კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იდუმალი არჩევნები

7 ივნისი, 2010

გულო კოხოძე, სამცხე

30 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსვლელობისას სამცხეში სულ რამდენიმე საჩივარი დაიწერა. „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ შეკრიბა ცნობები, რა ხდებოდა რეგიონის საარჩევნო უბნებზე, როგორი იყო ამომრჩევლის აქტიურობა და რას ამბობდნენ დაკმვირვებლები.

ხმის მიცემა საჯაროდ

დროზე ადრე 06:45 საათზე გაიხსნა ასინძის საარჩევნო ოლქის #7 უბანი სოფელ იდუმალაში. 310 ამომრჩევლიდან 9 საათამდე ხმა 10 კაცმა მისცა. 08:45 საათზე უბანზე 55 წლის ირინა კედელაშვილი გამოჩნდა. მან არჩევანი სარეგისტრაციო მაგიდაზევე გააკეთა, 5 ნომერი დემონსტრაციულად შემოხაზა და დასძინა, რომ დასამალი არაფერი ჰქონდა. „ასე იყო საჭირო - ორი ბიჭი მყავს, ერთი ჯარშია, მეორე პოლიციაში“, - აგვიხსნა ირინა კედელაშვილმა.   

ამომრჩეველთა რიგი იდგა რეგისტრაციის მაგიდასთან #39 ასპინძის საარჩევნო ოლქის #23 უბანზე. აქ ქაოსს კაბინიდან არჩევანის დაფიქსირების გარეშე გამოსული მოქალაქეები ქმნიდნენ. ისინი დაბნელებულ კაბინაში ბიულეტენებზე საარჩევნო სუბიექტების ნომრებს ვერ არჩევდნენ. კომისიის წევრები კაბინასთან ამომრჩევლებს „ნომრების გარჩევაში ეხმარებოდნენ“.
უბნის თავმჯდომარემ მალხაზ მოსიძემ, ერთ-ერთ ამომრჩეველს გარკვევით განუმარტა, თუ რომელ გრაფაში ეწერა „ნაციონალური მოძრაობა“.

ახალციხე

#37 ახალციხის საარჩევნო ოლქში ყველა საარჩევნო უბანი დილის 7 საათზე გაიხსნა. ახალციხის #1 საარჩევნო უბანში დილიდანვე იმყოფებოდა არასაუწყებო დაცვის სამსახურის ორი თანამშრომელი, რომლებმაც განაცხადეს, რომ უბანზე დაცვის უფროსის დავალებით მივიდნენ. 

ამავე უბანზე იმყოფებოდა დამკვირვებელი მარიამ აკოფაშვილი ორგანიზაციიდან „ახალგაზრდული მოძრაობა - ჩვენი თაობა“. კითხვაზე, რა ორგანიზაციას წარმოადგენს და ჰყავს თუ არა მის ორგანიზაციას ახალციხის ოლქში სხვა წარმომადგენლებიც, გვითხრა, რომ ამაზე მხოლოდ დარეკვის შემდეგ გვიპასუხებდა. ცოტა ხნის შემდეგ კი განაცხადა, რომ იგი არის ცესკოდან და ორგანიზაციის სხვა წევრების შესახებ არაფერი იცის. მისივე თქმით, აქ ნაცნობმა მოიყვანა, რომლის სახელიც ვერ გაიხსენა.

დღის მეორე ნახევარში სავსე იყო #37 ახალციხის საარჩევნო ოლქის #7 უბანი. პატარა ოთახი უცნობი პირებისგან უბანზე მედიის მისვლის შემდეგ დაიცალა.

ქაოსი უბანზე

ქაოსური ვითარება იყო 14:00 საათზე ახალციხის #6 უბანზე. ერთდროულად უბანზე მოსულმა ათობით ამომრჩეველმა უკონტროლო სიტუაცია შექმნა. შეუძლებელი იყო გაგერკვია, კაბინაში ვინ შედიოდია და გამოდიოდა, ვინ საარჩევნო ყუთში ბიულეტენს აგდებდა და ვინ რეგისტრაციას გადიოდა. მარკირების გაკეთებაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო. არსებული ვითარების გამო უბანზე საჩივარი „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ დამკვირვებელმა გიორგი ჯავახიძემ დაწერა.  

ადიგენი

# 38 ადიგენის საარჩევნო ოლქის #4 ბენარის საარჩევნო უბანი ჩვეულებრივ დილის 7 საათზე გაიხსნა. კენჭისყრა 8 საათზე დაიწყო. 8 საათზე დაფიქსირდა პირველი პოზიციაც, რომლის ავტორი, 18 წლის გიორგი ჩილაშვილი, კომისიის თავმჯდომარის შვილი იყო და უბანზე „თოფაძე – მრეწველების“ წარმომადგენლის სტატუსით სარგებლობდა.

ბენარის საარჩევნო უბანში ხუთი სოფელი ერთიანდება: ხევაშენი, ბენარა, უნწა, ნაქურდევი და შოლავერი. სხვა სოფლის მოსახლეობა უბანზე მიკროავტობუსებით მოჰყავდათ. კითხვაზე: ვინ ჩამოიყვანა ბენარაში, ამომრჩევლებმა ასე გვიპასუხეს: „მანქანა „ნაციონალებმა“ გამოგვიგზავნეს თუ გამგეობამ, ზუსტად არ ვიცით“. მძღოლმა კი ეს ფაქტი უარყო და განაცხადა,  რომ ხალხი თავისი სურვილით ჩამოიყვანა და საწვავის ფულიც მისთვის არავის გადაუხდია.

ამ უბანზე ამომრჩეველს რამდენიმე სამარშრუტო ტაქსი მთელი დღის განმავლობაში ემსახურებოდა. კომისიის თავმჯდომარის ქეთევან ობოლაშვილის თქმით, ტრანსპორტი ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით გამოიყო. 

ადიგენის საარჩევნო ოლქის #7 ვარხნის უბანზე რეგისტრირებული იყო 1302 ამომრჩეველი; 5 ამომრჩეველი იყო სპეციალურ სიაში და 36 განცხადება იყო გადასატანი ყუთისთვის. უბანზე მიღებული ჰქონდათ 1250 საარჩევნო ბიულეტენი. უბანი 20:00 საათზე დაიხურა. ბოლო მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 962-მა მოქალაქეემ დააფიქსირა. კომისიის თავმჯდომარის ნოდარ საბაძის განმარტებით, უბანზე არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად, არც ერთი საჩივარი არ დაწერილა.

„ამომრჩეველთა აქტიურობა ნორმალურია, არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია“, - გვითხრა #2 უბნის კომისიის თავმჯდომარემ ლია ბალახაშვილმა. იგივე გაიმეორა ორგანიზაციის „მშვიდობისა და განვითარების აკადემია“ დამკვირვებელმა ელენე ბალახაშვილმაც: „დილიდანვე ვარ უბანზე, არანაირი დარღვევა არ ყოფილა“. ხარვეზები არც ორგანიზაცია „მშვიდობა და განვითარება“ წარმომადგენელს, ტარიელ ენდელაძეს შეუნიშნავს.

ახალი ამბები