კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ამბავი ფანჩატურისა, ანუ მეზობელო კარისაო, სიბნელე ხარ თვალისაო

26 მარტი, 2010

თაკო ხუციშვილი,
ანა შეშაბერიძე

თუკი ერთ დილას თქვენი კორპუსის ფანჯრიდან გაიხედეთ და თქვენს ფანჯრებთან მოფუსფუსე მუშები დაინახეთ, ნუ გაგიკვირდებათ! სულ მალე თქვენს მეზობლად, ფანჯრიდან ერთი ხელის გაწვდენაზე, შესაძლოა, ახალი ნაგებობა იხილოთ.

ასე მოხდა წერეთლის გამზირის #55-ის I კორპუსში, რომლის I სადარბაზოს I სართული შპს „ნიკა-95“-ის  საკუთრებაა. შპს-ს ოფისის ფანჯრები პირდაპირ გაჰყურებს  იმ ადგილს, სადაც მოქალაქე მიხეილ კანდელაკი დროებით ფანჩატურს აშენებს. იგი ამავე კორპუსის მე-4 სადარბაზოში ცხოვრობს. ე. წ. ფანჩატურის მშენებლობა უკვე დაწყებულია. მისი კონსტრუქციები მხოლოდ ერთი მეტრითაა დაშორებული კორპუსს, სიმაღლე კი პირველი სართულის ფანჯრებს მთლიანად ფარავს.

ე. წ. ფანჩატურის მშენებლობის ნებართვა თბილისის არქიტექტურის სამსახურმა მოქალაქე ქეთევან ბალალაშვილზე 2009 წლის  დეკემბერში გასცა.  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე დროებითი ფანჩატურის მშენებლობის ვადა კი 2009 წლის 9 დეკემბრიდან 2010 წლის 9 აპრილამდე განისაზღვა. დამკვეთი ქეთევან

 

 „ფანჩატურის“ მესაკუთრე მიხეილ

 კანდელაკი დოკუმენტებს აფრიალებს

ბალალაშვილი პირველი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეცაა. მესაკუთრე  მიხეილ კანდელაკი აცხადებს, რომ აღნიშნული  56 კვ/მ. მიწის ნაკვეთი  ამხანაგობის კრებაზე წევრთა 2/3 თანხმობით დროებით სარგებლობაში გადაეცა.

შპს „ნიკა-95“ დირექტორმა გურამ ბერუაშვილმა თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2010 წლის 18 იანვარს განცხადებით მიმართა, სადაც ფანჩატურის უკანონო მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა. არქიტექტურის სამსახურიდან პასუხმა არ დააყოვნა - „იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ აღნიშნული ადმინისტარიულ-სამართლებრივი აქტებით ირღვევა თქვენი უფლებები გასაჩივრების მიზნით შეგიძლიათ მიმართოთ ქ. თბილისის მერიას“, - ვკითხულობთ  თბილისის არქიტექტურის სამსახურის წერილში, რომელსაც ხელს სამსახურის უფროსი, მიხეილ ავალიანი აწერს.

ამის შემდეგ შპს „ნიკა-95“ დირექტორმა, გურამ ბერუაშვილმა რეაგირებისთვის  მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს მიმართა.

„წერეთლის 55/I კორპუსის ტერიტორიაზე მიმდინარეობს მშენებლობა, რომელიც არღვევს ჩვენს უფლებებს. მშენებლობა მიმდინარეობს უშუალოდ ჩვენი შენობის მიმდებარედ, რის გამოც ჩვენი ფანჯრები ბნელდება და ოფისი მთლიანად გამოუდეგარი ხდება დანიშნულებით გამოყენებისთვის. მშენებლობა მიმდინარეობს ჩვენი ნებართვის გარეშე. გთხოვთ, შეისწავლოთ აღნიშნული საკითხი და მიიღოთ ყველა ზომა უკანონო მშენებლობის შესაჩერებლად“, - აღნიშნულია გურამ ბერუაშვილის განცხადებაში.

მერიამ მშენებლობაზე რეაგირების ნაცვლად პროექტირებასთან დაკავშირებულ  პრეტენზიებზე შპს „ნიკა-95“ ნებართვის გამცემ სამსახურთან გადაამისამართა.

მარიკა ბერუაშვილი შპს „ნიკა-95“ წარმომადგენელი: „როცა დავინახეთ, რომ ჩვენს ფანჯრებთან რაღაცას ანგრევდნენ, რეაგირება მაშინვე გვქონდა. ვიკითხეთ - აქ რას აშენებთო და გვიპასუხეს - რაღაც კანალიზაცია გადაგვაქვსო.  შემდეგ ისე მოხდა, რომ ჩვენი ოფისის დირექცია 10 დღის განმავლობაში ადგილზე არ იმყოფებოდა. როცა ჩამოვედით, უკვე დაგვხვდა აშენებული. საძირკველში ბეტონია ჩასხმული. ქეთევან ბაბულაშვილი, როგორც კორპუსის თავმჯდომარე, ჩავაყენეთ საქმის კურსში და გადავეცით განცხადება,  რომ მშენებლობა შეჩერებულიყო. გვითხრა, არ არის პრობლემა, მე შევალ მერიაშიო. ამ დროს, თურმე, დამკვეთი თვითონ იყო და ორმაგ თამაშს თამაშობდა, რათა დრო მოეგო. შემდეგ არქიტექტურის სამსახურს მივმართეთ. მან მერიაში გადაგვიმასამართა, მერიამ კი პირიქით - არქიტექტურის სამსახურთან. ერთ ადგილს წინ და უკან გვატკეპნინებენ. კორპუსის თავმჯდომარეც აღარ ჩნდება“.

ე.წ. ფანჩატურის მშენებლობის გამო უკმაყოფილებას  მხოლოდ შპს „ნიკა-95“ არ გამოთქვამს.  მის წინააღმდეგ პირველი კორპუსის მაცხოვრებლებიც გამოდიან. ისინი აცხადებენ, რომ მშენებლობის ნებართვა მობინადრეებისგან არავის აუღია. მათივე თქმით, არც ამხანაგობის კრება ჩატარებულა, რომელიც მიხეილ კანდელაკს მშენებლობის თანხმობას მისცემდა.

მარიკა ბერუაშვილი: „მიხეილ კანდელაკის არგუმენტია, თითქოს ჩატარდა კრება და მობინადრეების 2/3-მა მშენებლობაზე თანხმობა განაცხადა. როგორც ჩვენ გავიკითხეთ მეზობლებში, არანაირი კრება არ შემდგარა. ჩვენ კრების ოქმიც გვაქვს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მას მხოლოდ სამი ადამიანი ესწრებოდა. კრებას დავით გოგიშვილი თავმჯდომარეობდა. მათ გაყალბებულად გამოიტანეს ოქმი. ახლა რაც ჩვენს წინ შენდება, ეს უკვე  ფანჩატური აღარ არის. ჩვენ  გვაქვს ხარჯთაღრიცხვა, რომელიც  კაპიტალური მშენებლობისთვის არის გათვლილი“.

გულსუნდა ლეჟავა, კორპუსის მობინადრე: „მთლიან კორპუსში 170 მობინადრეა. ხოლო ჩვენს სადარბაზოში 35 მაცხოვრებელია. ჩვენ ხელი არაფერზე მოგვიწერია. შეიძლება, ხელი სხვა სადარბაზოს მობინადრეებს მოაწერინეს, მაგრამ ეს მშენებლობა კონკრეტულად ვისაც გვეხება, იქ არავინ მისულა“.

წერეთლის გამზირის #55/I კორპუსში მცხოვრებლებმა მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით წერილი თბილისის მერსაც მიწერეს, მაგრამ მათი განცხადებით, პასუხი არ

 

ფანჩატურის“ სახურავმა  მეორე სართულიდან

 ეზოს ხედი მთლიანად დაფარა

მიუღიათ.

„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მიშენება მოხდა ამხანაგობა „წერეთელი 55“-ის საერთო კრების დადგენილების საფუძველზე, რომელიც არ ჩატარებულა და ჩვენ არ მიგვიღია მონაწილეობა. თუ ჩვენ ამ საქმის ირგვლივ რაიმე ქაღალდზე შეცდომით მოგვაწერინეს ხელი, უკან ვიწვევთ ჩვენს ხელმოწერებს“, - ნათქვამია გიგი უგულავასთვის მიწერილ წერილში.

კორპუსის მაცხოვრებელთა განცხადებით, „ფანჩატური“ მოსახლეობას დამატებით პრობლემებსაც შეუქმნის.

მანანა ჯაფარიძე, კორპუსის მობინადრე: „მეორე სართულზე ვცხოვრობ. ჩემს აივანს ქვემოდან ხან გამოაცლიან საყრდენს, ხან შეუდგამენ. ნერვები აღარა მაქვს უკვე. საერთოდ, მიწას ვეღარ ვხედავ... სახლი გამეყინა ამ ზამთარს, ვეღარ გავათბე. არ ვიცი, რა მასალით არის გადახურული ეს ნაგებობა. შემომითვალა - რითი ხარ უკმაყოფილო ყველაზე კარგი მასალით გადავხურეთო... კატებით გამევსო აივანი... რისი ბუდეც იქნება ეს, ყველამ იცის“.

„ფანჩატურის“ მესაკუთრე მიხეილ კანდელაკი მუშებს თავზე ადგას და მშენებლობას აკონტროლებს. მან  ჩვენთან კომენტარი არ ისურვა. „ახლა ადამიანის უფლებათა ცენტრიც“ ჩარიეს?! მე არანაირ კომენტარს არ ვიძლევი“, - გვითხრა მან.

ბოლო ინფორმაციით, თბილისის მერიამ მობინადრეთა და შპს „ნიკა-95“ საჩივარი გააერთიანა და  დაზარალებულები  მერიიდან ერთიან პასუხს უკვე ორი კვირაზე მეტია, ელიან. „ფანჩატურის“ მშენებლობა კი 9 აპრილისთვის უნდა დასრულდეს.

ახალი ამბები