20:39, Sunday, 09.08.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

რამდენიმე ოჯახს ქუჩაში დარჩენა ემუქრება

14.07.2010
ნინო გელაშვილი

15 ოჯახი, რომელიც საპატრიარქოს კუვნილ შენობაშია შესახლებული, შესაძლოა გარეთ დარჩეს. ოჯახები მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან.  მათ შორის 30 ბავშვია, მათგან რამდენიმე – ახალშობილია. საპატრიარქო შენობაში ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული ინსტიტუტის ფილიალის გახსნას გეგმავს. როგორც იქ მცხოვრებლები ამბობენ, მათ წასასვლელი არსად აქვთ. შესახლებულებმა 12 ივლისს შენობის დატოვებაზე  გაფრთხილება მიიღეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, 17 ივლისს მათ უკვე ძალით გაიყვანენ. არც ერთი მცხოვრები შენობის დატოვების ოქმს ხელს არ აწერს.

ნინო ბუთხუზი და მისი მეუღლე 5 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად შენობაში ორი წელია ცხოვრობს. მანამდე მათ რამდენიმე სკოლის სარდაფი გამოიცვალეს. ოჯახში დასაქმებული არავინაა, მათი ძირითადი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. ნინო ბუთხუზი ამდენი ხნის განმავლობაში შენობაში შეფარებისთვის მადლობელია, ახლა კი თბილისის მერიის დახმარების იმედი აქვს.

ზაირა ბიძინაშვილმა კი თბილისის მერიისგან დახმარებაზე უარი უკვე მიიღო. მიზეზი ისაა, რომ რეგისტრაცია კასპის რაიონში აქვს. თუმცა, რაიონში მას არანაირი თავშესაფარი არ გააჩნია. ,,ჩემს შვილს პათოლოგიური სიმთვრალე აქვს, რასაც დაინახავს, სასმელისთვის ყიდის. ერთი ბავშვი ჩემს რძალს აქ მშობიარობის დროს მოუკვდა, ერთი ასთმიანი შვილიშვილი და მარტოხელა ქალიშვილი მყავს. მე მუშაობა აღარ შემიძლია. ერთი თვეა ავიღე სოციალური დახმარება 30 ლარი, ოჯახის წევრებმა – 24 ლარი. აქედან რომ გაგვასახლონ, რა უნდა ვქნა არ ვიცი: თავი უნდა მოვიკლა! ასე მაქვს გადაწყვეტილი”, – ამბობს ზაირა ბიძინაშვილი.
   
ავჭალის დასახლებაში, ლიბანის 33-ში, ყოფილი პროფტექნიკუმის შენობა ეკონომიკის სამინისტრომ რამდენიმე წლის წინ საპატრიარქოს გადასცა. შენობაზე მეთვალყურედ, საპატრიარქოს კურთხევით, ნოდარ შიოლაშვილი დაინიშნა. რუსეთ-საქართველოს ომის დროს შენობაში იძულებით გადაადგილებული პირები შეუშვეს, ხოლო მას შემდეგ, რაც დევნილებს სხვა ფართი გამოუყვეს, მათ შენობა დატოვეს. მათი ადგილი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფმა უსახლკარო ხალხმა, შიოლაშვილის ნებართვით დაიკავა. შენობაში ორი დევნილი ოჯახიც დარჩა. როგორც ნოდარ შიოლაშვილი ამბობს, მათ იცოდნენ, რომ აქ დროებით უნდა ეცხოვრათ, თუმცა ზუსტ დროზე არ შეთანხმებულან. ამის, საპირისპიროდ, შესახლებულები ამბობენ, რომ მათ 3 წლის ცხოვრების გარანტია ჰქონდათ.

2009 წლის ნოემბრიდან შენობაზე მეთვალყურედ იაგო ღუდუშაური დაინიშნა. მრავალშვილიანი დედა, ნინო ბუთხუზი ღუდუშაურის მადლობელია. მისი თქმით, ხშირად ფულსაც აძლევდა ბავშვების სამკურნალოდ. ზოგიერთი იქ მცხოვრები ამბობს, რომ იაგო ღუდუშაურმა საპატრიარქოს მიაწოდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს შენობაში აღარავინ იყო.

თავის მხრივ, ღუდუშაური აცხადებს, რომ ასე  მაშინ თქვა, როცა დევნილები წავიდნენ, ხოლო ამჟამინდელი მცხოვრებლები ჯერ არ იყვნენ დასახლებულები.

მარიამ გაგუა, საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელი: ,,მათ ითხოვეს, დროებით შესვლა. რამდენადაც მე ვიცი, პატივი სცეს და შეიყვანეს. თან იყო პირობა, რომ დროებით შედიოდნენ, სანამ სხვა რამეს იპოვიდნენ. მერე მათთან ერთად  სრულიად უნებართვოდ კიდევ რამდენიმე ოჯახი შესახლდა. მოკლედ, არ არიან მართლები”.

12 ივლისს, გასახლების ოქმზე ხელმოწერის დღეს, ლიბანის 33-ში პარტია ქრისტიან-დემოკრატების” წარმომადგენლები მივიდნენ. როგორც პარტიის გლდანის რაიონის თავმჯდომარე მერაბ სვანიძე ამბობს, ისინი საპატრიარქოსთან ისაუბრებენ ამ თემაზე და ეცდებიან ხალხი ქუჩაში არ დარჩეს.  
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

მორიგების მორიგი შეთავაზება
საზოგადოება ინფორმირებულია, რომ 2017 წლის დეკემბრიდან ქალაქ თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის - GWP-ს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი მაქვს სარჩელი, რომლითაც მოვითხოვ თბილისის
ვრცლად...
ძალადობის მსხვერპლი ქალები
ცხოვრება ეჭვისა და უნდობლობის სამყაროში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC