კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაჩი ცაგურიამ გიგი უგულავა ბენზინგასამართ სადგურზე გამოიჭირა

29 აპრილი, 2010
ნინო გელაშვილი

28 აპრილს „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა წინასაარჩევნო PR-კამპანიის ფარგლებში „ეკოს“ ბენზინგასამართ სადგურზე მოქალაქეებს ბენზინს უსხამდა. ამ დროს მას ავტომანქანით და ტელეკომპანია „მაესტროს“ გადამღები ჯგუფით „მოძრაობა 7 ნოემბრის“ წარმომადგენელი, დაჩი ცაგურია მიადგა. ვიდრე უგულავა ცაგურიას „ნივაში“ 10 ლარის ღირებულების ბენზის ჩაუსხამდა, ცაგურიამ მას რამდენიმე შეკითხვა დაუსვა. გთავაზობთ დიალოგს სრული სახით:

დაჩი ცაგურია: დიდი ხანია, დაიწყე მუშაობა?

გიგი უგულავა: კი... აქ, ამ ადგილას არა და ისე კი.

დაჩი ცაგურია: ისე, ხო არ დაგავიწყდა, რო კერძო საკუთრებას ანგრევდი აქვე, სულ აქვე და ძალიან ბევრ ადგილას კიდე დედაქალაქში?!.. რო დაანგრეთ შენ და ამ ხელისუფლებამ კერძო საკუთრება ძალიან ბევრ ადგილას, ხო გახსოვს? 

გიგი უგულავა: მახსოვს ყველაფერი კარგად.

დაჩი ცაგურია: გახსოვს ხო?.. 7 ნოემბერიც გახსოვს ხომ, რომ დაგვარბიეთ? შენი სიტყვით, შენი ბრძანებით, რომ დაგვარბიეს 7 ნოემბერს, გახსოვს, ხო? გახსოვს!.. კარგია!.. აპრილის აქციებიც ხომ გახსოვს?

გიგი უგულავა: ყველაფერი კარგად მახსოვს...

დაჩი ცაგურია: კი, ზონდერებს რომ გზავნიდი და ხალხს რომ სადარბაზოებში სცემდნენ, ეგეც გახსოვს ხო? კარგია, რო გახსოვს.

გიგი უგულავა: ნახვამდის, ბედნიერი მგზავრობა.

დაჩი ცაგურია: იმედი მაქვს, რომ აქ დარჩები სამუშაოდ.

გიგი უგულავა: კი, კი ნამდვილად, მშვენიერი.... რატო რა, მშვენიერი კოლეგები მყავს.

დაჩი ცაგურია: მშვენიერი სამსახურია. ეს ხალხი თუ მუშაობს, შენც რომ აქ იმუშაო, რა უჭირს?

გიგი უგულავა: რა თქმა უნდა..

დაჩი ცაგურია: დარჩები აუცილებლად.

გიგი უგულავა: მე მხოლოდ მივესალმები აქ ყოფნას. აბა, ბედნიერი მგზავრობა!

საინტერესოა, რომ ბენზინის ჩასხმის დროს უგულავას ჩეკი არ გამოუწერია და ცაგურიასთვის არ მიუცია, რაც გადაღებულია ვიდეოკამერაზე. როგორც შემდგომში დაჩი ცაგურიამ განაცხადა, ამ ფაქტთან დაკავშირებით, ფინანსურ პოლიციასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს, მომხდარი კი ადასტურებს, რომ უგულავა ნებისმიერ სტრუქტურაში, მათ შორის ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობის დროსაც, კანონს ისევე დაარღვევს, როგორც მერის პოსტზე.

„გიგი უგულავა თუ მხოლოდ ასეთი იაფფასიანი პიარაქციებით ცდილობს ფონს გასვლას, მინდა ვუთხრა, რომ ამ მაიმუნობით, საპატიმრო ვადის გასვლის შემდეგ, მას მართლაც მოუწევს მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა გამო, იმ ერთ-ერთი პროფესიის შეთავსება, რომლებსაც კამერების წინ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ეწევა“, – განუცხადა „ჯეოტოპნიუსს“ დაჩი ცაგურიამ.

გიგი უგულავა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა სამუშაოს ასრულებს. 28 აპრილს კინოს სახლში მოძრაობა „მოძრაობა 7 ნოემბერმა“ გაავრცელა განცხადება, რომ იწყებს უგულავას დევნის კამპანიას. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ჯაბა ჯიშკარიანის თქმით, ისინი დაესწრებიან თბილისის მერის, გიგი უგულავას საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს და მას ყველაზე აქტუალურ შეკითხვას დაუსვამენ.  

„მაესტროს“ მიერ გადაღებული კადრები, შეგიძლიათ ნახოთ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ვიდეოპორტალზე hridc.tv: http://hridc.tv/index.php?a=view&id=396&lang=geo    

ახალი ამბები