კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზვიად ძიძიგური: „მე დავამშვიდე სიტუაცია ამ გასროლით“

11 მაისი, 2010
7 მაისს ღამით „ეროვნული საბჭოს“ მერობის კანდიდატის საცხოვრებელ სახლთან ინციდენტი მოხდა. ხელისუფლების მმართველი გუნდის აქტივისტების მტკიცებით, ისინი ჩოლოყაშვილის ქუჩაზე „ნაციონალური მოძრაობას“ კანდიდატურების პლაკატებს აკრავდნენ, როცა მათთან ზვიად ძიძიგური მივიდა, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მოგვიანებით კი მათი მიმართულებით ოთხჯერ გაისროლა. ზვიად ძიძიგური მისი სახლის წინ მომხდარი ინციდენტის დროს მისი მხრიდან გასროლას ადასტურებს და აცხადებს, რომ ეს თავდაცვის მიზნით გააკეთა. ძიძიგური ამბობს, რომ მას იარაღის ტარების უფლება აქვს და ის ყოველთვის თან დააქვს“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით - „ზვიად ძიძიგური: „ჰაერში გავისროლე“ / „მომიწყონ პროვოკაცია სადაც უნდათ, მაგრამ  არა - ჩემს ოჯახს“.

„გვიან ღამით წაკამათება მოხდა ჩემს მეზობლებსა და პლაკატის გამკვრელ „ნაციონალებს“ შორის. ჩავერიე ამ წაკამათებაში, გაშველების სურვილი მქონდა. მაგრამ ჩემს დანახვაზე მოიყვანეს ე.წ. შავი ანუ „ძველი ბიჭები“, მოვიდა იარაღიანი ხალხი, რომლებსაც სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ და დაახლოებით 50 ადამიანი დამესია ერთდროულად. სანამ შეიძლებოდა უკან დახევა, დავიხიე, მაგრამ ჩემი სახლის ჭიშკართან უკვე უკან აღარ დავიხიე, გავისროლე ჰაერში და ეს ადამიანები გაიქცნენ. ეს იყო პასუხი იმაზე, რაც ჩვენ პოლიციის დღესთან დაკავშირებით განვახორციელეთ. ეს არის შსს-ს, „ნაციონალებისა“ და მათი ჟურნალისტების ერთობლივი აქცია. როგორც იქნა, შეშინებული ბავშვები დავაძინეთ და უკვე ღამის 2 საათზე, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ჟურნალისტები შემომეჭრნენ სახლში. ნახევარ საათს რეკავდნენ ზარს კარზე, გამიღვიძეს ისევ ბავშვები. კოშმარული ღამე მქონდა“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზვიად ძიძიგური.

„არავითარი პრობლემა არაა. ამ სცენარისთვის მზად ვარ. ყველამ იცოდეს, რომ მე ჩემს ოჯახს დავიცავ. მე ყველანაირი სცენარისთვის მზად ვარ და არაერთხელ დამიმტკიცებია ეს ჩემი განვლილი ცხოვრებიდან. ეს არ იყო პირველი შემთხვევა. ადრე იყო შემთხვევები, როდესაც მთვრალი „ნაციონალები“ შემომეჭრნენ ეზოში და ცდილობდნენ ჩემს სახლში შემოჭრას. მაშინ მეზობლებმა დამიცვეს ამ პროვოკაციისგან. იყო შემთხვევა, როცა ჩემის სახლის ფანჯრებს ღამით ესროდნენ კვერცხებს და უშვერი სიტყვებით იგინებოდნენ. მაგრამ წუხელ იყო ყველაზე ორგანიზებული და მასშტაბური თავდასხმა. ვაცხადებ, რომ ყველანაირი ბრძოლისთვის მზად ვარ. მაგრამ ოჯახთან ახლოთ პროვოკაციები ვინმემ არ გაბედოს და არ მომიწყოს“, - აცხადებს ზვიად ძიძიგური და შეკითხვას - „თუ ამოიცანით ვინმე ამ ადამიანებიდან?“ - პასუხობს: „ტელევიზიით ვინც გამოიყვანეს ის ადამიანები, რომლებიც ინტერვიუს აძლევდნენ და ამბობდნენ, რა საზიზღრად ვიქცეოდი მე, ყველანი „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბებში არიან. მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რასაც ჩვენ ვუგზავნით ამომრჩეველს, არის ის, რომ რუსეთთან დიალოგის გზით ვაპირებთ ბევრი პრობლემის გადაწყვეტას საქართველოში. ეს ხელისუფლებისთვის მიუღებელია, მაგრამ მისაღებია ხალხისთვის. ეს აშფოთებს მიხეილ სააკაშვილს. სწორედ ამიტომაა განსაკუთრებული აქცენტი „ეროვნულ საბჭოზე“. ამიტომ განვიცდით ასეთი ტიპის ზეწოლებს ხელისუფლებისგან, მაგრამ ამის არ გვეშინია და ბოლომდე ვაპირებთ ჩვენი საქმის მიყვანას“.

„ინტერპრესნიუსის“ პრესის მიმოხილვის მიხედვით

ახალი ამბები