კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„დაწიოკება საქართველოს სახელით“ - „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ახალი დოკუმენტური ფილმი

1 ივლისი, 2010
 ინტერპრესნიუსი
                                    
30 ივნისს „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ კინოს სახლში აჩვენა ახალი დოკუმენტური ფილმი - „დაწიოკება საქართველოს სახელით“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ სატელევიზიო სტუდიის ახალ ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეთნიკურად ოსი თანამოქალაქეების მიმართ განხორციელებულ დევნაზე.

ფილმის დაწყებამდე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ მათი მიზანია საზოგადოების ინფორმირება იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ეთნიკურად ოსებს ეხებათ.

მისი განმარტებით, ფილმის მეორე ნაწილზეც მიმდინარეობს მუშაობა და ბევრი ფაქტია, რომელიც ფილმში მოხვდება.

„თემა მძიმეა, მტკივნეულია, მაგრამ გვინდა საჯაროდ გახდეს ეს ფაქტები ცნობილი და დისკუსია დაიწყოს. დამალვით პრობლემა არ მოგვარდება“, - განაცხადა ნანუაშვილმა.

ფილმის ავტორის, გიორგი ჯანელიძის თქმით, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიზანია ტაბუდადებულ თემებზე დისკუსიის დაწყება.

ფილმი 40-წუთიანია ქართულ ენაზე, ინგლისური სუბტიტრებით. მის ჩვენებას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები, ასევე უცხოელი სტუმრები ევროკავშირის წარმომადგენლები და სხვანი დაესწრნენ.

ფილმი ორ ისტორიაზე მოგვითხრობს. გიორგი ხეთაგური 2006 წლის ოქტომბერში 1 აბი სუბოტექსის შეძენა-შენახვის ბრალდებით გაასამართლეს და 3 წლით დააპატიმრეს. გათავისუფლების სანაცვლოდ, მას საქართველოს ძალოვანი უწყებების სასარგებლოდ ცხინვალში აგენტურულ საქმიანობას სთავაზობდნენ, რაზეც ხეთაგურმა უარი განაცხადა. 3 წლის განმავლობაში ოჯახმა და ახლობლებმა არ იცოდნენ, სად იმყოფებოდა გიორგი ხეთაგური.

ფილმში ასევე მოთხრობილია ახალგორიდან თბილისში კაკლის გასაყიდად ჩამოსული ხათუნა ჩარაევას დაპატიმრების ისტორია. ჩარაევას 30 000 ყალბი აშშ დოლარის ტრასპორტირება დაედო ბრალად. საქმე საიდუმლო გრიფით წარიმართა და საბოლოოდ, ქართულმა მხარემ პატიმარი, საპროცესო გარიგების შედეგად, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას ტყვეებში გაუცვალა.

ჟურნალისტური გამოძიების მხარდამჭერები არიან: ევროკავშირი, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი და ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“.

ახალი ამბები