კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიცია აქტივისტების შევიწროებაზე ჩივის

8 აპრილი, 2010

        მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ჩივიან, რომ წინასაარჩევნოდ მათზე ზეწოლა გაძლიერდა, რაც სხვადასხვა ფორმით გამოიხატება.
 
„დიდი ხანია, ვიცი, რომ ჩემს მობილურს უსმენენ. ამაზე დიდი რეაქციები აღარ მაქვს. ზოგჯერ სიმღერებსაც ვასმენინებ, ვინც მისმენს. ასე ვთქვათ, მათ ნერვებს ვუფთხილდები. ეს ხალხი სამომავლოდ ჩვენც დაგვჭირდება“, – ამბობს რუსთავში „ხალხის პარტიის“ წარმომადგენელი მამუკა ტაბატაძე.

მამუკა ტაბატაძე ზურაბ ჟვანიას ყოფილი თანამებრძოლია. იგი თანამოაზრეებთან დაკავშირებულ რამდენიმე შემთხვევას იხსენებს: „ჩვენ რამდენიმე პიროვნებას შევთავაზეთ მაჟორიტარობა. მოლაპარაკებების შემდეგ ეს ხალხი დაგვთანხმდა, მაგრამ მოგვიანებით ორმა მათგანმა უარი გვითხრა. თავიდან მიზეზს არ ამბობდნენ. ცოტა ხანში კი ერთ-ერთმა პირად საუბარში თქვა, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა. ჩვენი პარტიისგან შორს ყოფნას ურჩევდნენ. საუბრისას შვილი უხსენეს. მე არ ვიცი, რამდენად იყო ეს პირდაპირი მუქარა შვილზე, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი საუბრების შემდეგ ამ ადამიანმა გადაწყვეტილება შეცვალა“, – საუბრობს მამუკა ტაბატაძე.

ქვემო ქართლის რეგიონში ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას ყველაზე აქტიურად რუსთავში აწარმოებენ. შესაბამისად, „თავი არ გაიფუჭო ბიჭო“ და მსგავსი ტრადიციული „გაფრთხილებები“  აქ უფრო ხშირად უნდა ისმოდეს, ვიდრე რეგიონის სხვა ქალაქებში და სოფლებში. თუმცა, საქმე მთლად ასეა არ არის, რაც იკვეთება ინფორმაციიდან, რომელსაც  ,,მოძრაობა სამართლიანი საქართველოს“ წარმომადგენელი რუსთავში, ნუკრი შათირიშვილი გვაწვდის: „გარდაბნის რაიონში ჩვენი პარტიის კოორდინატორზე განხორციელდა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა. მას სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენეს და ჩვენი აქტივისტობისთვის თავის დანებება ურჩიეს“, – ამბობს შათირიშვილი. მისი თქმით, მუქარა გარდაბნის გამგებელისგან მოდიოდა, რომელიც „ცნობილია თავისი უხეშობით“.

გარდაბნის გამგებელი, ზვიად ეპიტაშვილი ზრდილობასთან რომ არ მეგობრობს, თავად დავრწმუნდით. მის მისაღებში ერთი საათის ლოდინის შემდეგ, გაუკვირდა, რატომ გამოვთქვი პროტესტი. „ვინ გაფინანსებთ?!“ – ამ კითხვას გამგებელი გამუდმებით გვიმეორებდა. შიგადაშიგ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პროტესტს გამოთქვამდა პრესსამსახურის წარმომადგენელი, რომელიც გამგებლის დაცვის ფლანს ამაგრებდა: „არ მომწონს თქვენი მიდგომა საქმისადმი“.  გარდაბნის გამგებელთან სხვა საკითხებზე კომენტარიც გვაინტერესებდა, მაგრამ აგრესიის გამო ვარჩიეთ, ძირითადად, შათირიშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე გვესაუბრა.

„გარდაბანში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან და აქტივისტებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მშვენივრად ვიცი, რომ ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს თავისი აზრი. ვინ გამოთქვა პრეტენზია, მითხარით და მაგაზეც გიპასუხებთ. თქვენ ისე არ გააკეთოთ, მას დააფიქსირებინოთ აზრი და მე არა“, - განაცხადა ზვიად ეპიტაშვილმა.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად დუღილის ტერემპერატურა ქვემო ქართლშიც იწევს. ბევრი უჩვეულოდ გაღიზიანებული და აგრესიულია. ვის რამდენჯერ უმტყუნებს ნერვები და თავისი ქმედებით კანონის ფარგლებს გადააბიჯებს, ალბათ, არჩევნების შემდეგ დაითვლება.       

ახალი ამბები