კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყარაჯალა - ბეშ, ბეშ, ბეშ, ბეშ და ხინკალი საარჩევნო უბანზე

1 ივნისი, 2010
„ბეშ, ბეშ, ბეშ, ბეშ (ხუთი, ხუთი, ხუთი, ხუთი) მთელი დღე ისმოდა ყარაჯალას N38 და N39 საარჩევნო უბნებზე, სადაც ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი თამარ კვირიაშვილი 2010 წლის 30 მაისს, არჩევნების დღეს 18 საათი იმყოფებოდა. (ფოტო 1,2,3) (ფოტოები იხ.www.ick.ge/ka/photogalleries/1538-2010-05-31-11-57-39.html)

ორივე უბანზე 3000-მდე ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. საარჩევნო უბანი საბავშვო ბაღის შენობაში განთავსდა და ამომრჩევლებს საარჩევნო განცხადებებთან ერთად ბავშვების ნახატების დათვალიერებაც შეეძლოთ. (ფოტო 4) სამაგიეროდ, ხმის მიცემის კაბინაში ვერ ნახავდით ვერც ერთ ინსტრუქციას, თუ ბიულეტები როგორ უნდა შეევსოთ. (ფოტო 5, 6,7) თამარმა უბანზე სხვადასხვა დარღვევები დააფიქსირა და რამდენიმე საჩივარი შეადგინა. ყველა საჩივარს მუქარა მოყვა.

პირველი საჩივარი და პირველი მუქარა- 08:13 სთ, 30 მაისი, 2010 წელი

თამარმა პირველი საჩივარი ყარაჯალას N38 უბანზე იმის შესახებ დაწერა, რომ საარჩევნო უბანზე არასწორ ადგილზე ხდებოდა ულტრაიისფერი ფარნით შემოწმება. დამკვირვებლის აქტიურობამ უბნის ერთ-ერთი რეგისტრატორი გააღიზიანა (ფოტო 8) და თამარს უთხრა: „ჩემი შვილი არის ზურაბ სვიმონიშვილი, გურჯაანში „სილქნეტის“ დირექტორი და ხვალ ტელეფონი არ გექნება, თამრიკოოო!“

მეორე საჩივარი და მეორე მუქარა - 11:15 სთ, 30 მაისი, 2010 წელი

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა თამარ კვირიაშვილმა ყარაჯალას N38 უბანზე დააფიქსირა, რომ მარკირება არასწორ ადგილზე ხდებოდა და მეორე საჩივარი დაწერა. რეგისტრატორმა ამჯერად ერთ მეტრიანი ალუმინის სახაზავი მოიტანა, რეგისტრაციის ბოლო მაგიდიდან 2 მეტრი გადაზომა და დამკვირვებელი მკაცრად გააფრთხილა, ფეხი არ მოეცვალა ამ ადგილიდან (ფოტო 9).

მესამე საჩივარი და მესამე მუქარა - 13:10 სთ, 30 მაისი, 2010 წელი

მესამე საჩივარი თამარმა მაშინ დაწერა, როდესაც გადასატან ყუთს გაყვა „ლეიბორისტების“ დამკვირვებელი, თუმცა არანაირი მოწმობა არ ქონდა, რომ ამ პარტიიდან იყო (ფოტო 10). ყარაჯალას N38 უბანზე ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის გარდა, კიდევ  სხვა ორგანიზაციების 5 დამკვირვებელი იმყოფებოდა. თუმცა ისინი საჩივრებს არ წერდნენ. თამარის სადამკვირვებლო აქტიურობას შემდეგი მუქარა მოყვა. ყარაჯალას N38 უბნის კომისიის თავმჯდომარემ ქალბატონმა ელზამ თამარს უთხრა: „უსაფუძვლო საჩივრებს წერ! ახლა, საარჩევნო კომისიის 13-ვე წევრი საჩივარს დავწერთ და უბნიდან გაგიშვებთ!“  კომისიის თავმჯდომარემ საჩივარი ვერ დაწერა. დამკვირვებელი კანონიერად იქცეოდა (ფოტო 11)

მეოთხე საჩივარი და ხინკალი საარჩევნო უბანზე - 17:16, 30 მაისი, 2010 წელი

ყარაჯალას N39 უბანზე არანაირი ინსტრუქცია არ იყო გამოკრული, თუ როგორ უნდა მიეღო ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობა. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა მეოთხე საჩივარი დაწერა. ამასობაში, თამარმა დაინახა, რომ უცხო პირები საარჩევნო ყუთში რამდენიმე ბიულეტენის ჩაყრას ცდილობდნენ. დამკვირვებელმა გამყალბებელს შენიშვნა მისცა, რასაც ჩოჩქოლი მოჰყვა. მოულოდნელად თამარი მიხვდა, რომ ვიღაცამ ხელი წელში ჩაავლო და საარჩევნო უბნის გარეთ ხელში ატაცებული გამოიყვანა. უცებ თამარი საარჩევნო უბნის გარეთ აღმოჩნდა, თუმცა ტელეფონიდან იმის გადაღება კი მოასწრო, როგორ მიირთმევდნენ ყარაჯალას N39 საარჩევნო უბანზე ხინკალს (ფოტო 12, 14, 15). ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა უბანზე ხინკალი დააგემოვნა (ფოტო 13)

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები