კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ამომრჩეველზე და ოპოზიციაზე ზეწოლა პიკს აღწევს

28 მაისი, 2010
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ოპოზიციას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხელი შეუშალოს. თან ამას აკეთებენ მაშინ, როცა არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ღიად თუ ფარულად, ეწევიან ამომრჩევლის მოქრთამვას,  აშინებენ ადამიანებს და ამ გზით აპირებენ არჩევნებში გამარჯვებას“, - აცხადებენ „ალიანსი საქართველოსთვის“ ქუთაისის ოფისის წარმომადგენლები.

ხელისუფლების მანკიერ საქციელზე ოპოზიციური სპექტრის დანარჩენი წარმომადგენლებიც ჩივიან. მათი თქმით, მოსახლეობისთვის (და ზოგადად, ქვეყნის დემოკრატიისთვის) ძალზე მნიშვნელოვანია, როგორ და რა ვითარებაში ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში. ოპოზიცია ბრალდებებს ფაქტებით ამყარებს და როგორც ადგილობრივ არასამთავრობო, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს მეტი ყურადღებისკენ და რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„ვითომ შვებულებაში გასული პირები აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო პროცესში. ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღებული თანხებით, მხარს უჭერენ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს“, - აცხადებენ რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციაში.

„საქმე ისაა, რომ მთელ რიგ საკითხებზე ჩვენს ხელისუფლებას კანონის გზით ვერ შეედავები. მოგეხსენებათ, არჩევნების პერიოდში აკრძალულია ნებისმიერი ტრანსფერის განხორციელება. თუმცა, ყველაფერი ისეა დაგეგმილი და განხორციელებული, რომ თანხები სხვადასხვა ტიპის სამუშაოებზე მაინც უპრობლემოდ იხარჯება. შვებულებაში გასული თანამდებობის პირები კარდაკარ დადიან და ამომრჩევლისთვის დაპირებებს არ იშურებენ. რიგ პრობლემებს აღნიშნული თანხებით ადგილზევე უგვარებენ“, - ამბობს „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი კანდიდატი ვლადიმერ ნაკაშიძე.

ქუთაისის საკრებულოს ყოფილ წევრს მაგალითად მოჰყავს საკრებულოს სხდომა, როცა მაჟორიტარ კანდიდატებს შორის პირდაპირ, ყოველგვარი შეფარვის გარეშე მიდიოდა ამ თანხების გაყოფა-დანაწილება იმის მიხედვით, თუ რამდენი ესაჭიროებოდათ საკუთარ უბნებში ამომრჩევლისთვის თავის მოსაწონებლად.

რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ოფისში აცხადებენ, რომ ასეთი ტიპის უმსგავსობის ფონზე, ხორციელდება პატიმართა ოჯახებზე  ზეწოლაც. ამ გზით ქუთაისის 35-ე საუბნო–საარჩევნო კომისიის წევრს (რესპუბლიკელების წარმომადგენელს) მოვალეობის შესრულებაზე უარი ათქმევინეს.

ოპოზიციის წარმომადგენელთა განმარტებით, ჯემალ ძოწენიძის შვილი პატიმარია და იგი სასჯელს რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის. ძოწენიძის მამას ხელისუფლების წარმომადგენლები შვილის ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებასი გადმოყვანას შეჰპირებიან.

„სამწუხარო და გამაღიზიანებელია ის ფაქტი, რომ ეს მოხდა მაშინ, როცა აღნიშნული პირის სხვა რომელიმე წევრით ჩანაცვლება საუბნო საარჩევნო კომისიაში კანონის მიხედვით, უბრალოდ, შეუძლებელია“, - აცხადებენ „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენლები.  

აღნიშნული ბრალდებებისა და ზოგადად, წინასაარჩევნოდ შექმნილი ვითარების პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებამდე დარჩენილ დროს მაქსიმალურად იყენებს. ხელისუფლების გაკეთებული და გასაკეთებელი საქმეების ამსახველი სარეკლამო ბანერებისა და პლაკატების ფონზე, დაჩქარებული ტემპით შენდება ქუთაისის გზები; სწრაფად იხსნება სხვადასხვა დაწესებულებები და ნათდება ქუჩები.

სარეკლამო ბანერებისა და პლაკატების მიხედვით, ის, ვინც ამომრჩეველთან ყველაზე ახლოს დგას და მას უკეთეს მომავალს ჰპირდება, ქვეყნის მმართველი პარტიაა, რომელიც დაუღალავად იძახის, რომ დასაკარგი დრო ნამდვილად არ არის, რადგან გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

ახალი ამბები