კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აშშ-მა საქართველოს გუანტანამოს სამი ტუსაღი გადასცა

24 მარტი, 2010

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, გუანტანამოს ციხეში მყოფი სამი პიროვნება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს გადასცა, რომლებიც დღეიდან საქართველოს „მეურვეობისა და კონტროლის ქვეშ“ იქნებიან.

„დღეს საქართველოს გადაეცა სამი დაკავებული, რომელთან ვინაობა უსაფრთხოებისა და პრივატულობის გამო არ სახელდება“, - ნათქვამია იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 23 მარტს გავრცელებულ პრეს-რელიზში.

„შეერთებული შტატები მადლობელია საქართველოსი, რომ მას სურს, დაეხმაროს აშშ-ს, დახუროს გუანტანამოს ყურეში არსებული საპყრობილე“, - აცხადებს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი.

იქვე აღნიშნულია, რომ სამი პიროვნების გადაცემა კოორდინირებული იყო საქართველოს ხელისუფლებასთან, „რათა შესაბამისი უსაფრთხოების ზომები ყოფილიყო უზრუნველყოფილი“.

იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ამ სამი პიროვნების გარშემო ორ ქვეყანას შორის კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა, სააგენტო „ფრანს პრესს“ განუცხადა, რომ გუანტანამოს ყოფილი ტუსაღები საქართველოში ისე იცხოვრებენ, როგორც სხვა მოქალაქეები. თუმცა, მათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლის უფლება არ ექნებათ. უტიაშვილის თქმით, გადმოცემული სამი პიროვნება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდანაა.

პირველი ეჭვები, რომ შესაძლოა, საქართველოს გუანტანამოს ტუსაღები მიეღო, მას შემდეგ გაჩნდა, რაც საქართველოს გასულ წელს აგვისტოს დასაწყისში დენიელ ფრიდი ესტუმრა. ფრიდი მაშინ უკვე აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი იყო გუანტანამოს ციხის დახურვის საკითხებში. მანამდე ამერიკელი დიპლომატი საქართველოში იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის რანგში.

შარშან აგვისტოში მისი ვიზიტის დეტალები არ გახმაურებულა. თუმცა, ვიზიტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ Washington Post იტყობინებოდა, რომ გუანტანამოს რამდენიმე ტუსაღის გადაცემის თაობაზე დენიელ ფრიდს საქართველოს ხელისუფლებასთან წარმატებული მოლაპარაკებები ჰქონდა.

ისევე, როგორც სხვა მსგავსი საქმეები, ამ სამი ტუსაღის გუანტანამოდან გამოშვების საკითხი აშშ-ის სპეციალურმა უწყებათაშორისო ჯგუფმა განიხილა. ეს ჯგუფი თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტების, ასევე დაზვერვისა და გაერთიანებული შტაბების წარმომადგენლებისგან და იურისტების დიდი ჯგუფისგან შედგება. უწყებათაშორისი ჯგუფის მოვალეობაში შედის, განსაზღვროს, რომელი ტუსაღის გამოშვება შეიძლება იყოს მიზანშეწონილი, ან რომელი ტუსაღი შეიძლება გასამართლდეს აშშ-ის კანონმდებლობის შესაბამისად.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, უწყებათაშორისმა ჯგუფმა დეტალურად შეისწავლა სამი ტუსაღის საქმე „რამდენიმე ფაქტორის, მათ შორის უსაფრთხოების, გათვალისწინებით და საქართველოსთვუს მათ გადაცემას ერთხმად დაუჭირა მხარი“.

წყარო: სივილ ჯორჯია

ორიგინალი: http://civil.ge/geo/article.php?id=22511

ახალი ამბები