კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიშა, ჩადი გარდაბანში!

17 მარტი, 2010

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

პრეზიდენტ სააკაშვილს უცხოელი სტუმრები ხშირად ჩაჰყავს საქართველოს ამა თუ იმ ქალაქში, სადაც ახალაშენებულ ობიექტებს, შადრევნებს და მისთვის საამაყო სხვა მიღწევებს აჩვენებს. ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც, ალბათ, კარგა ხანს ვერ გამოდგება მსგავსი ექსკურსიისათვის, გარდაბანია. აქ ერთადერთი ნათელი შენობა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისია. ორი ფერადი კორპუსი კი ე.წ. ახალი დევნილების. გარდაბნამდე ფასადების მოწესრიგებისა და ქუჩების შეკეთების პროგრამას არ მიუღწევია.

„სველი სალფეთქი დაგვაქვს. როგორც კი თბილისში ჩავდივართ, ფეხსაცმელებს გარდაბნიდან წამოყოლილი ტალახისგან ვწმენდთ“, – ამბობს სტუდენტი ნამილა. გარდაბნის ცენტრალური გზა ჭადრაკის დაფასავითაა დაყოფილი. სახლებში შემავალი გზები და ტროტუარი შეგიქმნით ასოციაციას, რომ სოფლის შარაგზას მიუყვებით.

„გასართობი აქ რა უნდა იყოს? კულტურის სახლი გვაქვს და იქაც ისევ ჩვენ თუ მოვაწყობთ რამე კონცერტს...“ - ამბობენ გარდაბნის ცენტრში მდგარი ახალგაზრდები. გარდაბნელების თავისუფალ დროს უმუშევრობა განაპირობებს. თუმცა, სხვა ქალაქებისგან განსხვავებით აქ მოსახლეობას მესაქონლეობა და მიწის დამუშავებაც შეუძლია.

გარდაბნის ცხოვრებაში სიახლეა ახალი დევნილები, რომლებიც აქ აგვისტოს ომის შემდეგ გადმოასახლეს. დევნილებს ადგილობრივ აზერბაიჯანულ მოსახლეობასთან კარგი ურთიერთობა აქვთ. გარდაბნის წითელი ჯვრის ფილიალის ხელმძღვანელი, შორენა წიკლაური დევნილი ბავშვებისთვის სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებს.

„ჩვენი ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში 12 დევნილი ბავშვი გადავანაწილეთ აზერბაიჯანელთა ოჯახებში ერთი კვირით. ამით მათ დამეგობრებას შევუწყვეთ ხელი. ეს ადამიანები დღესაც აგრძელებენ ურთიერთობას და მეგობრობას“, - გვითხრა შორენა წიკლაურმა.

უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის 2009 წლის სამუშაო მოხსენების თანახმად, გარდაბანში მოსახლების 43.72% აზერბაიჯანელია, 0.93%- სომეხი და 0.21% ბერძენი. გარდაბანში ადამიანურ ურთიერთობებში დაძაბულობა არ იგრძნობა, მაგრამ არის საკითხები, რაზეც ყველას ერთი პასუხი აქვს. თემა ეხება მთავრობას – გარდაბანი ის  ზონაა, სადაც პრეზიდენტს რეალური კონკურენტი არ ჰყავს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარდა აქ არც ერთ პარტიას არ იცნობენ. ადგილობრივ თვითმმართველობებშიც ამ პარტიის აქტივისტები  გვხვდებიან. გარდაბნის გამგებელი ზვიად ეპიტაშვილიც ერთ-ერთი მათგანია. ეპიტაშვილს ჟურნალისტები არ უყვარს.

საოცარი აღმოჩენების რიგს მიეკუთვნება გარდაბნის დასუფთავების საკითხიც. ზოგადად, ეს ქვეყნის ყველა ქალაქისთვის მწვავე პრობლემაა, თუმცა „საბჭოთა კავშირიდან“ შემორჩენილ ნაგვის ურნებს მარტო აქ თუ ნახავთ. ადგილობრივები ერთმანეთზე მიდგმულ ორ დაჟანგებულ ურნას „სტალინის დანატოვარს“ ეძახიან.
 
უმცირესობების წარმომადგენლებისგან მთავრობის კრიტიკის მოსმენა აქ სასწაულის ტოლფასია. სამწუხაროდ მე ასეთ სასაწაულს ვერ შევესწარი.

„ელექტროენერგია და სასმელი წყალი გვაქვს. გაზი ყველგან არ არის მიყვანილი. გვპირდებიან და ვნახოთ“, - ამბობს გარდაბნელი ელჯან მამედოვი.   

მოსახლეობის დიდი ნაწილი, ქართულის არცოდნის გამო, ინფორმაციას აზერბაიჯანული არხებიდან იღებს. ადგილობრივ მაღაზიებში აზერბაიჯანული საქონელი ჭარბობს. იმ ერთადერთ კაფეზე, რომელიც ქალაქში ვნახე, საქართველოს და აზერბაიჯანის დროშაა გამოსახული. ორი ქვეყნის მეგობრობის ამგვარი დემონსტრირება აქ მოდაშია.

იმ შემთხევაში, თუ გარდაბანში უცხოელი სტუმარი ჩამოვა, კარგი იქნება, თუკი გამგეობის შენობის სკვერს იქით არ გაახედებენ. სხვა შემთხვევაში,  თვითმმართველობის სისტემის განვითარებაში ორიანს მივიღებთ.

ახალი ამბები