კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზურაბ ხარატიშვილი საოლქო-საარჩევნო კომისიებს ურჩევს, დაცალონ სახელმწიფო შენობები

20 მაისი, 2010
 საბა წიწიკაშვილი, გორი

შიდა ქართლის ტერიტორიაზე ყველა საოლქო-საარჩევნო კომისია სახელმწიფო ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს საშუალება აქვთ, სახელმწიფო სტრუქტურების მაღალჩინოსნებს დღის ნებირსმიერ დროს შეხვდნენ და ხელი ჩამოართვან, რადგან გამგეობებს და საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრებს ერთი საერთო შესასვლელი აქვთ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ჩინოვნიკებთან ურთიერთობაში სიფრთხილის გამოჩენა სთხოვა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი გორში პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და საარჩევნო უბნების წარმომადგენლებს შეხვდა. ხარატიშვილმა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს გარკვეული რეკომენდაციები მისცა, ხოლო პოლიტიკური პარტიების სუბიექტებისგან წინადადებები და სხვადასხვა დარღვევების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

„თავი ავარიდოთ ისეთი დარღვევებს, რასაც ადგილი აქამდე ჰქონდა. ფიზიკური ხელყოფის საკითხები, რასაკვირველია, სისხლის სამართლის საქმეა, მაგრამ რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, აუცილებლად იაქტიურეთ მის აღმოსაფხვრელად და გამოსავლენად. თქვენ თუ ოდნავ მაინც შეხვდებით რაიმე ფაქტს, ეცადეთ, დაფიქსირდეს და არ მოიშოროთ თავიდან საჩივრის დამწერი. ასეთი გადაცდომები ერთად შევისწავლოთ და ამით არჩევნების მიმართ ნდობა გაიზრდება“, - უთხრა ზურაბ ხარატიშვილმა შეკრებილ საზოგადოებას გორში.

ხარატიშვილმა კომისიის თავმჯდომარეებს და წევრებს მედიასთან მიმართებაში მაქსიმალური ყურადღების მიქცევა ურჩია: „არ არის აუცილებელი, ჟურნალისტმა შეგაწუხოთ. თუ ჩათვლით საჭიროდ, რომ ესა თუ ის ინფორმაცია მნიშვნელოვანია მედიისთვის და საზოგადოებისთვის, თქვენ თავადვე უნდა შეაწუხოთ ჟურნალისტები და საკუთარი ინიციატივითვე მისცეთ ინფორმაცია“.

სტუმრებმა ყურადღება გაამახვილეს ადმინისტრაციულ შენობებში მოთავსებულ საოლქო საარჩევნო კომისიების ოთახებზე. „სასურველია, მოძებნოთ ახალი შენობები, ჩააყენოთ საქმის კურსში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და შესაბამისი ფართობი გამოიძებნოს“, - ზურაბ ხარატიშვილის ამ რჩევას რამდენიმე საარჩევნო კომისიის წევრის ხმადაბალი რეპლიკა მოჰყვა - „კანონი არ გვიკრძალავს“, რის საპასუხოდაც ზურაბ ხარატიშვილმა განმარტა: „ვიცი, რომ რამდენიმეგან ადმინისტრაციულ შენობაში მოთავსებულ სხვადასხვა სახელისუფლებო სტრუქტურებს და საოლქო საარჩევნო კომისიებს ერთი საერთო შესასვლელი აქვს. აქედან გამომდინარე, საარჩევნო კომისიის წევრებს ნებით თუ უნებლიეთ ჩინოვნიკებთან შეხვედრები ექნებათ. ეცადეთ, მაქსიმალურად ან საერთოდ არ იკონტაქტოთ მათთან. შენობებთან დაკავშირებით კი სასურველია, ახალი შენობა მოძებნოთ“.

გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ხორბალაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ამ არჩევნებისთვის სავარაუდოდ ახალ შენობაში გადასვლა ვერ მოხერხდება: „მომდევნო არჩევნებისთვის კი, დარწმუნებული ვარ, ახალ შენობაში უკვე ვიქნებით. ფიზიკურად მიმდინარე ეტაპზე ვერ მოვასწრებთ“.

ცესკოს თავმჯდომარემ ადგილობრივ საარჩევნო კომისიების წევრებს ურჩია, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებს ყურადღება მიაქციონ. განსაკუთრებით თუ ეს ეხება ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც ბიუჯეტის დაგეგმვის დროს გათვალისწინებული არ იყო.

რესპუბლიკური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა დავით რაზმაძემ, რომელიც გორის მაჟორიტარ კანდიდატად იყრის კენჭს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ალიანსი საქართველოს“ სახელით, განაცხადა, რომ შიდა ქართლში საარჩევნო გარემო საკმაოდ მძიმეა. მისი თქმით, კასპის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი 60-60 ლარს არიგებს თავის კაბინეტში.

რაზმაძის ინფორმაციას კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის რეაქცია მოჰყვა. „მე ვხვდები, ვისი ინფორმაცია იქნება ეგ. ეგ არის ხათუნა თათანაშვილის ინფორმაცია. მან ჯერ კიდევ წინა არჩევნებში შეცდომაში შეიყვანა მთელი საქართველო, როცა მისმა პარტიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კასპის საოლქო-საარჩევნო კომისია დაკეტილი იყო. მე პირადად ოთახში ვიყავი, როცა დამირეკეს და მითხრეს, ასეთი ინფორმაცია გადის ეთერშიო. არადა, იმ დროს ოთახში ვიყავი“, - განაცხადა კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

„საერთაშორისო - გამჭვირვალობა საქართველოს“, შიდა ქართლის კოორდინატორმა კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ჰკითხა, რა შენობაში მდებარეობს მათი კომისია. როგორც გაირკვა, კასპის საოლქო-საარჩევნო კომისიაც გამგეობის შენობაში მდებარეობს.

humanrights.ge „ალიანსი საქართველოსთვის“ კასპის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ხათუნა თათანაშვილს დაუკავშირდა. მან განაცხადა, რომ კასპის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ოთახში მართლაც რიგდება 60-60 ლარი: „ის ადამიანები, ვინც 60 ლარს იღებს, მზად იყო, ეს ფაქტი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის თანდასწრებით ეთქვა, თუმცა ხარატიშვილმა მათ უსაფრთხოების გარანატია ვერ მისცა და შესაბამისად საჯაროდ ამის თქმა ვეღარ მოახერხეს“.

humanrights.ge უკვე წერდა საარჩევნო კომისიების სახელმწიფო-ადმინისტრაციულ შენობებში მასობრივად განთავსების ტენდენციაზე, სადაც პრობლემა საკანონმდებლო კუთხითაც განვიხილეთ (სტატია იხ.:  http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=4948&lang=ge

ახალი ამბები