კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გათავისუფლებული ოსი პატიმრები ცხინვალში ალაპარაკდნენ

13 აპრილი, 2010
მარი ოთარაშვილი

„საზღვრის უკანონო გადაკვეთა“ და „იარაღის უკანონო შენახვა“ – ძირითადად ეს ბრალდებები ჰქონდათ წაყენებული ეთნიკურად ოს ტყვეებს, რომლებსაც ქართულმა მხარემ 2 კვირის წინ ჯერ იძულებით აღიარებინა დანაშული, შემდეგ კი „კეთილი ნება“ გამოიჩინა და გაუშვა. მათ გათავისუფლებაში დიდი წვლილი შეიტანა ევროპის ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამარბერგმა. სამხრეთ ოსეთის მასმედიასთან და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან ინტერვიუებში გათავისუფლებული პატიმრები ამბობენ, რომ თითოეული მათგანი ზემოთაღნიშნული „ტრადიციული“ ფაბრიკაციული ბრალდებით დააკავეს და გარდა იმისა, რომ სასჯელს სრულიად არაფრისთვის იხდიდნენ, ქართველი სამართალდამცავები ცუდადაც ექცეოდნენ.

1975 წელს დაბადებული გენადი პლიევი იანვრის დასაწყისში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს შეირაღებულმა პირებმა დაიჭირეს. დაჭერისას იგი სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა სცემეს. ეხ ისე უეცრად მოხდა, რომ პლიევმა მათი ვინაობა ვერც გაიგო. მოგვიანებით კი ბრალდებად იარაღის უკანონო შენახვა და გამოყენება წაუყენეს.    

„დაკავების შემდეგ მეკითხებოდნენ, როგორ მიმდინარეობს სამხრეთ ოსეთში აღმშენებლობითი პროცესები, სად და რამდენი რუსი მესაზღვრეა განლაგებული და ა.შ. სისხლის სამართლის დანაშაულის, იარაღის უკანონო შენახვის გამო ჩემი სასამართლო პროცესი ხუთჯერ გაიმართა. ბოლო სხდომაზე მომისაჯეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. სააპელაციო სასამართლოზე გათავისუფლებამდე მაიძულეს, მეღიარებინა მათ მიერ დაბრალებული დანაშაული, რის შემდეგაც გამათავისუფლეს“, – აცხადებს გენადი პლიევი და დასძენს, რომ მის მიმართ არც ამნისტია და არც შეწყალება არ გამოუყენებიათ.

შეესაბამება თუ არა რეალობას ევროკავშირის დამკვირვებელთა მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს გენადი პლიევი გამიზნულად გადავიდა ქართული მხარის კონტროლირებად ნაწილში, რათა დაკავშირებოდა საქართველოს მოკავშირე დიმიტრი სანაკოევს? ამ კითხვაზე ოსური მედიის წარმომადგენლებს გენადი პლიევმა კატეგორიულად უარყოფითი პასუხი გასცა.

ყოფილმა ტყვემ აღნიშნა, რომ ტყვეობისას საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და წითელი ჯვრის კომიტეტმა მოინახულა.

ქართველმა სამართალდამცავებმა ასევე იარაღის უკანონო შენახვის  ბრალდებით დაიჭირეს სოფელ დიდმუხას მცხოვრები, 1965 წელს დაბადებული ვადიმ თადტაევი. სოფელ დიდმუხაში სამუშაოს შესრულების შემდეგ მას ნაცნობმა შესთავაზა, წაგიყვანო. მას შემდეგ, რაც თადტაევი მანქანაში ჩაჯდა, ის ქართული მხარის კონტროლირებად ნაწილში გადაიყვანეს და დაიჭირეს კიდეც.

როგორც თვითონ თადტაევი ყვება, მას 5 წელი მიუსაჯეს: „სამი სასამართლო პროცესი გავიარე. თან სასჯელსაც ვიხდიდი. საერთოდ არ მქონდა გათავისუფლების იმედი, მაგრამ 29 მარტს ჩემთვის მოულოდნელად სააპელაციო სასამართლო პროცესი შედგა, სადაც მომიწია დანაშაულის აღიარება, რის შემდეგაც მიმიყვანეს სამხრეთ ოსეთის საზღვართან. ჩემს გარდა იმ ციხეში სხვა ოსი არ ყოფილა. ძალიან ცუდად მაჭმევდნენ, მცემდნენ“. 

ახალგორის მცხოვრებ ხათუნა ჩარაევას 3 სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა. მას სხვებთან შედარებით „გაუმართლა“, რადგან მათგან განსხვავებული ბრალდებით - 30 000 ყალბი დოლარის გავრცელების ბრალდებით დააკავეს.

„როგორც ამიხსნეს, პროცესი დახურული იყო იმიტომ, რომ ინფორმაციის გავრცელება არ სურდათ. სასამართლოზე იყო „დანაშაულის მოწმეც“, რომელსაც მე თითქოს ყალბ დოლარებს ვთავაზობდი. არადა, ეს ადამიანი მე პირველად სასამართლო პროცესზე ვნახე. ციხეში მაძლევდნენ საჭმელს, რომელმაც მომწამლა“, – აცხადებს ხათუნა ჩარაევა.

ხათუნა ჩარაევა, როგორც თავად აცხადებს, დარწმუნებულია, რომ ყველა დაჭერილის დანაშული იყო ფაბრიკატული.

ხათუნა ჩარაევა: „შემომთავაზეს ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა, მეკითხებოდნენ იმ ყველაფერზე, რაც ხდება ახალგორში. თუკი უარს ვეტყოდი, დაპატიმრებით მემუქრებოდნენ. თანამშროლობაზე უარი ვუთხარი. ამის შემდეგ დამიჭირეს მოგონილი ბრალდებით“.

როგორც ცნობილია, ეს 3 პატიმარი 29 მარტს გაათავისუფლეს. მეორე დღეს ქართულმა მხარემ კიდევ 3 ტყვე გაათავისუფლა - თემურ ამზოევი (1950 წელს დაბადებული, ნოვგორიდის ოლქში, ქალაქ ძერჟინსკში მცროვრები), გონერი ტოროშელიძე (1981 წელს დაბადებული, ცხინვალის რაიონის სოფელ არცევში მცხოვრები) ზაურბეგ ხესტანოვი (1986 წელს დაბადებული, ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები).

ამზოევი მაშინ დაიჭირეს, როცა საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან ახალგორიდან თბილისში მიმავალ შვილიშვილს აცილებდა. მისი შვილიშვილი სწორედ თბილისში ცხოვრობს.

„პოლიციის საკონსტროლო პუნქტთან როცა მივედი, ქართველმა პოლიციელებმა მითხრეს, შვილიშვილი გამეცილებინა პოსტიდან ცოტა მოშორებითაც. მე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი, მაგრამ როცა გადავიარე პოსტი, ჩემდა მოულოდნელად, დამიჭირეს და ბრალად დამდეს საზღვრის უკანონო გადაკვეთა. ეს 2009 წლის აგვისტოს მოხდა. 8 თვე ვიჯექი ციხეში“, – ყვება 60 წლის ყოფილი პატიმარი. 

გონერი ტოროშელიძეს გათავისუფლებისას განუცხადეს, რომ ავადმყოფობის გამო ათავისუფლებენ. „მითხრეს, რომ უნდა მივაწოდო ანალიზები ერთი წლის განმავლობაში. თუკი ავადმყოფობა აღარ დაგიდასტურდა, დაბრუნდი და მოიხადე შენი სასჯელიო“, – ამბობს ტოროშელიძე.    

ზაურბეგ ხესტანოვი ახალგორის რაიონში გზას აკეთებდა, როცა იგი ქართული სადაზვერვო ჯგუფის წარმომადგენლებმა დაიჭირეს და ტრადიციული ბრალდება წაუყენეს – საზღვრის უკანონო გადაკვეთა. მას 2 წელიწადნახევარი მიუსაჯეს.

ზაურბეგ ხესტანოვი: „გორის „კაპეზეში“ ჩემგან მოითხოვდნენ, უარი მეთქვა რუსეთის მოქალაქეობაზე და მიმეღო საქართველოს მოქალაქეობა. საამისოდ დამპირდნენ ბინას, ფულს, სწავლას, პოლიტური დევნილის სტატუსს. შემდეგ გამიშვეს ქსნის ციხეში, სადაც 3000 პატიმარი იყო მაშინ, როცა საპყრობილე გათვალისწინებული იყო 600 კაცისთვის. ხანძრის შემდეგ კი საერთოდ დასაძინებელი ადგილიც კი აღარ იყო. ზამთარს ღამეს ღია ცისქვეშ ვათევდით“.

სამხრეთ ოსეთში ქართული მხარის „კეთილ ნებას“ აღნიშნული პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ყველა ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ პიარ-აქციად აფასებს. მათი განსაკუთრებული უკმაყოფილება კი გამოიწვია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის განცხადებამ, რომლის თქმითაც „ამ დროისთვის ქართულ საპატიმროებში არც ერთი ოსი ტყვე არ იმყოფება“. ოსური მხარე იტყობინება, რომ „ამ დროისთვის სამხრეთ ოსეთის მოქალაქეთაგან საქართველოს ციხეებში 30 პატიმარი იხდის სასჯელს.     

ახალი ამბები