ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ელჩები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
11.03.2010
10 მარტს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ოფისში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების - ადამიანის უფლებათა ცენტრის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და მრავალეროვანი საქართველოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. საუბრის ძირითადი თემა იყო საქართველოში უფლებადამცველების მდგომარეობა.„ჩვენ ვისაუბრეთ, უფლებადამცველების თვალთახედვით, როგორი გარემო არსებობს საქართველოში უფლებადაცვითი საქმიანობის განსახორციელებლად. ასევე შევეხეთ კონკრეტულ საქმეებს, როცა უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მათზე ან მათ კოლეგებზე ხორციელდება ზეწოლა, სახელმწიფოს მხრიდან კი არ ხდება ამ საქმეების ეფექტური გამოძიება. ასევე ვისაუბრეთ ისეთ საქმეებზე, როცა გვაქვს ინფორმაცია, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლები პირდაპირ და ღიად მონაწილეობენ უფლებადამცველების დაშინებასა და შევიწროებაში. განვიხილეთ არნოლდ სტეპანიანის, ვახტანგ კომახიძისა და სხვათა საქმეები. ვისაუბრეთ იმ შემაშფოთებელ ტენდენციაზეც, რომ მიმდინარეობს ზოგიერთი მედიასაშუალების გამოყენება, რათა მოხდეს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება და უფლებადამცველების დისკრედიტირება საზოგადოების თვალში“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ანა ნაცვლიშვილმა, „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ კოორდინატორმა საქართველოში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საფრანგეთის ელჩმა, ერიკ ფურნიემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დიდი ინტერესით გაეცნო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას და დოკუმენტებს.
აშშ-ელჩის, ჯონ ბასის თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოში სხვადასხვა თვალსაზრისის მოსმენა დემოკრატიის განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ეს საქართველოს დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია და აუცილებელია ევრო-ატლანტიკური ინსტიტუტებისაკენ მისი მისწრაფებების განსახორციელებლად.
„იმისათვის, რომ ჩვენ ეფექტურად დავეხმაროთ საქართველოს ამ მისწრაფებების განხორციელებაში, გვჭირდება ვიცოდეთ, როგორია რეალური გარემოებები. იმისათვის, რომ ეს გავიგოთ, ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ადამიანებს, ვინც ამ საკითხებზე ყოველდღიურად მუშაობენ და თანაც - ძალიან ბეჯითად მუშაობენ, რათა გააძლიერონ ადამიანის უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში“, - განაცხადა ჯონ ბასმა.
ელჩებმა ხაზი გაუსვეს უფლებადამცველების საქმიანობის მნიშვნელობას და წარმატება უსურვეს მათ. „ჩვენ გვსურს, რომ საქართველო განვითარდეს. ამ პროცესში კი უფლებადამცველები არსებით როლს ასრულებენ“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა, დენის კიფმა.
შეხვედრის ორგანიზატორი იყო „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ - „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ კოორდინატორი საქართველოში.
„უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი“ აერთიანებს 30 უფლებადამცველ ორგანიზაციას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ქსელის მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა დამცველებისათვის უსაფრთხო და ხელსაყრელი სამუშაო გარემოს შექმნას და სამოქალაქო საზოგადოების როლის ამაღლებას რეგიონში.
ქსელს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ევროკავშირი და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ქსელს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ევროკავშირი და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

