08:51, Friday, 19.09.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

არჩევნები ქვემო ქართლში - ტრადიციული დარღვევები

31.05.2010
 მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

 
 
 გარდაბნის საარჩევნო უბანთან მობილიზებული
ტრანსპორტი „ნაციონალური მოძრაობის“
მხარდამჭერთა გადასაყვანად
ქვემო ქართლში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, როგორც მოსალოდნელი იყო, არაერთი სხვადასხვა ხასიათის დარღვევა დაფიქსირდა. ქვემო ქართლში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მთავარი მახასიათებელი  იყო ის, რომ დამკვირვებლებს ხშირ შემთხვევაში გვიჭირდა კომისიის „ნაციონალი“ და ოპოზიციის წევრების ერთმანეთისგან გარჩევა. ხშირად ჩვენს მუშაობას სწორედ ოპოზიციის წარმომადგენლები უშლიდნენ ხელს და პროვოკატორებად გვნათლავდნენ. რეგიონის სხვადასხვა უბნებზე ჩვენი შესვლისას კომისიის წევრების მთავარი ინტერესი იყო, თუ რამდენ ხანში დავტოვებდით უბანს.


მარნეული
„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ განსაკუთრებით უხეში დარღვევები მარნეულში დააფიქსირა. ჩვენ ვიმყოფებოდით მარნეულის #2, #85, #67, #3 და #5 საარჩევნო უბნებზე. დარღვევების დიდი ნაწილი სწორედ უკანასკნელ უბანზე დაფიქსირდა. დილით, 11:00 საათისთვის ასაკოვანი აზერბაიჯანელი ქალბატონი სამი პირადობის მოწმობით ცდილობდა  ხმის მიცემას. ჩვენი ჩარევის შემდეგ რეგისტრაციის გამტარებელმა მხოლოდ ერთი ამომრჩევლის კუთვნილი ორი სხვადასხვა სახის ბიულტენი გადასცა.

ამავე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრს (როგორც მოგვიანებით გაირკვა - ოპოზიციის წარმომადგენელს) ჩანაწერთა წიგნის გვერდით „ნაციონალების“ სააგიტაციო ჟურნალი - პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსახულებით და „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩვენო ნომრით ხუთიანით. ჩვენი შენიშნვის შემდეგ მან განაცხადა, რომ ეს ჟურნალი ამომრჩეველმა შემოიტანა. ამავე უბანზე მსგავსი სააგატაციო ჟურნალი ეკავა მარკირების შემმოწმებელ პიროვნებას. ჩვენი მითითების შემდეგ ჟურნალები უბნიდან გაიტანეს და სანაგვეში ჩაყარეს.

12:00 საათისთვის #5 საარჩევნო უბანზე 10-მდე ამომრჩეველი შემოვიდა. კომისიის ხელმძღვანელი - ფახრად კარაბაღლი ცდილობდა მათ რიგ-რიგობით შემოშვებას, თუმცა პრობლემა მაინც შეიქმნა, რადგან ამომრჩევლები, რომლებმაც ხმა მისცეს, მაინც არ ტოვებდნენ უბანს. ამ დროს ჩვენ იძულებული გავხდით, გავსულიყავით უბნიდან და შენობის შემოსასვლელიდან პოლიცია შემოგვეყვანა. მათი ჩარევით,  უსაქმოდ მყოფი ამომრჩევლები უბნიდან გაიყვანეს. ამავე #5 უბანზე სრულყოფილად არ ხდებოდა ცალკეული ამორჩევლების მარკირება. ასეთ დროს ჩვენ განმეორებით ვაკეთებინებდით მარკირებას.

აბსოლუტურად ყველა უბანზე აზერბაიჯანელი ამომრჩეველი ხმის მიცემის შემდეგ კაბინიდან მასობრივად დაუკეცავი ბიულეტენით გამოდიოდა და ყველას აჩვენებდა შემოხაზულ 5 ნომერს. კომისიის წევრები ჩვენი თანდასწრებით უკრძალავდნენ ამის გაკეთებას, მაგრამ ჩვენი არყოფნის შემთხვევაში, რა ვითარება იქნებოდა უბანზე, რთული სათქმელია.

მარნეულის ყველა უბანზე, სადაც ჩვენ მოვახერხეთ შესვლა, ერთნაირი ტენდენცია შეინიშნებოდა - 7-8 კაციანი ახალგაზრდების ჯგუფი დადიოდა. დამკვირვებლის ნახვის შემთხვევაში, ისინი ამბობდნენ, რომ უბანი შეეშალათ ან ყველა ამბობდა, რომ პირადობის მოწმობა შინ დარჩათ. მარნეულში გადაადგილებისას უბნიდან უბანზე თეთრი ფერის „ნივა“ მოგვყვებოდა. ფაქტის დაფიქსირების მიზნით მარნეულის # 67 უბანზე შესვლამდე ჩვენ ამ მანქანას რამოდენიმე კადრი გადავუღეთ. ამ უბნიდან გამოსვლიდან დაახლოებით ათ წუთში შვიდი ახლგაზრდა მოვიდა და მეუბნებოდნენ, რომ მათ აღმოაჩინეს დარღვევა. თან ჰქონდათ ამორჩევლების დამატებითი სიები და სპეციალური სიები. ვუმეორებდი, რომ არ ვიცოდი, როგორ დავხმარებოდი, მაგრამ ისინი დაჟინებით ცდილობდნენ ჩემს გადარწმუნებას და არ მიდიოდნენ. ასე გაგრძელდა 15 წუთი. ამ საუბრის შემდეგ დაახლოებით საათნახევარში რუსთავის ადგილობრივ გაზეთში ინფორმაციის კომპიუტერში გადასატანად შევედი. აღმოჩნდა, რომ ციფრულში მასალის დიდი ნაწილი და დიქტოფონის კასეტა აღარ მქონდა. თუმცა ამ უკანასკნელში არჩევნების დღეს არანაირი ჩანაწერი არ გამიკეთებია. მიუხედავად ამ ფაქტისა, შემიძლია ვთქვა, რომ მარნეულში მუშაობისას ყველაზე მთავარი ხელისშემშლელი ჩვენთვის იყო ის გარემოება, რომ ნებისმიერი ჩვენი შენიშვნა აღიქმებოდა, როგორც პროვოკაცია და საარჩევნო უბნის მუშაობაში ხელის შეშლა.

გარდაბანი

 მარნეულის შემდეგ დავაკვირდით გარდაბნის #1, #2, #3, #4, #9, საარჩევნო უბნებს. გამგეობის შენობის წინ დავაფიქსირეთ სამარშუტო ტაქსები. მძღოლები ამბობდნენ,რომ ამომრჩევლებს ეხმარებოდნენ და არ იყვნენკონკრეტულად რომელიმე პარტიის სამსახურში. ჩვენი საუბრიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ადგილზე გარდაბნის „ნაციონალების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მანუჩარ ჯოხაძე მოვიდა და გვითხრა: „ეს ტრანსპორტი ჩვენს ამომრჩევლებს ემსახურება მხოლოდ და თქვენ რა გინდათ?!“ ჩვენ განვუმარტეთ, რომ მძღოლები მალავდნენ ამ ფაქტს და ამან ამიტომ მიიქცია ჩვენი ყურადღება. მისი ვინაობით დავინტერესდით. „მე ვარ მაჟორიტარობის კანდიდატი მანუჩარ ჯოხაძე და შეგიძლია დიდი ასოებით ჩაიწერო!’“ – განაცხადა ჯოხაძემ.

ჯოხაძე არჩევნების დღეს არაერთხელ ვნახეთ სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე. კონკრეტულად, იგი იმყოფოდა #1 და # 2 უბანზე. სწორედ ამ უკანასკნელ უბანზე, როდესაც უბნის გარეთ მდგარ 8 მანქანას სურათებს ვუღებდით, მან პოზიორობა დაიწყო და მასაც გადავუღეთ. გარდაბნის #3 უბანზე 17 წლის ამომრჩეველი ხანა მამედოვა ცდილობდა ხმის მიცემას, რაც ადგილობრივი გაზეთის „რუსთავის ამბების“ დამკვირვებელმა გია მაზმიშვილმა შენიშნა. ამომრჩეველი გაიყვანეს უბნიდან ბიულტების გადაცემის გარეშე. ასევე ამავე უბანზე ჩევენი იქ ყოფნის პერიოდში ამომრჩეველმა ბიულეტენის ნაცლად 5-იანი შემოხაზა საარჩევნო კაბინაში გაკრულ ინსტრუქციაზე. აღნიშნული ინვენტარი გამოვცვალეთ, თუმცა კომისიის ხემძღვანელმა განაცხადა, რომ ეს არ არის ასეთი პირველი შემთხვევა.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: Gillvan
2013-03-19 17:52
Wham bam thank you, ma'am, my questions are asneewrd!
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC