კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს სექს-შოუ აშფოთებს

24 მარტი, 2010

ტანზე მოტკეცილი წითელი კაბითა და სკამზე მრავალმნიშვნელოვნად გადაწოლილი შორენა ბეგაშვილი კამერას უყურებს და ამბობს: „ახლა ჩვენ იმ ხმებზე ვისაუბრებთ, რომლებსაც ადამიანები სექსის დროს გამოსცემენ“.

როდესაც მისი გამოსახულება შეიცვალა დაბინდული კადრებით და კვნესისა და ყვირილის ხმა გაისმა, გასაგები გახდა, თუ რატომ გამოიწვია საქართველოში სექსზე მომზადებულმა პირველმა თოქ-შოუმ - „ღამე შორენასთან ერთად“, ასეთი დავა ამ კონსერვატიულ ქვეყანაში.

ეს გადაცემა კერძო ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადის. ეს ის „იმედია“, რომელმაც ამ თვეში საერთაშორისო ხმაური გამოიწვია, როცა ეთერში ცრუ „ახალი ამბები“ გადასცა, თითქოს რუსეთი კვლავ საქართველოში შეიჭრა და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოკლეს. გადაცემა, რომელიც 27 წლის „ფლეიბოის“ მოდელს, ბეგაშვილს მიჰყავს, ყოველკვირეულია და ეთერში იანვრიდან გადის. მასში არის ინტერვიუები ცნობილ ადამიანებთან, ქუჩის გამოკითხვები ადამიანების სექსუალურ ცხოვრებაზე და ეროტიკული ფრაგმენტები ჰოლივუდური ფილმებიდან.

ბეგაშვილის თქმით, გადაცემის მიზანი არ არის უბრალოდ გარყვნილება, არამედ სექსში ადამიანების განათლება და საქართველოში მასზე წარმოდგენის შეცვლა. „ჩვენ ვცდილობთ ქართველები სექსში გავანათლოთ“ – უთხრა მან AFP-ს ინტერვიუში, რომელიც თბილისის მოდურ კაფეში, „ჩაის სახლში“ ჩავწერეთ, - „საქართველოში ბევრს მიაჩნია, რომ ისინი სექსზე საკმარის ინფორმაციას ფლობენ, მაგრამ დამიჯერეთ ეს ასე არ არის“. ბეგაშვილის ოპონენტები ამას არ ეთანხმებიან და პროგრამას რელიგიური ჯგუფების პროტესტი, არხის მიმართ ოფიციალური პრეტენზიები და სასამართლოში ჩივილით მუქარა მოჰყვა.

დაპირისპირება იმ ფართო დებატების ნაწილია, რომელიც საქართველოში ქვეყნის სოციალური ღირებულებების ირგვლივ იმართება, რადგან ქვეყანა განაგრძობს ტრანსფორმაციას რომელიც 1991 წელს დაიწყო, როდესაც მან საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველო სულ უფრო ყურადღებით აკვირდება აშშ-ს და ევროპას, მიბაძვისთვის როგორც პოლიტიკურ და კულტურულ მოდელებს, მაგრამ სექსის მიმართ შეადარებით ლიბერალური დასავლური დამოკიდებულება აქ ტრადიციულ ღირებულებებს აწყდება, მით უფრო იმ ფონზე როდესაც გაზრდილია სოციალურად კონსერვატიული ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენა.

საზოგადოებრივი კვლევები ცხადყოფს, რომ ქართველები სექსთან დაკავშირებით ბევრად უფრო კონსერვატიულები არიან, ვიდრე ამერიკელები და ევროპელები. შარშან ოქტომბერში კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ მომზადებული საერთო ეროვნული მიმოხილვის თანახმად, ქართველების 77% ქორწინებამდე სექსს, ხოლო 90% ჰომოსექსუალიზმს უარყოფითად აფასებს. ამის საპირისპიროდ, შარშან Gallup-ის მიერ შეერთებულ შტატებში ჩატარებული გამოკითხვებით გაირკვა, რომ ქორწინებამდელი სექსი ამერიკელების მხოლოდ 40%-ისთვისაა მიუღებელი, ხოლო 2001 წელს Eurobarometer-ის კვლევის მიხედვით მთელს ევროპაში 10 ახალგაზრდიდან 9 მიესალმება სექსს ქორწინების გარეშე.

წყარო: www.foreignpress.ge

ორიგინალი: http://www.straitstimes.com/BreakingNews/World/Story/STIStory_505479.html

ახალი ამბები