19:53, Wednesday, 16.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საქართველოში ჩადენილი დანაშაულები არ უნდა დარჩეს დაუსჯელი!

30.06.2010
22-24 ივნისს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისიდან საქართველოში იმყოფებოდა დელეგაცია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებზე ინფორმაციას აგროვებს. ვიზიტის უმთავრესი მიზანი იყო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ინფორმაციის მიღება ამ დანაშაულებთან დაკავშიებით საქართველოში მიმდინარე გამოძიების შესახებ.

ვიზიტის დასრულების შემდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს  პროკურორის ოფისმა გამოსცა პრეს-რელიზი. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გთავაზობთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზის სრული ვერსიის თარგმანს:

პრეს-რელიზი: 25.06.2010

საქართველოში ჩადენილი დანაშაულები არ უნდა დარჩეს დაუსჯელი: საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის ოფისმა [2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის] საქმის წინასწარ განხილვასთან დაკავშირებით საქართველოში თავისი მეორე ვიზიტი დაასრულა.

22-24 ივნისს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის ოფისის  დელეგაცია სამდღიანი ვიზიტით ეწვია საქართველოს, რომელიც სასამართლოს დამფუძნებელი საერთაშორისო ხელშეკრულების - რომის სტატუტის – ხელმომწერი სახელმწიფოა.

ვიზიტის მთავარი მიზანი იყო საქართველოს ხელისუფლებისგან დამატებითი ინფორმაციის მიღება შიდასახელმწიფოებრივ დონეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით იმ დანაშაულებზე, რომლებიც როგორც ამტკიცებენ, ჩადენილია 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს სამხრეთ ოსეთში, საქართველოში.

სასამართლოს პოტენციურად აქვს იურისდიქცია იმ დანაშაულებზე, რომლებიც როგორც ამტკიცებენ, საქართველოს ტერიტორიაზეა ჩადენილი და სისხლის სამართლის სასამართლოს კომპეტენციის სფეროს წარმოადგენს,  მათ შორის: სამოქალაქო პირების იძულებითი გადაადგილება, მშვიდობისმყოფელების მკვლელობები და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმები.

„რომის სტატუტი წარმოადგენს გარანტიას, რომ დაუსჯელობა დასრულდება“, – განაცხადა სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა მარენო ოკამპომ ჰააგიდან, - „სახელმწიფოებს გააჩნიათ პირველადი ვალდებულება, გამოიძიონ და დასაჯონ დამნაშავეები; სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო საქმეში მხოლოდ მაშინ ერთვება, როცა შიდასახელმწიფოებრივ დონეზე არ ხორციელდება საქმის უტყუარი გამოძიება“. 

ვიზიტის დროს დელეგაციამ მიიღო განახლებული ინფორმაცია შიდასახელმწიფოებრივ დონეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავარი პროკურორი და მისი გუნდი აწარმოებს, ასევე შეხვდა სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს იუსტიციის, საგარეო და თავდაცვის სამინისტროებიდან. დელეგაცია ასევე შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციებს.

„ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ხელისუფლების თანამშრომლობას“, - განაცხადა სასამართლოს პროკურორმა, - „აუცილებელია, რომ მათი საქმეები, ვისაც ყველაზე დიდი ბრალი მიუძღვით სერიოზული დანაშაულების ჩადენაში, გამოძიებულ იქნეს“.
პროკურორის ოფისმა წინასწარი განხილვის დაწყების შესახებ საჯარო განცხადება 2008 წლის აგვისტოში გააკეთა. საქართველო 2003 წლის 5 სექტემბრიდან წარმოადგენს რომის სტატუტის ხელმომწერ ქვეყანას. ორივე სახელმწიფომ, როგორც რუსეთმა, ასევე საქართველომ, პროკურორს მიაწოდა მნიშვნელოვანი ოდენობის ინფორმაცია შიდასახელმწიფოებრივ დონეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ. პროკურორის ოფისის წინა ვიზიტი საქართველოში განხორციელდა 2008 წლის ნოემბერში და რუსეთში 2010 წლის მარტში.

წინასწარი ანალიზი ეს არის პროკურორის ოფისის საქმიანობის პირველი სტადია იმის შესაფასებლად, უნდა დაიწყოს თუ არა საქმის გამოძიება. პირველ რიგში პროკურორის ოფისი განიხილავს იმას, ჩადენილია თუ არა, ან მიმდინარეობს თუ არა მოცემულ მომენტში დანაშაულები, რომლებიც სასამართლოს იურისდიქციაში ხვდება; რამდენად ახორციელებს სახელმწიფოს კომპეტენტური ხელისუფლება უტყუარ გამოძიებასა და მსჯავრდებას ამ დანაშაულებთან მიმართებაში, და მესამე – აფასებს იმას, პროკურორის მიერ საქმის აღძვრა ხომ არ მოვა წინააღმდეგობაში სამართლიანობის ინტერესებთან.

ამ ეტაპზე, და მე-15 მუხლის შესახაბამისად, პროკურორის ოფისი პროაქტიულად აფასებს სხვადასხვა წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის ინდივიდებისა და მხარეების მიერ გადაცემულ მასლას იმ დანაშაულებზე, რომლებიც როგორც ამტკიცებენ ჩადენილია. წინასწარი ანალიზის დაწყება არ ნიშნავს იმას რომ გამოძიება აუცილებლად დაიწყება.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის დამოუკიდებელი, მუდმივმოქმედი სასამართლო, რომელიც ახორციელებს გამოძიებასა და იმ პირების მსჯავრდებას, ვისაც ბრალი ედება საერთაშორისო მნიშვნელობის ყველაზე უფრო მძიმე დანაშაულების ჩადენაში, კონკრეტულად კი გენოციდის, კაცობრიობის წინააღდმეგ დანაშაულისა და ომის დანაშაულების, იმ შემთხვევაში თუ ქვეყნის ხელისუფლებას, რომელსაც აქვს იურისდიქცია აღნიშნულ დანაშაულებზე ვერ ან არ ახორციელებს უტყუარ გამოძიებასა და მსჯავრდება.

პროკურორის ოფისი ამჟამად ახორციელებს გამოძიებას ხუთ სიტუაციაზე: კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ჩრდილოეთ უგანდაში, დარფურში (სუდანი), ცენტრალური აფრიკის რესუბლიკა და კენიაში.

პრეს-რელიზის ორიგინალი შეგიძლიათ ნახოთ სასამართლოს ვებგვერდზე: http://www.icc-cpi.int/NR/exeres/E04BFB24-4AA8-4101-B944-20C82AFEF665.htm
 
ინფორმაციისათვის: „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აქტიურად თანამშრომლობს პროკურორის ოფისთან და პერიოდულად აწვდის მას ინფორმაციას იმ ფაქტების შესახებ, რომლის დოკუმენტირებაც ცენტრმა მოახდინა და რომლებიც შესაძლოა მიუთითებდნენ 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილ ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევებზე.

ამავე დროს, საქართველოს უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა - „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტმა“, „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“, „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრმა“, „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრმა“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და კავშირმა „ოცდამეერთე საუკუნე“ ა.წ. მაისში დაააფუძნეს საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის.

კოალიციის მიზნებია, მოახდინოს იმ დანაშაულების დოკუმენტირება, რომლებიც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციაში ხვდება (გენოციდი, ომის დანაშაულები, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები), კონკრეტულად კი - რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომთან მიმართებაში; ხელი შეუწყოს მართლმსაჯულების განხორციელებას ამ მიმართულებით ეროვნულ და საერთაშორიო დონეზე; გაუწიოს იურიდიული და სხვა სახის დახმარება ამ დანაშაულების მსხვერპლებს; აამაღლოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ ცნობადობა საქართველოში; ითანამშრომლოს სასამართლოსთან, გააძლიეროს კვლევები და ანალიზი საერთაშორისო სისხლის სამართლის დარგში.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC