კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციელებისთვის სავარჯიშო მოედნის მოსაწყობად ანდრონიკაშვილების საგვარეულო სახლი დაანგრიეს

18 ივნისი, 2010
ნატალია სარქისაშვილი, www.ick.ge

გურჯაანში ანდრონიკაშვილების საგვარეულო სახლი დაანგრიეს, რომელიც მე-19 საუკუნეში იყო აშენებული. მუნიციპალიტეტის გამგეობამ შენობა აუქციონზე 13 700 ლარად გაყიდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა, შენობის ადგილზე პოლიციის თანამშრომლებისთვის სავარჯიშო მოედნის მოწყობაა დაგეგმილი.

„აღნიშნული სახლი რაიონული პოლიციის ეზოში იდგა. ამასთან, გვერდით მდებარე შენობაში საგანგებო სიტუაციების სამსახური განთავსდა, რომელიც გუბერნატორის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსაც და პოლიციასაც თანამშრომლების სავარჯიშოდ, ავტომანქანების გასაჩერებლად და ბაზის მოსაწყობად ადგილი სჭირდებოდათ, რის გამოც ორსართულიანი შენობა აუქციონზე გავყიდეთ და ადგილი გამოვათავისუფლეთ“, - განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა შოთა უტიაშვილმა.

ანდრონიკაშვილების საგვარეულო სახლის ნგრევის შესახებ ინფორმაცია პირველად ადგილობრივ გაზეთ „სპექტრში“ გამოქვეყნდა. გაზეთი 1954 წელს შედგენილ ერთ-ერთ დოკუმენტზე დაყრდობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ 1923 წლამდე ტერიტორია, სადაც ამჟამად გურჯაანია გაშენებული, დაუსახლებელი ადგილი იყო, მხოლოდ ერთი ორსართულიანი სახლი იდგა, რომელიც თავად ანდრონიკაშვილს ეკუთვნოდა. სახლი მთლიანად ქართული აგურით არის ნაშენები და კედლების სისქე 1 მეტრს აღწევს.

გურჯაანის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორის, ისტორიკოს შოთა უტიაშვილის თქმით, ნონეშვილის 6-ში მდებარე ორსართულიანი სახლი რომელიც დაანგრიეს, ნამდვილად ანდრონიკაშვილების საგვარეულო სახლი იყო. „ეს სახლი თავად ანდრონიკაშვილს 1921 წელს ჩამოართვეს. მას შემდეგ კი, რაც ქალაქი გურჯაანი დაარსდა, შენობას სხვადასხვა სამსახურები იყენებდნენ“, - აღნიშნა ისტორიკოსმა შოთა უტიაშვილმა.

წლების განმავლობაში, ანდრონიკაშვილების საგვარეულო სახლის პირველ სართულზე წინასწარი დაკავების იზოლატორი, ხოლო მეორე სართულზე პოლიციის სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილება იყო განთავსებული.

ახალი ამბები