კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოადგინა

23 ივნისი, 2010
 ნინი გელაშვილი

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ არჩევნების მონიტორინგის შუალედური ანგარიში დაასრულა. ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით, 30 მაისს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მონიტორინგს სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთის რეგიონებში ატარებდა.

ანგარიშის მიხედვით, არჩევნების დღეს შემდეგი დარღვევები გამოვლინდა: საუბნო-საარჩევნო კომისიებში საარჩევნო ინვენტარის უხარისხო და არასაკმარისი რაოდენობა (ფარული კენჭისყრის კაბინების სიმცირე და მთლიანობის დარღვევა); მარკირების შესამოწმებელი სპეციალური აპარატების გაუმართავი მუშაობა; საარჩევნო დოკუმენტაციის არქონა (თვალსაჩინო ადგილას არ იყო გამოკრული ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიები, საარჩევნო ბიულეტინის შევსების წესი,  საარჩევნო სუბიექტთა სიის, საარჩევნო უბნის საზღვრებისა და საარჩევნო ბიულეტენების შევსების შესახებ ინსტრუქციები). საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთა განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო კომისიებს საარჩევნო ინვენტარი და დოკუმენტაცია სრულად არ მიაწოდა.

თვალშისაცემი იყო საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით მოწყობილი საარჩევნო უბნები (კენჭისყრის შენობაში დამოუკიდებელად, სხვადასხვა ადგილას იქნა განთავსებული სარეგისტრაციო მაგიდები, ფარული კენჭისყრის კაბინები და საარჩევნო ყუთები); საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა არასწორი და დაუდევრი განხორციელება; საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრთა არაკომპეტენტურობა და საქმისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანთა არაკომპეტენტურობა და მათთვის დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობა (ჩანაწერთა წინგის არასწორი წარმოება ან წარმოების უგულვებელყობა, საჩივრებისა და შენიშვნების ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირების ხელშეშლა, საჩივრების რეგისტრაციაში გატარებისა და შესაბამისი ცნობის გაცემის წესის უხეში დარღვევა).

დაფიქსირებულ დარღვევებს შორის ასევე არის: საარჩევნო უბნის გახსნიდან, კენჭისყრის პროცესის დაწყებამდე ჩასატარებელ პროცედურათა დარღვევა: კომისიის წევრთა წილისყრით ფუნქციათა განაწილების უგულვებელყოფა, წილისყრით გამოვლენილ ფუნქციათა ხშირი და ჩანაწერთა წიგნში დაუფიქსირებელი ცვლა, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე სამკერდე ნიშნისა და უბანზე ყოფნის უფლების არმქონე პირთა არსებობა.

გამოვლენილია კენჭისყრის პროცედურული დარღვევები: მარკირების არაჯეროვანი შემოწმება, მარკირების პროცესის უგულებელყოფა, საარჩევნო ყუთის ლუქების არასწორი გამოყენება, ფარული კენჭისყრის კაბინაში შესულ ამომრჩეველთა დახმარება, კენჭისყრის კაბინაში, კანონით დადგენილ ერთზე მეტი ამომრჩევლის შესვლა, ხმის მიცემა ფარული კენჭისყრის კაბინაში შეუსვლელად ან, და კაბინიდან გამოსვლის შემდგომ ბიულეტენების დაუკეცავ მდგომარეობაში გამოტანა და ამომრჩევლის ნების ღია დაფიქსირება, კანონით დადგენილი დოკუმენტაცისს გარეშე ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა; ზეწოლა დამკვირვებლებზე და მათი საქმიანობის ხელშეშლა;

დაფიქსირდა ძალოვანი სტრუქტურების არსებობა საარჩევნო უბნებზე და უბნის მიმდებარე ტერიტორიებზე, ამომრჩეველთა დიდი ნაკადის ერთდროულად მოსვლა საარჩევნო უბანზე, არაუფლებამოსილი პირების კანონის დარღვევით კენჭისყრაში მონაწილეობა, გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმდევი დარღვევები, როგორიცაა გადასატანი საარჩევნო ყუთის, საარჩევნო უბანზე დაბრუნების შემდგომ დაულუქავ მდგომარეობაში ყოფნა და სხვა.

სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ ადგილი ჰქონდა აგიტაციას ამომრჩევლებზე (კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბნის ჯებირებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პლაკატების არსებობა და სხვა. კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა სამარშუტო ტაქსებით მოყვანა და ა.შ.) სახელისუფლებო პარტიის მხრიდან ხორციელდებოდა ზეწოლა ამომრჩევლებზე (კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბნების შესასვლელებთან და უბნის მიმდებარე ტერიტორიებზე, ე.წ. „მიკრო კოორდინატორების“ მიერ ამომრჩევლეთა აღრიცხვისა და ზეწოლის ფაქტები); ამომრჩეველთა სიებით კენჭისყრის გაყალბება; ხარვეზები საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელ პროცედურათა, ხმის დათვლის და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურებთან დაკავშირებით. ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელ პროცედურათა დარღვევა; დათვლილი ბიულეტენების რაოდენობის განსხვავდება შემაჯამებელ ოქმში ჩაწერილი რაოდენობისაგან, პროცედურის გამიზნული დაყოვნება;

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ 12 ივნისს არჩევნების განმეორებით კენჭისყრას აკვირდებოდა საგარეჯოს რაიონის სოფელ ზემო ლამბალოს #47 საარჩევნო უბანზე. განმეორებითი კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ კენჭისყრა კვალვაც კანონდარღვევით ჩატარდა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ პროექტის - „სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობა სამეგრელო ზემო-სვანეთსა და კახეთის რეგიონში“ ფარგლებში აგრძელებს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ საქმიანობას.

„იმის მიუხედავად, რომ ზოგადად არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო დემოკრატიული და გამჭვირვალე. წინასაარჩენო პერიოდი ჩატარდა არათანაბარ პირობებში, ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მედიასთან მიმართებით იყო პრობლემა. მთელი რიგი დარღვევები არჩევნების ობიექტურობას კითხვის ქვეშ აყენებს“, - ამბობს პროექტის კოორდინატორი ნინო აბაიშვილი.

24 ივნისს ცენტრალური საარჩევნო კომისია განიხილავს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარს, რომელიც ეხება საგარეჯოს რაიონის ოლქის საქმიანობას და მათი პასუხისმგებლობის საკითხებს. ივლისის ბოლოს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დასრულებულ ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომელიც წინასაარჩენო და საარჩევნო დარღვევებს ასახავს, ასევე, მოცემული იქნება რეკომენდაციები არჩევნების ობიექტურად ჩატარებასთან დაკავშირებით.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ არჩევნების მონიტორინგის შუალედური ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ პორტალზე ანგარიშების განყოფილებაში, ლინკებზე:

 
 

ახალი ამბები