კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველო ამერიკულ პიარ-კამპანიას აწარმოებს

23 მარტი, 2010

ბენიამინ ბიდერი, SPIEGEL

მას ჯორჯ ბუში ეთაყვანებოდა, ბარაკ ობამა კი ზურგს აქცევს. დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში  საკუთარი შელახული იმიჯის გამოსწორებას  ძვირადღირებული ვაშინგტონელი პიარ-ფირმების და ჰოლივუდური ფილმის წარმოებით ცდილობს, რომელშიც ენდი გარსია და ვოლ კილმერი მონაწილეობენ.

ჯონ ბასის განცხადებაში გაღიზიანებული ტონი იგრძნობოდა. აშშ-ს ელჩმა თბილისში განაცხადა, რომ ქართული ტელეკომპანია „იმედის“ გადაწყვეტილება, ეთერში გაეშვა ცრუ „ახალი ამბები“, სადაც რუსები თითქოს იპყრობდნენ ქვეყანას, „უპასუხისმგებლო“ იყო.

„იმედი“ არ არის რიგითი სატელევიზიო სადგური. მას საქართველოს მთავრობა აკონტროლებს და ტელეკომპანიის მმართველი გიორგი არველაძე, ქვეყნის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და იმავდროულად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დიდი ხნის მეგობარია. შაბათს, ტელეკომპანიის ეთერში გავიდა ვიდეო, სადაც რუსული ტანკები ინტერვენციისთვის ემზადებოდნენ. „იმედმა“ ასევე აჩვენა შეწუხებული ბარაკ ობამასა და ომს მოწყურებული დიმიტრი მედვედევის გამოსახულებები. რუსეთის პრეზიდენტის იმიჯს ქართულად თარგმნილი ტექსტი ფარავდა, სადაც ის ამტკიცებდა, რომ – „სააკაშვილი ტერორისტია და ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ მისგან საქართველო“.

ამას საგანგებო ინფორმაცია მოჰყვა, რომ სააკაშვილი მოკლეს.

„უსიამოვნო“

მეორე დღეს, საქართველოს პრეზიდენტი პრესის და სატელევიზიო კამერების წინ გამოჩნდა და თქვა: „ის, რაც ჩვენ ვნახეთ, უსიამოვნო იყო, თუმცა მომდევნო თვეებში ეს მართლაც შეიძლება მოხდეს“. მისი მტკიცებით „იმედის“ გადაცემა – „იყო მაქსიმალურად მიახლოებული იმასთან, რაც საქართველოს მტრებს აქვთ ჩაფიქრებული“.

ეს ომის იმ გროტესკული სცენარის უცნაური ახსნა იყო, რომელმაც ქართველების არც თუ მცირე ნაწილი შაბათს პანიკურ მდგომარეობაში ჩააგდო.

სინამდვილეში საეჭვოა, ამ ინციდენტმა ხელი შეუწყოს ქვეყნის ბოლოდროინდელ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია დასავლეთსა და განსაკუთრებით - საქართველოს უმთავრეს პარტნიორ შეერთებულ შტატებში, ქვეყნის იმიჯის რეაბილიტაციისკენ. პიარ-ძალისხმევა აუცილებელია: ერთ დროს ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ნალოლიავები სააკაშვილი, ბარაკ ობამას დროს პოლიტიკურ პერიფერიაზე აღმოჩნდა.

სააკაშვილის ვაშინგტონში ვიზიტისა და პრეზიდენტთან შეხვედრის უზრუნველსაყოფად, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ კონტრაქტი პრესტიჟულ პიარ-კომპანია Podesta Group-თან გააფორმა. ფირმის ხელმძღვანელი ტონი პოდესტა, პრეზიდენტ კლინტონის შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის და ობამას საარჩევნო კამპანიაში ჩართული ჯონ პოდესტას ძმაა. შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების თანახმად, პიარის სპეციალისტები კლიენტს შემდეგ მომსახურებას გაუწევენ: „სტრატეგიული კონსულტაციების გაწევა დიდწილად კომუნიკაციისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში ამერიკის შესაბამის აუდიტორიასთან, მათ შორის შეერთებული შტატების კონგრესთან, ადმინისტრაციასთან, მედიასა და პოლიტიკურ წრეებთან“.

$1.7 მილიონი აშშ-ში ლობისტური სამუშაოსთვის

ქვეყანამ მისთვის მომსახურების გაწევის მიზნით $436 800 ასევე გადაუხადა ლობისტურ კომპანიას, რომელიც დემოკრატიული პარტიის უმრავლესობის ყოფილ ლიდერს დიკ გეპარდს ეკუთვნის. მხოლოდ 2008 წლის ზაფხულის შემდეგ, თბილისელმა ჩინოვნიკებმა ამერიკაში ლობისტური სამუშაოსთვის დაახლოებით $1.7 მილიონი დახარჯეს.

CNN-ის სატელიტური „ახალი ამბების“ მაუწყებლის სპიკერმა SPIEGEL ONLINE-ს დაუდასტურა ცნობა, რომ საქართველომ  ამერიკულ ტელეარხზე გააქტიურა მისი გაშუქების სიხშირე. თებერვლის შუა რიცხვებიდან, ქვეყანა რეგულარულად აქვეყნებს რეკლამას CNN-ზე, რომლის აუდიტორიაც დაახლოებით 100 მილიონ ამერიკულ ოჯახს შეადგენს. გარკვეული პერიოდია, რაც საქართველო ინგლისურენოვან ჟურნალ-გაზეთებში ასევე აქვეყნებს სრულფორმატიან რეკლამებს.

სააკაშვილი, რომელიც 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ გმირი იყო და ერთ დროს დასავლეთის მედიას „კავკასიის კენედის“ რანგში ჰყავდა აყვანილი, დღეს უცხოეთში თავს სულ უფრო იზოლირებულად გრძნობს.

საქართველოს პრეზიდენტი ობამას ინაუგურაციაზეც კი არ მიუწვევიათ. მის ქვეყანას გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი ირაკლი ალასანია წარმოადგენდა, რომელიც ობამას არჩევნებისთვის თბილისში უკვე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის საგამოძიებო ანგარიშმა სიტუაცია არა მხოლოდ ორივე მხრიდან განხორციელებულ პროვოკაციებს მიაწერა, არამედ დაასკვნა, რომ სააკაშვილის განცხადება, თითქოს ხუთდღიანი ომი მოსკოვმა დაიწყო, ტყუილი იყო. გარდა ამისა, ობამას დროს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები გაუმჯობესდა და საქართველოს ნატოში გაწევრიანება ვაშინგტონის პრიორიტეტებში აღარ შედის.

პიარ-ბიძგი ჰოლივუდიდან

საქართველო დღეს ჰოლივუდშიც აქტიურობს. ახლახანს სააკაშვილმა კინოპროექტი წამოიწყო, რომლის მიზანიც ანგლოსაქსონურ სამყაროში კავკასიის კონფლიქტის მისი ქვეყნისეული ვერსიის პროპაგანდაა. ქართველებმა ე.წ. ბლოკბასტერისთვის „საქართველო 2008“ ვარსკვლავები დაიქირავეს, მათ შორის ენდი გარსია და ვოლ კილმერი. ფილმი ასევე გაფორმდება ქეთი მელუას მუსიკით, რომელიც ქართული წარმომავლობის ბრიტანელი პოპ-მუსიკოსია.

ფილმის დირექტორი, რენი ჰარლინი საყოველთაოდ ცნობილია თავისი უფერულობით. ის ისეთი ფილმების ავტორია, როგორებიცაა - „კერკეტი კაკალი 2“, „ღრმა ლურჯი ზღვა“. რეჟისორი  წლის ყველაზე ცუდი ფილმის ნომინაციაში „ოქროს ჟოლოს“ პრემიის ხუთგზის ლაურეატია. „მე დიდი ხნის განმავლობაში ველოდი რაღაც შინაარსიანს და რეალურს“, – თქვა ჰარლინმა და დასძინა, რომ მას სურდა ანტისაომარი ფილმის გადაღება და ეს პროექტი არანაირად არაა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული.

თუმცა რეჟისორის ობიექტურობაში ეჭვის შეტანა შეიძლება. წარმოშობით ფინელი ჰარლინის დებიუტი 1986 წელს ფილმით
Born American შედგა - სულელური ფილმით სამ ამერიკელზე, რომლებიც შემთხვევით საბჭოთა კავშირის საზღვარს გადაკვეთენ, რის შემდეგაც მათ სისხლისმსმელი რუსები დასდევენ და აწამებენ.

ოფიციალურად ჰარლინის „საქართველო 2008“ ამერიკული პროექტია, მაგრამ ყველაზე ცოტა ნაწილობრივ მაინც მას ქართული მხარე აფინანსებს. სცენარიც საქართველოში დაიწერა. პაპუნა დავითაია, იმავდროულად საქართველოს პარლამენტის პრეზიდენტთან დაახლოებული წევრი, 2009 წელს სცენარზე თანაავტორის სახით მუშაობდა.

დავითაიამ, რომელიც ამის შემდეგ სააკაშვილის მთავრობაში მინისტრად დაწინაურდა, კინოწარმოების სფეროში გამოცდილება გერმანიაში მიიღო, სადაც ის ანიმატორად მუშაბდა საბავშვო ფილმზე „პატარა თეთრი დათვი“ (The Little Polar Bear).

წყარო: www.foreignpress.ge

ორიგინალი: http://www.spiegel.de/international/world/0,1518,684192,00.html

ახალი ამბები