კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გენო მალაზონიას დაპატიმრების ამოუხსნელი საიდუმლო

25 მაისი, 2010

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი 

სააქციო საზოგადოება „ენერჯი ინვესტში“ საგადასახადო სამსახური ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში  შევიდა. ერთი თვის შემდეგ კი მედიის ყურადღების ცენტრში სააქციო საზოგადოების აწ უკვე წინასწარ პატიმრობაში მყოფი დირექტორი, გენო მალაზონია მოექცა. მალაზონიას დაპატიმრების შემდეგ „ენერჯი ინვესტის“ დაქვემდებარებაში მყოფი საწარმოს - „აზოტის“ ყველა თანამშრომელმა საგანგებო დავალება მიიღო - ამ თემაზე ჟურნალისტებთან არ უნდა ისაუბრონ. 

„აზოტის“ თანამშრომლებს ყოფილი ხელმძღვანელის დაცვა რომ არ დაეწყოთ, საწარმოში დაარიგეს ათასობით ამობეჭდილი ფურცელი, სადაც გენო მალაზონიას ხელფასის რაოდენობაა მითითებული. „ენერჯი ინვესტის“ ხელმძღვანელ-მუშაკთა სახელფასო უწყისში“ მხოლოდ მალაზონიას ხელფასია მითითებული. დანარჩენი ხელმძღვანელების ხელფასების გარკვევა კი შეუძლებელია.

ქართული მედია დღეს აქცენტს აკეთებს, რომ სააქციო საზოგადოება „ენერჯი ინვესტი“ რუსულ კომპანიაა. ქართულ-რუსული სააქციო საზოგადოება „ენერჯი ინვესტი“ 2004 წელს დაფუძნდა. კომპანიის აქციების 58% რუსული „ინტერგაზინვესტის“ და „ინტერინვესტის“ საკუთრებაა. დანარჩენი აქციების წილი კი ქართველ აქციონერებზე ნაწილდება. კომპანიის მთვარი ფინანსურ დონორად სახელდება რუსული „ვნეშტორბანკი“, რომელიც ამ დროისთვის „ვითიბი ჯორჯიას“ აქტივების მფლობელია. „აზოტის“ თანამშრომლებიც სწორედ ამ ბანკის მომსახურებით იღებენ ხელფასებს.  2005 წელს „ენერჯი ინვესტმა“ რუსთავის „აზოტი“ შეისყიდა. 2006 წელს 23 იანვარს კი სს „ენერჯი ინვესტმა“ გარდაბანში გახსნა აირტურბინული ელექტროსადგური. სწორედ ამ ობიექტში გაწეულ სამეწარმეო საქმიანობას ედავებიან მალაზონიას.

ოფიციალური ვერსიით, 36 წლის მალაზონიას,  ბრალი ედება უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში. ბრალდების მხარის მტკიცებით, „ენერჯი ინვესტმა“ 2006 წელს საქართველოში ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია მოიპოვა. გამომძიებელ გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, მალაზონიამ, კომპანიის თანამშრომლებთან ერთად, ლიცენზიის პირობების დარღვევით დაიწყო საბუღალტრო აღრიცხვა. 2006 წლიდან დღემდე ეწეოდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას და საბუღალტრო აღრიცხვით 165 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. გამოძიების მტკიცებით, ბრალდება დადასტურებულია საბუღალტრო დოკუმენტაციით.

ხელისუფლებისა და მალაზონიას ურთიერთობის მცოდნე პირებისთვის მისი დაკავება მოულოდნელი აღმოჩნდა. ეს იმიტომ, რომ ყოველ არჩევნებზე „აზოტის“ თანამშრომლების მთავრობისადმი კეთილგანწყობის ერთ-ერთი შემქმნელი სწორედ მალაზონია იყო. მისი მხრიდან არაერთხელ დაფიქსირებულა თანამშრომლებისადმი პირდაპირი დირექტივები, რომ სამთავრობო კანდიდატების მხარდაჭერა მათთვის სამსახურის შენარჩუნებას ნიშნავდა. ამ ვითრების ფონზე გასაკვირია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღეში ასეთი წონიანი მოკავშირის დამნაშავედ გამოცხადება რატომ გახდა აუცილებელი.

მალაზონიას დაჭერის თაობაზე რუსთავში რამდენიმე არაოფიალური ვერსია გაჩნდა. ერთ-ერთის თანახმად, მალაზონიას დაკავება სომხეთში მასსა და ექს-პრემიერ ნოღაიდელს შორის შემდგარ საბედისწერო შეხვედრას უკავშირდება. თუმცა, ამ შეხვედრის ამსახველი არანაირი მასალა არ არსებობს. ერთადერთი, რაც ამ ვერსიასთან მეტ-ნაკლებად შეიძლება დავაკავშიროთ „სამართლიანი საქართველოსთვის“ რუსთავის ოფისის აქტიური მუშაობაა.

ბოლო ორი თვის მანძილზე ქვემო ქართლში ნოღაიდელის პარტიის წარმომადგენლები თავიანთ პრესკონფერენციებზე აღნიშნავდნენ, რომ „აზოტის“ თანამშრომელთა უფლებები ირღვევა და მათ დასაცავად საწარმოსთან აქციებს მოაწყობდნენ. ცოტა ხანში „აზოტის“ თანამშრომლების გარკვეული ნაწილი გაიფიცა კიდეც, მაგრამ მათ მხარდასაჭერად ადგილზე ნოღაიდელის ხალხი არ მისულა. მათ თქვეს, რომ არ სურდათ სოციალურ პროტესტს პოლიტიკური სარჩული მისცემოდა. 

აქცია მცირერიცხოვანი იყო და „აზოტის“ ხელმძღვანელობამ მისი უხმაუროდ დაშლა მოახერხა. ნაკლებად დასაჯერებელი იქნებოდა მტკიცება, რომ მალაზონია ხელისუფლებამ ამ 70-კაციანი გაფიცვისთვის აითვალწუნა.

არსებობს ამ ხმაურიანი დაკავების უფრო მაშტაბური ვერსიაც, რომელიც ორი თვის წინ საქართველოში ჩამოსულ ბიზნესმენებს უკავშირდება. ბიზნესმენებმა რამდენომე ობიექტი, მათ შორის - „აზოტი“ მოინახულეს. მათი ვიზიტისას კულუარებში ითქვა, რომ „აზოტს“ მალე ახალი მეპატრონე, სავარაუდოდ - აზერბაიჯანული კომპანია „სოკარი“ ეყოლებოდა.

ქართულ ინტერნეტსივრცეში მალევე გაჩნდა ამ ვერსიის გამამყარებელი მოსაზრებები. ახლა უკვე ბევრს გაახსენდა, რომ საქართველოში რუსული კომპანიების უკან რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნები დგანან. ითქვა ისიც, რომ  საჭიროა „აზოტის“ რუსი მეპატრონეების რაც შეიძლება უხმაუროდ ჩამოცილება, რის შემდეგაც საწარმო ახალი მეპატრონეების ხელში გადავა.

„აზოტში“ დაპატიმრებებს ისევ ელიან. მთავრობის გეგმების მომასწავებელი მესიჯი, შესაძლოა, „რუსთავი 2“–ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანის რეპლიკაც იყოს.  მალაზონიას შესახებ მომზადებული სიუჟეტი ასეთი სიტყვებით დაიწო: „ეს საქმე მითუმეტეს საინტერესოა, რომ ეხება ქართულ-რუსულ კომპანიას. თუ მალაზონიას საქმით ვიმსჯელებთ  მას და მის პარტნიორებს თითოეულ თეთრზე მოუწევთ პასუხისგება“.

ახალი ამბები