12:23, Wednesday, 29.01.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საქართველოში არსებობენ ადამიანები, ვისაც პენსია 2,50 ლარი აქვთ

14.04.2010
ანა შეშაბერიძე

58 წლის ბეჟან ბადუაშვილი მეორე ჯგუფის ინვალიდია, თუმცა სხვისი ინტერესებიდან გამომდინარე, მესამე ჯგუფში აღმოჩნდა და კუთვნილი პენსია, რომელიც „სამხედრო მომსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“  კანონის თანახმად, 2002 წელს დაენიშნა, 2007 წლის 1 სექტემბერს მოეხსნა. მას შემდეგ მისი პენსიის რაოდენობა თვეში მხოლოდ 9,07 ლარს შეადგენს. ამ ფაქტს ჯანდაცვის სამინისტრო ბეჟან ბადუაშვილისთვის მიწერილ პასუხში შემდგენაირად ხსნის: „რადგანაც თქვენ მორიგი სამედიცინო შემოწმების შედეგად დაგიდგინდათ ზომიერად გამოხატული შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსი, შესაბამისად, კომპენსაციის გაცემაც შეგიწყდათ 2007 წლის 1 სექტემბრიდან, ვინაიდან „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი, რომელიც ამოქმედდა 2006 წლის 1 იანვრიდან, აღარ ითვალისწინებს ზომიერად გამოხატული შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსის გამო სახელმწიფო კომპენსაციის გაგრძელებას ან დანიშვნას“.

ამით თითქოს ყველაფერი იხსნება, რომ არა ერთი გარემოება - ბეჟან ბადუაშვილს 2005 წელს, პირველი სამედიცინო შემოწმების დროს შემდეგი დიაგნოზი დაუდგინდა: ქალა - ტვინის დახურული ტრავმის მყარი ნარჩენი მოვლენები, ზომიერი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია, დისცირკულატორული ენცეფალოპათია, ქრონიკული ვერტებრო - ბაზილარული უკმარისობა, გამოხატული ვესტიბულური დარღვევები, კასრის მალების ოსტეოქონდროზი ფუნქციის ზომიერი მოშლით, ორივე კოჭ - წვივის სახსრის ართროზი - ართრიტი, ასთენო - დეპრესიული სინდრომი, ქრ. ქოლეცისტიტი, ანგიოპათია (ტრავმული წარმოშობის) ნეიროსენსორული სმენაჩლუნგობა. სწორედ ამის გამო გაათავისუფლეს იგი სამსახურიდან.

ბეჟან ბადუაშილი თითქმის 26 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო პოლიციაში მუშაობდა. თავისი დიაგნოზით ის მეორე ჯგუფის ინვალიდებს მიაკუთვნეს და პენსიად 105 ლარი დაუნიშნეს. 2007 წელს განმეორებითი სამედიცინო შემოწმებისას იგივე დიაგნოზი აღარ გახდა მიზეზი, რომ პენსია გაეგრძელებინათ მისთვის. მეორე ჯუფის ინვალიდი მესამე ჯგუფში გადაიყვანეს.

2008 წელს ბეჟან ბადუაშვილმა სახალხო დამცველს, სოზარ სუბარს დახმარებისთვის  მიმართა. სუბარმა ჯანდაცვის მინისტრს, ალექსანდრე კვიტაშვილს მიმართა, რადგან ამ შემთხვევაში დარღვეული იყო შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პირის მინიმალური საარსებო საშუალებით უზრუნველყოფის უფლება და პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტია. ამისთვის სუბარმა მინისტრს მისცა რეკომენდაცია, რათა მომხდარიყო „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციაში ადეკვატური ცვლილებების შეტანა, რაც ხელს შეუწყობდა  სოციალური დაცვის უფლების სრულყოფილ რეალიზებას. სამინისტრომ რეკომენდაცია გაითვალისწინა, თუმცა ეს ბეჟან ბადუაშილის პენსიაზე არ ასახულა.

ბეჟან ბადუაშვილმა სამინისტროს 2010 წლის 13 იანვარსაც მიმართა პრობლემის მოგვარების მიზნით. მას სთხოვეს, დაკავშირებოდა სამინისტროს შემდეგი რეაგირებისთვის, თუმცა მასთან შეხვედრა არავინ ისურვა, მხოლოდ სიტყვიერად მიიღო პასუხი - სადაც გინდა, იქ იჩივლეო.

ერთ-ერთ აქციაზე ალექსანდრე კვიტაშვილმა აშკარა დარღვევად შეაფასა ბეჟან ბადუაშვილის მდგომარეობა, მაგრამ პრობლემის გადასაჭრელად დღემდე არაფერი გაკეთებულა.

ბეჟან ბადუაშვილი მიიჩნევს, რომ მისი გადაყვანა ინვალიდთა მესამე ჯგუფში სახელმწიფოს სასარგებლოდ შეგნებულად მოხდა რათა მისი პენსია შემცირებულიყო და არა დიაგნოზიდან გამომდინარე. სხვა შემთხვევაში მას მუშაობის უფლებაც ექნებოდა. სწორედ ამიტომ ის ყაჩაღებს უწოდებს მათ, ვინც პენსია უკანონოდ შეუმცირა.

ბადუაშვილის თქმით, მხოლოდ ის არ არის ასეთ მდგომარეობაში. არსებობენ ადამიანები ვისაც პენსია 2,50 ლარი აქვთ. უსახსრობის გამო მას თითქმის ერთი თვეა გათიშული აქვს დენიც და გაზიც.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC