კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საოლქო საარჩევნო კომისია გამგებლის კაბინეტის გვერდით დაბანაკდა

30 აპრილი, 2010
 მანონ ბოკუჩავა
გასულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე  დარღვევებით საქართველოს რეგიონებიდან ქვემო ქართლი გამოირჩეოდა. სხვადასხვა დარღვევებთან ერთად ექსპერტები ასახელებდნენ საარჩევნო უბნებზე მყოფი ოპოზიციის წარმომადგენლებზე ზეწოლის ფაქტებს. თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით ქვემო ქართლში კვლავ სხვადასხვა სახის პრობლემებზეა საუბარი. ამომრჩევლისათვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემაა - გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის კაბინეტის გვერდით გახსნილი #21 საოლქო საარჩევნო კომისია.

„დიდი ოპოზიციონერები მოვიდნენ“ – ასეთ ირონიულ შეძახილს ხშირად გაიგონებთ აქ გამგეობის თანამშრომლებისგან. ირონიის ობიექტები საოლქო კომისიაში ოპოზიციონერთა წარმომადგენლები არიან.

„კანონი არ კრძალავს საჯარო დაწესებულებში საოლქო კომისიის არსებობას. ზოგადად ასეთ საკითხებს ცესკო წყვეტს. ეს მისი პრეროგატივაა“, - გვპასუხობენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისში.

საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, სანდრო ბარამიძე კი აცხადებს, რომ საქმე ასე მარტივად სულაც არაა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლზე აპელირებს (I და II მუხლი). გთავაზობთ მითითებულ ამონარიდს „საქართველოს საარჩევნო კოდექსიდან“, სადაც საუბნო საარჩევნო კომისიების განთავსებისა და კენჭისყრის წესებზეა საუბარი:

მუხლი 49. კენჭისყრის შენობის მოწყობა (28.12.2009. N2525)

1.    სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო შენობებსა და ინვენტარს საარჩევნო კომისიებს გადასცემენ დროებით, უსასყიდლოდ.

2. საუბნო საარჩევნო კომისია არ უნდა განთავსდეს და კენჭისყრის ადგილი არ უნდა გამოიყოს იმავე შენობაში, რომელშიც განთავსებულია:

ა) პარტია (პარტიები);

ბ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე არ არის სხვა, შესაფერისი შენობა-ნაგებობა ამ კანონის შესაბამისად კენჭისყრის ჩასატარებლად. სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია;

გ) პოლიციის სამსახურები (გარდა გამონაკლის შემთხვევებში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიებისა).

საარჩევნო კოდექსის შემდეგი მუხლი, რომელზეც ადვოკატი სანდრო ბარამიძე ყურადღების გამახვილებას გვირჩევს, მე-17 მუხლია, სადაც პირდაპირ წერია: „საარჩევნო ადმინისტრაცია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისგან“. 

„მიუხედავად იმისა, რომ კანონში არ არის პირდაპირ საუბარი იმაზე, რომ საოლქო საარჩევნო კომისია არ უნდა იყოს საჯარო დაწესებულებაში, სწორედ საარჩევნო კოდექსის მე-17 და 49-ე მუხლებით აღებული ვალდებულებებისა და კანდიდატებისთვის თანაბარი საარჩევნო უფლებების უზრუნველყოფისთვის, აუცილებელია, რომ საოლქო საარჩევნო კომისია არ იყოს გამგებლის კაბინეტის გვერდით“, - ამბობს სანდრო ბარამიძე.

ოპოზიციური პარტიების ადგილობრივ კოორდინატორებს ხელისუფლების მიდგომა ერთ ანდაზას ახსენებთ - „მეგობარი ახლოს უნდა გყავდეს და მტერი კიდევ უფრო ახლოს“.

„ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელი გარდაბანში სოსო იოსელიანი ამბობს, რომ გამგეობის შენობაში განთავსებული საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებზე მისი პარტიის წარმომადგენელს შეურაცხყოფას არ აყენებენ, თუმცა თანასწორობის პრინციპი ნამდვილად ირღვევა.

„ეს გარემოება ჩვენს წარმომადგენლებზე ფსიქოლოგიურად მოქმედებს. გარდაბანში არ არის შენობების ნაკლებობა და სურვილის შემთხვევაში, ადვილი შესაძლებელი იყო საოლქო საარჩევნო კომისია სხვაგან განეთავსებინათ“, - ამბობს იოსელიანი.

„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ქვემო ქართლში ნუკრი შათირიშვილი აღნიშნული საკითხისადმი საზოგადოებისგან მეტ ყურადღებას ითხოვს.

გამგეობისა და საოლქო საარჩევნო კომისიის თანაცხოვრება გარდაბანში ჯერჯერობით უხმაუროდ ფაქტების გრძელდება. ოპოზიციის ადგილობრივი წარმომადგენლები პირად საუბრებში ამბობენ, რომ არ გაუკვირდებათ, თუკი გამგეობის პირველ სართულზე საარჩევნო უბანიც გაიხსნება.

ახალი ამბები