კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ამნისტი ინტერნეშენალი“ ეხმაურება შსს-ს მტკიცებას, რომ საქართველოს წამების იარაღი არ შეუსყიდია

19 მაისი, 2010
ამნესტი ინტერნეშენალი - საჯარო განცხადება, 2010 წლის 10 მაისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასწორად განმარტა „ამნესტი ინტერნეშენალის“ ანგარიში ევროკავშირის წევრი ქვენებიდან საქართველოში პოლიციის აღჭურვილობის ექსპორტის შესახებ. „ამნესტი ინტერნეშენალი“ ეწინააღმდეგება საქართველოს შშს-ს მტკიცებულებას, თითქოს 30 მარტს ორგანიზაციამ გამოაქვეყნა არასწორი ინფორმაცია პოლიციისა და უშიშროების აღჭურვილობის ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ექსპორტის შესახებ ორგანიზაციის ანგარიშში: „სიტყვებიდან საქმეებამდე: ევროკავშირის აკრძალვა წამების იარაღით ვაჭრობის აკრძალვაზე რეალობად იქცეს“.

„ამნესტი ინტერნეშენალი“ წუხს, რომ სამინისტროს განცხადებამ არასწორად განმარტა ორგანიზაციის ანგარიში საქართველოს შესახებ, რომელიც მომზადდა ჩეხეთისა და გერმანიის მთავრობების სტატისტიკური მონაცემებისა და გაეროს სპეციალური მომხსენებლის მიერ წამების შესახებ გაკეთებულ საჯარო ანგარიშების საფუძველზე. „ამნესტი ინტერნეშენალის“ ანგარიშში საქართველო ორჯერ არის ნახსენები. პირველად ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2006 წლის ექსპორტი, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკიდან განხორციელდა, იყო პოლიციური/უშიშროების აღჭურვილობა და მასში შედიოდა ელექტროშოკები, ხელბორკილები და ქიმიური შემადგენლობის შესასხურებლები; აღნიშნული აღჭურვილობა 6 ქვეყანაში იყო ექსპორტირებული და მათ შორის საქართველოშიც. ეს ინფორმაცია ეყრდნობა ჩეხეთის მრეწველობის სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებს. თუ აღნიშნულ ინფორმაციაში რამე უზუსტობაა, მაშინ მასზე პასუხისმგებელია ჩეხეთის მთავრობა.

„ამნესტი ინტერნეშენალის“ ანგარიშში აღნიშნულია რომ მსგავსი აღჭურვილობები არ შედის იმ საექსპორტო ნივთების სიაში, რომელიც აკრძალულია ევროპული კანონით და მათი გამოყენება კანონიერია განსაზღვრულ შემთხვევებში; მაგალითად, როდესაც მათი გამოყენება რეგულირდება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმებით და სამართალმდაცველთა საუკეთესო გამოცდილებით. მიუხედავად ამისა, მათი ექსპორტი რეგულირდება ევროპული კანონით, ვინაიდან აღნიშნული იარაღი შესაძლოა, წამებისა და სხვა სასტიკი მოპყრობისათვისაც იყოს გამოყენებული, როდესაც სტანდარტები არ არის დაცული. „ამნესტი ინტერნეშენალის“ ანგარიში ბრალს არ დებს ამ იარაღის მომხმარებელს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ჩეხეთის მთავრობიდან მიღებული ინფორმაციით, მათ არ შეუძლიათ შეაფასონ, სწორად მოიქცა თუ არა ჩეხეთის ხელისუფლება, როდესაც არსებობს ანგარიშები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სამართალდამცველებმა მსგავსი იარაღი გამოიყენეს წამებისა და სასტიკი მოპყრობისათვის; მაგალითად, ანგარიში საქართველოში ელექტროშოკებით წამების შესახებ. ჩეხეთის მთავრობისაგან საბოლოო მომხმარებელზე მიღებული მწირი ინფორმაციის გამო, ვერ მოხერხდა დადგენა, რამდენად ადეკვატურად შეაფასა ჩეხეთის მთავრობამ წინა-საექსპორტო რისკები ამ იარაღის არასწორად გამოყენების შესახებ, როგორც ამას ითხოვს ევროპული კანონი. რისკების შეფასებასთან დაკავშირებით, „ამნესტი ინტერნეშენალი“ აცხადებს, რომ შესაბამისი საფუძვლიანი ანგარიშები გამოქვეყნდა რამდენიმე მიმღებ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში წამებისა და სხვა სასტიკი მოპყრობის ფაქტების შესახებ სწორედ ექსპორტის წინ. „ამნესტი ინტერნეშენალის“ ანგარიშში მოყვანილია ციტატა გაეროს სპეციალური მომხსენებლის 2005 წლის ანგარიშიდან, რომელშიც ნათქვამია რომ „სამართალდამცველთა მიერ გამოყენებული წამების მეთოდები მოიცავს მუშტებით, კონდახებითა და ხელკეტებით ცემას და ასევე ელექტროშოკების გამოყენებას“. ეს ანგარიში იყო ერთ-ერთი ყველაზე ბოლო გაეროს ანგარიში საქართველოში წამების ფაქტების შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩეხეთის მთავრობისათვის, როდესაც 2006 წელს ლიცენზია გასცა პოლიციური და უშიშროების იარაღების, მათ შორის - ელექტროშოკების ექსპორტის შესახებ.

შსს ასევე აცხადებდა, რომ „ამნესტი ინტერნეშენალმა“ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა გაეროს სპეციალური მომხსენებლის 2005 წლის ანგარიშს. ეს არ არის მთავარი. მხოლოდ გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიში არ აღწერს 2005 წლამდე საქართველოში მომხდარ წამების ფაქტებს, როგორც ამას შსს ამტკიცებს. მასში აღნიშნულია რომ „ცალკეული პიროვნებების ბოლოდროინდელმა მტკიცებულებებმაც მიიქციეს სპეციალური მომხსენებლის ყურადღება 2005 წლის მისიის დროს, რომელთაგან რამდენიმეს გაესაუბრა კიდეც“; ეს ამტკიცებდა, რომ „ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ ქვეყანაში არსებობს წამებისა და სასტიკი მოპყრობის პრაქტიკა“; ხოლო დამნაშავეების დაუსჯელობის სინდრომი მზარდ შეშფოთებას იწვევს. ვიდრე მიმოიხილავდა სამართალდამცველ სისტემაში ბოლოდროინდელ დადებით ცვლილებებს, გაეროს სპეციალურმა მომხსენებლმა 2005 წლის ანგარიშში განაცხადა, რომ „საქართველოში სამართალდამცველები კვლავ იყენებენ წამებისა და სასტიკი მოპყრობის მეთოდებს”.

უფრო გვიანდელი ანგარიშების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლბამ მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილებები გაატარა ამ მხრივ, სამართალდამცველები კვლავ მიმართავენ წამებასა და სასტიკ მოპყრობას. წამების ფაქტები ან სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტები კვლავ ნახსენები იყო ბოლო წლების მოხსენებებში. მეორეს მხრივ, „ამნესტი ინტერნეშენალის“ ანგარიშის თანახმად, 2007 წელს გერმანიის მედია იტყობინებოდა, რომ გერმანიის საბაჟო სამსახურმა აღმოაჩინა ელექტროშოკების უკანონო ექსპორტი 4 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. ეს ინფორმაცია გერმანელ ჟურნალისტებს მიაწოდა გერმანიის საბაჟო საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენელმა; ეს ანგარიში ინტერნეტ-საიტებზე აღარ დევს; თუმცა „ამნესტი ინტერნეშენალს“ გააჩნია ამ ინტერვიუების ჩანაწერები. ეს ინფორმაცია გერმანიის საბაჟოს საგამოძიებო ბიურომ დაადასტურა გერმანელი პარლამენტარების 45-კაციან ჯგუფთან საუბრის დროსაც, რომლებმაც შესაბამისი დებულება მოამზადეს გერმანიის პარლამენტისათვის. არც გერმანიის პარლამენტის წევრები და არც „ამნესტი ინტერნეშენალი“ არ ამტკიცებს, რომ აღნიშნული იარაღი საქართველოს შსს-სთვის იყო განკუთვნილი და მართლაც ძალიან ხშირად მსგავსი იმპორტების შესახებ მიმღები ქვეყნის ხელისუფლებას სულაც არა აქვს ინფორმაცია.

წინარე მდგომარეობა

2006 წელს ევროკავშირმა მსოფლიოს წარუდგინა პირველი მრავალმხრივი სავაჭრო კონტროლის მექანიზმი, რათა აკრძალულიყო იმ იარაღის საერთაშორისო ვაჭრობა, რომელთა მთავარი დანიშნულებაა დასჯა, წამება და სასტიკი მოპყრობა; ასევე კონტროლი უნდა დაწესებულიყო იმ პოლიციური და უშიშროების იარაღის გაყიდვაზე, რომელიც ბოლო დროს სასტიკი მოპყრობისათივს გამოიყენეს. საბჭოს რეგულაცია 1236/2005 ავსებს იმ ნაპრალს, რომელიც არსებობდა ადამიანის უფლებებზე დამყარებული ექსპორტის კონტროლში. ამ რეგულაციამ წარმოადგინა უპრეცედენტო, შემკვრელი სავაჭრო კონტროლი მთელ რიგ იარაღზე, რომლებიც ხშირად ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების დროს გამოიყენება, მაგრამ არ შესულა წევრი ქვეყნების სამხედრო, ორმაგი გამოყენების ან სტრატეგიული ექსპორტირების კონტროლის სიაში.

ამ კონტროლის ძალაში შესვლიდან სამ წელში, „ამნესტი ინტერნეშენალმა“ და ომეგას კვლევითმა ფონდმა აღმოაჩინა, რომ საბჭოს რეგულირება 1236/2005 კვლავ არ ხორციელდება ან ნაწილობრივ ხორციელდება ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში; ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში იარაღით მოვაჭრეები აგრძელებენ იმ იარაღით ვაჭრობას, რომელთა ექსპორტ-იმპორტი აკრძალულია ევროკავშირის ქვეყნებში, ვინაიდან ისინი შესაძლოა, გამოყენებული იყოს წამების ან სხვა სასტიკი მოპყრობისათვის; რეგულირებაში არსებული რამდენიმე შავი ხვრელი კვლავ უფლებას აძლევს მოვაჭრეებს, ევროკავშირის ქვეყნებში გააგრძელონ არარეგულირებადი საქმიანობები იმ იარაღებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ წამებისა და სასტიკი მოპყრობისათვის, როგორც სამხედრო, ასევე უშიშროებისა და სხვა სამართლადამცველი ორგანოების წარმომადგენლებმა მთელ მსოფლიოში. ამ იარაღში შედის: კბილანებიანი ხელკეტები; მეტალის თითების-ბორკილები; ელექტროშოკების სამკლავურები და სამაჯურები, რომელიც 50 000 ვოლტ ელექტროენერგიას ატარებს და გამოიყენება პატიმრების წინააღმდეგ. „ამნესტი ინტერნეშენალისა“ და ომეგას კვლევითი ფონდის მიერ მომზადებული ანგარიში ცდილობს, ხელი შეუწყოს და ინფორმაცია მიაწოდოს ევროკავშირის მიერ წამოწყებულ პროცესს საბჭოს 1236/2005 რეგულირების განხორციელებისა და ეფექტურობის შესაფასებლად. აღნიშნული ანგარიში ანახლებს „ამნესტი ინტერენშენალისა“ და ომეგას კვლევითი ფონდის წინა ერთობლივ ანგარიშს, რომელიც გამოქვეყნდა 2007 წლის თებერვალში (ევროპის კავშირი: წამების იარაღით ვაჭრობის შეწყვეტა).

ახალი ამბები