კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ მოთხოვნებს „ლეიბორისტები“, „კონსერვატორები“ და პარტია „თავისუფლება“ უერთდებიან

7 ივნისი, 2010

ნინო გელაშვილი

„მართლმადიდებელი ვარ მეც! დამაპატიმრეთ!!!“ - ამ ლოზუნგით 3 ივნისს „თავისუფლების ინსტიტუტის“ ოფისთან „სახალხო მართლმადიდებლურმა მოძრაობამ“ აქცია-ბრიფინგი გამართა. ძირითადი მოთხოვნები იყო 7 მაისს დაკავებული თანამოაზრეების გათავისუფლება და „თავისუფლების ინსტიტუტის“ გაუქმება.

„თხოვნით მივმართავთ პატრიარქს, ჩაერიოს და დაგვეხმაროს იმ ბიჭების გათავისუფლებაში, რომლებიც „თავისუფლების ინსტიტუტის“ პატიმრები არიან“, - განაცხადა პარტია „თავისუფლების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, ლადო სადღობელაშვილმა.

აქციაში მონაწილეობდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების  - „ლეიბორისტების”, „კონსერვატორების“, „თავისუფლების“ და „გამარჯვების“ ახალგაზრდული ფრთის წევრები,  არასამთავრობო ორგანიზაციები - „თანასწორობის ინსტიტუტი“, „ერეკლე II-ის საზოგადოება“, ახალგაზრდული მოძრაობები - „არა!“ და „წინ!“

მათ მიერ გავრცელებულ მიმართვაში, სახელწოდებით - „მართლმადიდებლობისთვის დევნილნი“, ნათქვამია (სტილი დაცულია): „თავისუფლების ინსტიტუტმა“ შეითავსა ნერონის და ჯელალედინის ფუნქციები. ნერონის მსგავსად, ამ შავბნელი ორგანიზაციის წევრები ათასგვარ ცილისწამებას ავრცელებენ ჭეშმარიტ ქრისტეანეთა მიმართ, დევნიან და ციხეში ამწყვდევენ მათ; ხოლო ჯელალედინის მსგავსად, ერეკლე დეისაძეს  მკრეხელური წიგნის სახით, მათ  ღვთისმშობლის და მაცხოვრის ხატები დაუწყვეს ხალხს და ზედ ფეხის დაბიჯება შესთავაზეს“.

„თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრებს მათ „შემცდარი ძმები“ უწოდეს: „ქრისტეანული მორალის თანახმად, ჩვენ არც ერეკლე დეისაძე გვძაგს და არც „თავისუფლების ინსტიტუტის“ სხვა წევრები. ჩვენ ისინი მტრებად კი არ მიგვაჩნია, არამედ შემცდარ ძმებად. ისინი ჩვენი თანამემამულენი არიან და გული შეგვტკივა მათზე. ჩვენ გვძაგს მათში არსებული ცოდვა და მათში არსებული უღმერთობა, მართლმადიდებლობის მტრობა და სამშობლოს წინააღმდეგ ბრძოლა. ამიტომ მოვუწოდებთ დეისაძესაც და „თავისუფლების ინსტიტუტის“ სხვა წევრებსაც, დატოვონ და გააუქმონ ეს ანტიქრისტეანული ორგანიზაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ბრიფინგზე განაცხადეს, თანამოაზრეების გათავისუფლებისა და „თავისუფლების ინსტიტუტის“ საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით, ისინი პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და პატრიარქის სახელზე წერილების გაგზავნას გეგმავენ. 

აქციაზე არ იყვნენ ორგანიზაციების მხარდამჭერები და არც „თავისუფლების ინსტიტუტიდან“ ყოფილა გამოხმაურება. აქცია ინციდენტების გარეშე, ნახევარ საათში დასრულდა.

2010 წლის 7 მაისს, ერეკლე დეისაძის  წიგნ  „საიდუმლო სირობასთან" დაკავშირებით ტელეკომპანია „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში გამართული  დისკუსიის დროს,  „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“, ასევე, „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და მათ  ოპონენტებს შორის გაჩენილ უთანხმოებას ხელჩართული  ჩხუბი მოჰყვა. ინციდენტის შემდეგ სამართალდამცველებმა ძალადობაში ეჭვმიტანილი 7 პირი დააკავეს.

ახალი ამბები