კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ დაბეჯითებით სთხოვს მერიას თავისი საქმიანობა უფრო გამჭვირვალე გახადოს

19 მარტი, 2010

 თბილისის მერია არ ცდილობს, საზოგადოებისთვის თავისუფლად ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ხარჯებზე, პროექტების განხორციელებისას გახარჯულ თანხებზე და კონტრაქტებზე, რომლებიც მერიამ სხვადახვა დაქირავებულ კომპანიებთან გააფორმა. თუმცა, მერი გიგი უგულავა და მისი გუნდის წევრები აცხადებდნენ, რომ ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპების შესაბამისად საქმიანობდნენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ დაჟინებით სთხოვს მერიას ზემოხსენებული დაპირების შესრულებას.

ორ თვეზე მეტი ხნის წინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ თბილისის მერიისაგან შარტავას ქუჩაზე მდებარე მერიის ახალი შენობის შეკეთებისას გაწეული ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაცია ოფიციალურად გამოითხოვა. „საერთაშორისო გაჭვირვალობა – საქართველომ“ ვერ მიიღო პასუხი მერიისგან, მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო ორი თვის განმავლობაში ტელეფონით და ელექტრონული ფოსტით მრავალჯერ დაუკავშირდა მერიის ადმინისტრაციას. მოცემული შემთხვევა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის პირდაპირი დარღვევაა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, მიიღოს საჯარო ინფორმაცია.

ზემოთხსენებული შემთხვევა არ არის თბილისის მერიის მიერ საჯარო ინფორმაციის დაფარვის პირველი ფაქტი. მერიის ადმინისტრაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სხვა მოთხოვნებიც უპასუხოდ დაუტოვებია. ცოტა ხნის წინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თხოვნაზე, მიეწოდებინათ ორგანიზაციისთვის იმ კომპანიების სია, რომლებიც ახორციელებენ საგაზეთო ჯიხურების მენეჯმენტს თბილისში (დაუზუსტებელი ინფორმაციით, ამ ჯიხურების მენეჯმენტს კომპანია White Distribution ახდენს), ასევე უპასუხოდ დარჩა მერიისგან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არ არის ერთადერთი მეთვალყურე ორგანიზაცია, რომლის თხოვნასაც საჯარო ინფორმაციის მიწოდების შესახებ თბილისის მერია იგნორირებას უწევს. სხვა ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებსაც გამოუთქვამთ უკმაყოფილება, როცა მერიისაგან ინფორმაციას ითხოვდნენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ინფორმაციას მერიის ახალი შენობის რეკონსტრუქციის ხარჯებთან დაკავშირებით ითხოვდა ორგანიზაციის ერთ–ერთი პროექტის ფარგლებში. მოცემული პროექტი ითვალისწინებს მერიის შენობის შეკეთებისას გაღებული ყველა ხარჯისა და დადებული კონტრაქტის გასაჯაროებას, რაც საშუალებას მისცემდა საქართველოს მოქალაქეებს, ისევე, როგორც მეთვალყურე ორგანიზაციებსა და მედიას, გაეანალიზებინათ როგორ იხარჯება მათი, როგორც გადასახადის გადამხდელთა თანხები. მოცემული პროექტი ფინანსდება ორგანიზაციების Oxfam-Novib-ის და „ბრიტანულ-ქართული პროფესიული ქსელის“ მიერ. პროექტის განხორციელება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ იმის გამო გადაწყვიტა, რომ არსებობდა დიდი მითქმა-მოთქმა მერიის შენობის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით საჯარო ფინანსების არამიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებით. ამ ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს საჯარო ფინანსების ხარჯვასთან დაკავშირებული მწირი ინფორმაცია.

წყარო: http://transparency.ge/en/post/press-release/ti-georgia-urges-mayors-office-act-more-transparently

ახალი ამბები