კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) საქართველოს შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა

16 ივნისი, 2010

ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა საქართველოში რასიზმის, რასობრივი დისკრიმინაციის და შეუწყნარებლობის შესახებ. კომისია აღნიშნავს მის მიერ საქართველოზე გამოქვეყნებული ბოლო ანგარიშიდან დღემდე მიღწეულ პროგრესს, მაგრამ ამავდროულად აღწერს იმ საკითხებსაც, რომლებიც გამოსწორებას საჭიროებს. გთავაზობთ კომისიის ანგარიშის შემაჯამებელ დასკვნას.

ECRI-ის საქართველოს შესახებ მეორე მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ (2007 წლის 13 თებერვალი) წინ გადაიდგა ნაბიჯები ამ მოხსენებაში მოცემულ მთელ რიგ სფეროებში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2009 წლის 8 მაისის #348 განკარგულებით, ამოქმედდა შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია და მისი სამოქმედო გეგმა. მათი მიზნებია: საქართველოში ტოლერანტობისა და ურთიერთპატივისცემის გარემოს შექმნა; ყველა მოქალაქისათვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობა; ცხოვრების ყველა სფეროში ეთნიკურ უმცირესობათა ეფექტიანი მონაწილეობის უზრუნველყოფა და მათი კულტურისა და თვითმყოფადობის განვითარებისა და შენარჩუნებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა.

საქართველოს ომბუდსმენი (შემდგომში სახალხო დამცველი) კვლავ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საქართველოში უმცირესობათა, განსაკუთრებით კი ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვის საქმეში, ასევე დისკრიმინაციასთან ბრძოლის საქმეში. ამას ახერხებს მის სამსახურთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის, აგრეთვე, ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოსა და რელიგიათა საბჭოს საქმიანობების ფარგლებში.

საქართველოს ხელისუფლება არ იშურებს ძალისხმევას, რომ წინ აღუდგეს რელიგიური შეუწყნარებლობის გამოვლენას და წარმართოს დიალოგი რელიგიურ უმცირესობებთან.

აცნობიერებს რა წინააღმდეგობებს, რომელთა წინაშეც დგანან ეთნიკური უმცირესობები საქართველოში განათლების სფეროში, უმთავრესად, ქართული ენის უკმარად ცოდნის გამო, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მიიღოს შესაბამისი ზომები ამ წინააღმდეგობათა დასაძლევად, რაც დასაფასებელია. საქართველოს ხელისუფლება ასევე დგამს ნაბიჯებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის ქართული ენის სწავლების კუთხით, ზოგადად, ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციის მიზნით.

შემუშავებულია სახელმწიფო პროგრამები მოსწავლეთა შორის სხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის სწავლების მიზნით. კერძოდ, 2006 წელს ხელახლა შესწორდა რელიგიური საკითხების სწავლებასთან დაკავშირებული  პროგრამა და სახელმძღვანელოები, რათა მათ უფრო ზუსტად აესახათ რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნება.

ლტოლვილებს გადაეცათ ცხოვრების უფლება და სამგზავრო საბუთები, რაც მათ საშუალებას მისცემს, იმგზავრონ საქართველოს გარეთაც. ბოლო წლებში გაუმჯობესდა ურთიერთობები პანკისში მცხოვრებ ჩეჩნეთიდან ლტოლვილებსა და ადგილობრივ სამართალდამცავებსა თუ ადგილობრივ მოსახლეობას შორის, ისევე, როგორც უსაფრთხოების ხარისხი.

საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა არა ერთი უნიშვნელოვანესი ღონისძიება, რათა გააუმჯობესოს ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა. მათ შორის აღსანიშნავია სახელმწიფოს 2007 წლის სტრატეგია და 2009 წლის 28 მაისის სამოქმედო გეგმა, რომელთა სამიზნე ჯგუფია როგორც დევნილები 1990-იანებში, ასევე 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად „ახალი“ დევნილები.

ნაბიჯები გადაიდგა იმის წასახალისებლადაც, რომ ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები დასაქმდნენ პოლიციის ძალებში, განსაკუთრებით კი იმ რეგიონებში, სადაც ეს უმცირესობები დიდი რაოდენობით ცხოვრობენ, რათა გაიზარდოს ეთნიკური მრავალფეროვნება პოლიციაში.

ECRI მიესალმება ამ პოზიტიურ ძვრებს საქართველოში. თუმცაღა, მიღწეული წარმატებების მიუხედავად, ზოგიერთი საკითხი კვლავ შეშფოთებას იწვევს.

მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ გაცხადდა ეთნიკურ უმცირესობათა დისკრიმინაციის არაერთი ფაქტი დისკრიმინაციისა და სამართალწარმოების თვალსაზრისით, არ ჩანს ისეთი შემთხვევები, როცა ადამიანებმა მიიღეს კომპენსაცია სასამართლო ხელისუფლებისაგან მათი უფლების შელახვის გამო. ჯერ კიდევ არ არსებობს სპეციალური ორგანო, რომელიც წინ აღუდგება რასობრივ დისკრიმინაციას. მაგალითად, მოისმენს და განიხილავს საჩივრებს კერძო მხარეებს შორის რასობრივი დისკრიმინაციის შემთხვევებთან დაკავშირებით. შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფციის სამოქმედო გეგმა არ მოიცავს არანაირ პროექტს, რომლის მიზანიც იქნება კონცეფციაში რასობრივ დისკრიმინაციასთან მიმართებით დასახული მიზნების მიღწევა.

საქართველოს ხელისუფლებისათვის კვლავ გამოწვევად რჩება, გააკეთოს ყველაფერი უმცირესობებში სახელმწიფო ენის ცოდნის გასაუმჯობესებლად, რათა გაუადვილოს მათ ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია. ამავე დროს, მისცეს მათ საშუალება, მიიღონ განათლება მშობლიურ ენაზე. მიუხედავად მიღებული ზომებისა, კვლავ ბევრი რჩება გასაკეთებელი იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ დაზარალდნენ ბავშვები ეთნიკურ უმცირესობათაგან და ჰქონდეთ მათ თანაბარი მიწვდომა უმაღლეს განათლებასა და დასაქმებაზე, ქართულენოვანი ბავშვების მსგავსად.

სულ ახალია სასწავლო პროგრამების რეფორმა რელიგიური საკითხების სწავლების თვალსაზრისით, რისი მიზანიცაა რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების უფრო მკაფიო გამოხატვა. ამიტომ ჯერ კიდევ აუცილებელია იმის მონიტორინგი, თუ როგორ ინერგება ეს პროგრამა ყველა ქართულ სკოლაში, რათა ახალი მიდგომა სათანადოდ გაატაროს განათლების სისტემის მთელმა პერსონალმა, გამონაკლისის გარეშე.

არსებობს შემთხვევები, როცა მასწავლებლები და, მათი გამოისობით, მოსწავლეები ავიწროებენ და ამცირებენ ბავშვებს, რომლებიც არ მიეკუთვნებიან რელიგიურ უმრავლესობას.

ეს მოხსენება კვლავ აღნიშნავს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ სტერეოტიპების, აკვიატებული აზრებისა და არასწორი შეხედულებების არსებობის ფაქტებს. კერძოდ, ამ სტერეოტიპებს საქართველოში ახმოვანებენ პოლიტიკოსები და მედია, მათ შეხვდებით სკოლის სახელმძღვანელოებშიც. სხვა ჯგუფებიც, მაგალითად, ჩეჩნები, ზოგჯერ ხდებიან ამგვარი სტერეოტიპების მსხვერპლნი, ასოცირდებიან რა დანაშაულსა და ტერორიზმთან მედიაში. მოსახლეობის უმრავლესობა გულგრილი რჩება ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა პრობლემების მიმართ, მეტიც, არც კი იცნობენ მათ კულტურასა თუ ცხოვრების გარემოებებს.

არსებობს განცხადებები, რომელთა თანახმადაც, 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის გამო, საქართველოში ზოგიერთი ასპექტით გაუარესდა ვითარება საჯარო განხილვებში რასიზმის გამოხატვის თვალსაზრისით. თუმცაღა, ძალიან ძნელია არსებული მდგომარეობისა და მისი შესაძლო განვითარების შეფასება, რადგან არ არსებობს ამ საკითხის მრავალმხრივი კვლევა. ზოგადად, საზოგადოება ერთმანეთისაგან ასხვავებს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და საქართველოში მცხოვრებ ცალკეულ ადამიანებს, თუმცა, ეს ვითარება შეიძლება მარტივად შეიცვალოს. ECRI -სთვის ცნობილი გახდა ისეთი პრობლემები, როგორიცაა მოჭარბებული ნაციონალიზმი და ანტირუსული რიტორიკა, პროპაგანდის შემთხვევები, რომლის მიზანიცაა რუსების, აფხაზებისა და ოსების მტრად შერაცხვა. ბოლო ხანს, როგორც ჩანს, გაუარესდა კლიმატი რელიგიურ უმცირესობათა და, განსაკუთრებით, „არატრადიციულ“ უმცირესობათა აღქმის თვალსაზრისით, რასაც მივყავართ ამ ჯგუფების მიმართ რელიგიური შეუწყნარებლობის გამოვლენამდე.

ბოლო წლებში კვლავ ჩივიან რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლების მიმართ შევიწროებისა და სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტების არსებობის შესახებ. არის შემთხვევებიც, როცა იჭრებიან რელიგიურ უმცირესობათა მსახურების ან კერძო საკუთრების ადგილებზე.  მართალია, ბოლო წლებში უფრო და უფრო იზრდება შემთხვევები, როცა სასამართლო რეაგირებს რელიგიური შეუწყნარებლობის გამოვლენის ფაქტებზე, მაგრამ ზოგჯერ კვლავ სასურველია, რომ პოლიციამ საკადრისი პასუხი გასცეს შეუწყნარებლობის გამოვლენას.

ბოშები ზარალდებიან ფართოდ გავრცელებული სტერეოტიპების გამო და განიცდიან მარგინალიზაციას, რაც ნაწილობრივ ხსნის მათ უკიდურეს სიღარიბესა და სკოლაში დასწრების ძალიან დაბალ ხარისხს, რაც შესამჩნევია ბოშათა ბავშვებში.

მაჰმადიანი მესხების მიმართ (რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს, 1944 წელს გადაასახლეს) კვლავ მტრული განწყობილებაა საქართველოს მოსახლეობის ზოგიერთ სეგმენტში, განსაკუთრებით კი, სომხურ მოსახლეობაში, რომელიც იმ ადგილებში ცხოვრობს, საიდანაც მესხები არიან წარმოშობით.

ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციისათვის მთავარ დაბრკოლებად კვლავ რჩება ქართული ენის არცოდნა. სომხები, აზერბაიჯანელები და სხვა ეთნიკური უმცირესობები სამხრეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში კვლავ იზოლირებულნი არიან არა მხოლოდ ენობრივი ბარიერის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ვერ სარგებლობენ სათანადო ინფრასტრუქტურით, განსაკუთრებით, ტრანსპორტისა და კომუნიკაციის სფეროში.

მეტი ძალისხმევაა საჭირო იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეთნიკური უმცირესობები შესაბამის დონეზე მონაწილეობდნენ ქვეყნის საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში. კერძოდ კი, სწავლების გასაუმჯობესებლად ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლაში, სადაც მომავალი საჯარო მოსამსახურეები სწავლობენ იმასაც, თუ როგორ იმუშაონ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.

კვლავ საჭიროა უსახლკაროთა შესახებ კანონმდებლობის გადამოწმება, რათა ის შესაბამისობაში მოვიდეს ამ სფეროში არსებულ საერთაშორისო სამართალსა და სტანდარტებთან. ჩეჩნეთიდან ლტოლვილებისათვის საცხოვრებელი პირობები პანკისში კვლავ უკიდურესად მძიმეა, რადგან რეგიონში ძალიან მცირეა შესაძლებლობები შემოსავლის მისაღებად.

მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან მიღებული ზომებისა, 1990 წლის კონფლიქტისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირები კვლავ სერიოზულ სირთულეებს აწყდებიან ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. კერძოდ, მათი საცხოვრებელი პირობები უმძიმესია სიღარიბის გამო. ამასთან, ისინი აწყდებიან სერიოზულ დაბრკოლებებს ინტეგრაციის პროცესში, რადგან იმ ადგილებში, სადაც ცხოვრობენ, არ არის სამუშაო ადგილები და შესაძლებლობები შემოსავლის მისაღებად.

ამ მოხსენებაში ECRI მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღოს შემდგომი ზომები ზოგიერთ სფეროში; ამ კონტექსტში იგი იძლევა მთელ რიგ რეკომენდაციებს, რომლებიც მოცემულია ქვემოთ.

ECRI დაჟინებით აჩქარებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ განაგრძოს და განამტკიცოს ძალისხმევა ეთნიკურ უმცირესობათა მოსწავლეებისთვის ქართული ენის სწავლების საქმეში. კერძოდ, ამ მიზნით, ECRI იძლევა რეკომენდაციას, რომ მასწავლებლებმა, რომლებიც გადიან ტრენინგებს ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლებაში, იცოდნენ იმ ეთნიკური უმცირესობის ენა, რომელთა მოსწავლეებსაც უნდა ასწავლონ. ასევე, ყველა მოსწავლეს, ვისაც ეს სჭირდება, უფასოდ დაურიგდეს ქართულის, როგორც მეორე ენის სახელმძღვანელო. ECRI ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ქართულენოვან და არაქართულენოვან სკოლებს შორის დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობები, კერძოდ, სკოლებში სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონში, რათა ხელი შეუწყოს სხვადასხვა კულტურული და ენობრივი საფუძვლის მქონე მოსწავლეების დაახლოებას.

ECRI ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, რომ დააკვირდეს, თუ რა ვითარებაა პოლიტიკურ დისკურსებსა და მედიაში უმცირესობათა ჯგუფების, კერძოდ კი, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა მიმართ სტერეოტიპების, აკვიატებული აზრებისა და მცდარი შეხედულებების გამოხატვის თვალსაზრისით. ECRI იძლევა რეკომენდაციას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იხმაროს ყველა ღონე (გამართოს ცოდნის ასამაღლებელი კამპანიები), რათა გააუმჯობესოს ურთიერთშეთანხმების დონე, აღძრას ურთიერთნდობის გრძნობა სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს შორის, გააღრმავოს ურთიერთგაგება მოსახლეობის უმრავლესობასა და მცირე ეთნიკურ ჯგუფებს შორის, რითაც ხელს შეუწყობს ტოლერანტულ და მშვიდობიან თანაარსებობას ქვეყანაში.

ECRI აჩქარებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ განაგრძოს და გააძლიეროს ძალისხმევა იმისათვის, რომ წინ აღუდგეს რელიგიური შეუწყნარებლობის გამოვლენას, რასაც მოჰყვება ხოლმე ფიზიკური ძალადობა და/ან საკუთრებაზე თავდასხმა.

ECRI ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, რომ გამართოს ცოდნის ასამაღლებელი კამპანიები ზოგადად საქართველოს მოსახლეობაში და, კერძოდ, სომხურ მოსახლეობაში, რომელიც იმ რეგიონში ბინადრობს, საიდანაც არიან წარმოშობით თურქი მესხები, რათა აუხსნან მათ ამ ადამიანების დაბრუნების ისტორიული მიზეზები. ამგვარი კამპანიების მიზანია თურქი მესხების წინააღმდეგ შეუწყნარებლობის ნებისმიერი ფორმის თავიდან აცილება, როგორც მოსახლეობის უმრავლესობის წარმომადგენელთაგან, ასევე იმ რეგიონში, სადაც ეს ადამიანები დაბრუნდებიან. ECRI ასევე იძლევა რეკომენდაციას, რომ გააათკეცოს ძალისხმევა თურქი მესხების ინტეგრაციისათვის, კერძოდ კი, შეიმუშაოს მრავალმხრივი სტრატეგია, რომელიც უპასუხებს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ენის შესწავლა, განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობა.

ECRI დაჟინებით ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მეტი ძალისხმევა მოახმაროს ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლის კურიკულუმის ხარისხის გაუმჯობესებას, რამდენადაც მას ეხება ქართული ენის სწავლება ეთნიკურ უმცირესობათათვის. აგრეთვე იძლევა რეკომენდაციას, რომ ხელისუფლებამ შეიმუშაოს მექანიზმები ამ სკოლის კურსდამთავრებულთა, მათ შორის, განსაკუთრებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ადმინისტრაციულ ორგანოებში დასასაქმებლად, მათი განათლების დონის შესაბამისად. 

ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ www.humanrights.ge-ს შესაბამის განყოფილებაში

ახალი ამბები