს უფროსის, გოგიაშვილის ინტერესებში. პირადად გვითხრა რამაზ გოგიაშვილმა, რომ მას სულ სხვა ხალხის მიღება აწყობდა და სულ სხვა ხალხის მონაცემები გაუგზავნა სამინისტროს. როგორც მან გვითხრა, ჩემი ხალხის საბუთები, რომლებიც დეპარტამენტს მიაწოდე, უკან გადმომიყარესო“, - ამბობს მიხეილ ტარასკინი.

რეგიონის სამხედრო პოლიციის უფროსმა სამინისტროდან გაგზავნილი ჯარისკაცები არა სამსახურში, არამედ სახლში ერთი თვით გაუშვა. არადა, სხვა რეგიონების სამხედრო პოლიციის განყოფილებებში განაწილებული ჯარისკაცები წარმატებით მიიღეს მას შემდეგ, რაც ნორმატივები ჩააბარებინეს.

„ერთი თვე სახლში ვიყავით. მოულოდნელად გამოგვიძახეს, ჩაგვაცვეს სამხედრო ფორმა, სამხედრო ფეხსაცმელი და გვარბენინეს ნორმატივით გათვალისწინებული მანძილზე 600 მეტრით ზედმეტი სარბენი გზა“, - ამბობს მიხეილ ტარასკინი.

სინამდვილეში ჯარისკაცებს უნდა ერბინათ სპორტული ტანსაცმლით 3,6 კმ. გორელ კურსდამთავრებულებს 4,2 კმ არბენინეს. საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების 178-ე მუხლის მიხედვით, ჯარისკაცების მხრიდან ფიზიკური ნორმატივების თუნდაც ერთჯერადი შეუსრულებლობა იწვევს მხოლოდ და მხოლოდ დისციპლინურ პასუხისმგებლობას და არა გათავისუფლებას. ჯარისკაცებს ჩამოერთვათ გადაბარების უფლებაც კი. თუმცა, მთავარი მაინც ის არის, რომ მათ ზედმეტი მანძილი არბენინეს.

ნორმატევის ჩაბარების შემდეგ ჯარისკაცები 7 თვის განმავლობაში დღემდე დანიშვნის ბრძანებას ელოდებიან. რამდენიმე დღის წინ გორის კომისარიატში შემთხვევით გაიგეს, რომ ისინი არათუ დანიშნულები, არამედ განთავისუფლებულები არიან. განთავისუფლების საფუძვლად რა წერია ბრძანებებში, ჯერჯერობით კურსდამთავრებულებისთვის უცნობია. როგორც გორის კომისარიატში სიტყვიერად უთხრეს, განთავისუფლება „ურთიერთშეთანხმების“ საფუძველზე მომხდარა. თუ რა „ურთიერთშეთანხმებაზეა“ საუბარი, ამის შესახებ ჯარისკაცებმა არაფერი იციან.

გორის სამხედრო კომისარიატიდან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კურსდამთავრებულები რეგიონის სამხედრო პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ. როგორც გაირკვა, რამაზ გოგიაშვილი თბილისში დააწინაურეს და თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის თანამშრომელია. სამხედრო პოლიციაში კი კურსდამთავრებულებს კონკრეტული პასუხიც არ გასცეს. ჯარისკაცების ინფორმაციით, სამხედრო პოლიციაში ნეპოტიზმია გაბატონებული.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისი სამხედრო პოლიციის რეგიონული სამმართველოს საპატრულო სამსახურის უფროსს, ივანე გაგნიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ასეთი კომენტარით გვიპასუხა: „ჩემთვისაც არაფერია ცნობილი. გუშინაც იყვნენ ეგ ბიჭები ჩემთან, მაგრამ არ ვიცი, რა ვუთხრა. ჩემთან მათი არც დანიშვნის ბრძანება მოსულა და არც განთავისუფლების. მე სამწუხაროდ, არაფერი შემიძლია“.

ახალი ამბები