კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიცია არათანაბარ წინასაარჩევნო პირობებზე ჩივის

20 მაისი, 2010
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ოპოზიცია არათანაბარ წინასაარჩჩევნო პირობებზე ალაპარაკდა. ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მაჟორიტარობის ოპოზიციური კანდიდატები აცხადებენ, რომ ქუთაისში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაყალბდეს.

მმართველ პარტიასთან არათანაბარ პირობებში ყოფნაზე ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ერთნაირად ჩივიან. ადგილობრივი ტელევიზიის ეთერზე ხელმისაწვდომობა, სარეკლამო ბანერებიs გადაფარვა, ამომრჩევლის მოსყიდვა სხვადასხვა ხერხით, ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივი გამოყენება და ა. შ. - ეს ის საკითხებია, რაზეც ოპოზოცია აქცენტს აკეთებს.

„ქუთაისის მერიის 30 თანამშრომელი წინასაარჩევნოდ შვებულებაშია გაშვებული. ამათგან უკლებლივ ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბებშია გადანაწილებული და აქტიურად მუშაობს. არა მგონია, რომ ეს სამართლიანი იყოს... გარდა ამისა, შარშანდელ ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო გადახურვის პროგრამა, რომელიც ჩავარდა. სამაგიეროდ წელს ახლა აამოქმედეს აქტიურად. მაჟორიტარობის კანდიდატები მიდიან ამომრჩევლებთან და ხმების სანაცვლოდ კორპუსების გადახურვისთვის საჭირო მასალას არიგებენ. პრობლემაა, ასევე, ადგილობრივ ტელეეთერში მოხვედრა, რომელიც ჩვენთვის ფასიანია. სამაგიეროდ, ყოველდღიურად „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანია შუქდება აქტიურად“, - აცხადებს „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელი, „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა მღვდელაძე.

მმართველი პარტიის მიმართ პრეტენზიები აქვთ „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ წარმომადგენლებსაც. მათ გასულ კვირას ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩივრით უკვე მიმართეს. საქმე ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას. 50 ლარი ერთი ხმის სანაცვლოდ („ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ) - ასეთია ბრალდება, რომლის დეტალებსაც,  მათივე თქმით, სასამართლო გაარკვევს.

არათანაბარ წინასაარჩევნო პირობებზე საუბრობენ რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ოფისშიც. საარჩევნო ბლოკი „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი კანდიდატის ვლადიმერ ნაკაშიძის განმარტებით: „პირობების თანაბრობაზე საუბარიც კი უხერხულია. ოფისის დაქირავებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შემექმნა, რომელსაც მართლა ვერ წარმოვიდგენდი. ქირას ვიხდიდი, ფართზე შეთანხმებული ვიყავი და მოულოდნელად მესაკუთრისგან მტკიცე უარი მივიღე. მიზეზი იყო, რომ უკვე გააქირავა.

ვლადიმერ ნაკაშიძის განმარტებით, სინამდვილეში აღნიშნული ფართი დღემდე გაუქირავებელია. ისევე როგორც, დაკავებულია ის სარეკლამო ფართები, რომელზეც ბილბორდის გაკვრას „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი კანდიდატი მთელი კვირის გამნავლობაში უშედეგოდ ცდილობდა. „ადმინისტრაციულ სამსახურშიც და არქიტექტურაშიც მეუბნებოდნენ, რომ არ იციან ვინ არის ამ ბიზნესის მესაკუთრე ქუთაისში. ერთი სამსახურიდან მეორეში მაგზავნიდნენ... სამაგიეროდ, მმართველი პარტიის წამომადგენლებისთვის ეს საკითხი უპრობლემოდ გახდა ხელმისაწვდომი“, - ამბობს ნაკაშიძე.

ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნების მოახლოების შესაბამისად, ვითარება სულ უფრო იძაბება. უკონტროლო ხდება მმართველი გუნდის ქმედება, რასაც მათივე განმარტებით, რეაქცია აუცილებლად მოჰყვება. არ არის გამორიცხული ქუთაისს წინასაარჩევნოდ საპროტესტო ტალღამ გადაუაროს.

ახალი ამბები