კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უკრაინაში დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქე შეიძლება დაიღუპოს

13 აპრილი, 2010
თამაზ ქარდავა უკრაინის დედაქალაქ კიევში 2008 წლის აგვისტოდან პატიმარია. მას ბრალად ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობა ედება. ქარდავა C-ჰეპატიტით და ღვიძლის ციროზით არის დაავადებული. ბოლო ორი თვის განმავლობაში მას უარს ეუბნებიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამედიცინო დახმარებაზე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღესაც კრიტიკულია.

საქართველოს მოქალაქე თამაზ ქარდავა დევნილია და სამშობლო აფხაზეთის კონფლიქტის დროს დატოვა. 2008 წელს, უკრაინის ტერიტორიაზე დაპატიმრების დროს, იგი უკვე C-ჰეპატიტით იყო დაავადებული. როგორც ირკვევა, შევჩენკოს რაიონის მილიციის განყოფილებაში მას აწამებდნენ და აიძულებდნენ ეღიარებინა ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობა. სამედიცინო დასკვნებით დასტურდება, რომ მილიციის განყოფილებაში იგი მკაცრად ცემეს და გააუპატიურეს მილიციის ხელჯოხით.

თამაზ ქარდავა 2008 წლიდან პატიმრობაშია. ბოლო თვეებში მას უარს ეუბნებიან მკურნალობის სპეციალურ კურსზე, რასაც მისი დაავადებები ითვალისწინებს. ამიტომ მისი ჯანმრთელობა ძალიან შეირყა. პატიმარი უჩივის მუდმივ ტკივილს ღვიძლის არეში. მას სრულიად წაერთვა ფეხები, რის გამოც არც დაჯდომა შეუძლია და არც სიარული.

30 მარტს თამაზ ქარდავას ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი 6 საათის განმავლობაში იწვა საკაცეზე ქ. კიევის შევჩენკოს რაიონის სასამართლო დარბაზში (იხ. ფოტო). მისი სიტყვებით, ქარდავას გაჭირვებას სხდომაზე ყველა ხედავდა. იგი სასწრაფო დახმარების ექიმებმაც გასინჯეს და თქვეს, რომ ფილტვების პრობლემების გამო, პატიმარი შეიძლება დაიღუპოს. ამის შემდეგ ადვოკატმა ქარდავას დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზაცია მოითხოვა, მაგრამ მოსამართლემ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სასამართლო პროცესი გრძელდება.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ემნისტი ინტერნეშანელი“ უკრაინის ხელისუფლებისგან თამაზ ქარდავას დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაციას და მკურნალობას მოითხოვს. ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიძიოს განცხადება, რომლის თანახმად, დაპატიმრების შემდეგ თამაზ ქარდავას აწამებდნენ და მკაცრად ეპყრობოდნენ.

წყარო: amnesty.org.ru/node/1358

ახალი ამბები