კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის დღე საპროტესტო აქციით აღნიშნეს

28 ივნისი, 2010
ნინო გელაშვილი, ნინი თოფურიძე

„არ აწამო!“ - ამ მოწოდებით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 26 ივნისს ქალაქ თბილიის შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოსთან წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო დღე საპროტესტო აქციით აღნიშნა. აქციას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და „სამართალი და თავისუფლება“ შეურთდა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ამ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად ატარებს სხვადასხვა ღონისძიებებს, წელსაც გადავწყვიტეთ, მოგვეწყო აქცია, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ხაზი გაგვესვა ამ დღის და ზოგადად ამ უფლების მნიშვნელობისთვის, რასაც წამების აკრძალვა წარმოადგენს. ამავე დროს, გვინდოდა ხელისუფლებისთვის მიგვეწოდებინა ის ძირითადი მესიჯები, რაც ჩვენ გვაქვს. წამებასთან დაკავშირებული გახმაურებული საქმეები ჯერ კიდევ გამოუძიებელია, ჯერ კიდევ დაუსჯელია ის პირები, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან წამებასა და არაადამიანურად მოპყრობაში. მიგვაჩნია, რომ ეს ყოვლად დაუშვებელია და ყველა ადამიანი, ვინც ჩაიდინა ასეთი დანაშაული, აუცილებლად უნდა მიეცეს პასუხისგებაში“, - ამბობს ღონისძიების ორგანიზატორი თამარ ჩუგოშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საპარლამენტო მდივანი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ანა ნაცვლიშვილი უფლებადამცველი ორგანიზაციების სოლიდარობაზე საუბრობს: „ჩვენ არა მხოლოდ წამების მსხვერპლთა მიმართ ვაფიქსირებთ სოლიდარობას და არა მხოლოდ სახელმწიფოს მიმართ გამოვხატავთ მკვეთრ პოზიციას, არამედ ერთმანეთის მიმართაც ვაფიქსირებთ სოლიდარობას, რადგან ჩვენ ერთ მიზანს ვემსახურებით და ძალიან მისასალმებელია, როცა უფლებადამცველები ერთად დგანან ერთიანი მიზნების მისაღწევად“.

ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ საქართველოში წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლები ჯერ კიდევ არსებობენ: „გვსურს შევახსენოთ სახელმწიფოს, რომ მას აკისრია ცალსახა მისია - ყველა ზომა მიიღოს იმისათვის, რომ აღმოფხვრილ იქნეს წამება და დამამცირებელი მოპყრობა და როცა მსგვასი ფაქტები მაინც იქნება, ჩაატაროს ეფექტური გამოძიება, დასაჯოს დამნაშავეები, რაც სამწუხაროდ ხშირად არ ხდება საქართველოში“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალი და თავისუფლების“ თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი წამების თემის აქტუალობას პოლიციის პოლიტიზირებას უკავშირებს: "მოქალაქეთა დიდ ნაწილს არა აქვს განცდა, რომ სამართლიან ქვეყანაში ცხოვრობს. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ემატება ის ფაქტები, რასაც ჰქვია წამება, არაადამიანური მოპყრობა... ამიტომ ჩვენ უბრალოდ არა გვაქვს უფლება, ეს ყველაფერი არ გავაპროტესტოთ  და მუდმივად არ შევახსენოთ ხელისუფლებას“.

2005 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვილება შევიდა, რომლის მიხედვითაც საქართველომ იკისრა ვალდებულება, შესაბამისობაში მოიყვანოს ეროვნული კანონმდებლობა ადამიანის წამების ამკრძალავ საერთაშორისო  საკანონმდებლო ნორმებთან.

გასულ წელს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წამების 15 ფაქტია დაფიქსირებული და დამნაშავეები ჯერაც არ დაუკავებიათ.

ახალი ამბები