19:13, Wednesday, 23.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ჟურნალისტ ზვიად ხუჯაძის საქმეს სასამართლო განიხილავს

14.04.2010
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ჟურნალისტ ზვიად ხუჯაძის საქმემ პროკურატურიდან სასამართლოში გადაინაცვლა. რადიო „ძველი ქალაქის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს პროკურატურის დადგენილების შემდეგ მიმართა. იგი განმარტავს, რომ დადგენილება დაუსაბუთებელია და საქმე გამოსაძიებლად კვლავ ქუთაისის რაიონულ პროკურატურას უნდა დაუბრუნდეს.

საქმე  ქუთაისელ ჟურნალისტსა და ადგილობრივ ჩინოვნიკს შორის მომხდარ კონფლიქტს ეხება. ქუთაისის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა ჟურნალისტის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით, დაზარალებულის საჩივარმა, 2009 წლის მაისის შემდეგ პროკურატურის თითქმის ყველა რგოლი  მოიარა. საბოლოოდ კი, ქუთაისის რაიონულმა პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარი განაცხადა. 

„მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს დადასტურებული ფაქტები, პროკურატურამ საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის კვალიფიკაცია არ მისცა, ანუ, არ აღიარა, რომ ეს არის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა. პროკურატურის დასაბუთება ჩვენი ადვოკატების მოთხოვნაზე ისეთია, რომ თითქოს ფაქტი არანაირად არ უკავშირდებოდა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო მოხელემ, მისი ნების საწინააღმდეგოდ, გადააადგილა იგი და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა“, - აცხადებს თამარ გურჩიანი (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია).

ჟურნალისტსა და ადგილობრივ ჩინოვნიკს შორის დაპირისპირება რადიო „ძველი ქალაქის“ პირდაპირ ეთერს მოჰყვა. რამდენიმე დღეში ქუთაისის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა ზვიად ხუჯაძე ქალაქგარეთ მანქანით გაიყვანა და მასზე ფიზიკური ზეწოლა განახორციელა. შემთხვევა გასული წლის მაისში, ქუთაისი-წყალტუბოს გზატკეცილზე მოხდა.

„მოვითხოვდით, პროკურატურას დაეწყო ხელახალი და ობიექტური გამოძიება. არაერთგზის მიმართვის შემდეგ ამ უწყებამ მიიღო დადგენილება, რომელიც  სისხლის სამართლებრივ დევნაზე უარის თქმას გულისხმობს. ჩვენ პროკურატურის ყველა რგოლს არაერთხელ შევახსენეთ საქმის არსი, ვთხოვეთ, ყურადღებით გაცნობოდნენ მასალებს. მათი არაადეკვატური რეაქციის შემდეგ კი, ბუნებრივია, მივმართეთ სასამართლოს“, - აცხადებს ზვიად ხუჯაძე.

აღნიშნული საქმე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის სამართალწარმოებაშია. იგი აღნიშნულ ორგანიზაციაში ჟურნალისტზე ადგილობრივი ჩინოვნიკის მხრიდან ზეწოლისა და პროფესიულ საქმიანობაში უხეში ჩარევის ფაქტად დაკვალიფიცირდა.

პროექტის კოორდინატორის, თამარ გურჩიანის განმარტებით, „შესაძლოა, სწორედ ზვიად ხუჯაძის საქმე იქცეს იმის საფუძვლად, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის დახვეწა მოვითხოვოთ და ამ პროექტის ფარგლებში კონკრეტული რეკომენდაციები წარვადგინოთ“.

სარჩელით, რომელიც გასულ კვირას წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში შევიდა, ადვოკატები პროკურატურის დადგენილების გაუქმებას და საქმის პროკურატურაში დაბრუნებას ითხოვენ. მათი განმარტებით, სარჩელი საფუძვლიანია და საასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC