კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარაში რეპრესიები მძვინვარებს - "კმარას" განცხადება

7 იანვარი, 2004

აჭარაში რეპრესიები მძვინვარებს

მოძრაობა „კმარა“-ს განცხადება
ბათუმში კმარას აქტივისტების დაკავებასთან დაკავშირებით

6 იანვარს, საღამოს 10 საათზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა შესაბამისი სანქციის გარეშე და რიგი საკანონმდებლო ნორმების უხეში დარღვევით დააკავეს მოძრაობა „კმარას“ აქტივისტები და მათი ოჯახის წევრები. კერძოდ, დღეისათვის უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან ლევან ჩხარტიშვილი და მისი მამა რომეო ჩხარტიშვილი. ასევე დაკავებულნი არიან ირაკლი ხაჟომია და მისი მამა მერაბ ხაჟომია. სულ დაპატიმრებულია დაახლოებით 15 ადამიანი. უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა სანქციის გარეშე გაჩხრიკეს აქტივისტების საცხოვრებელი სახლები და, შევარდნაძისა და აბაშიძის რეჟიმისათვის დამახასიათებელი ე. წ. „ჩადების“ მეთოდით, „აღმოაჩინეს“ იარაღი და ნარკოტიკული ნივთიერებები.

აჭარის ხელისუფლების წარმომადგენელებმა ასევე უფლება არ მისცეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატებს შესულიყვნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან.

მოძრაობა „კმარა“ აჭარის ხელისუფლებისაგან მოითხოვს უკანონოდ დაკავებული აქტივისტებისა და მათი ოჯახის წევრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

მოძრაობა „კმარა“ ასევე მიმართავს საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი რეაგირება მოახდინონ ადამიანის უფლებების დარღვევის მორიგ ვანდალურ აქტზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მხრიდან.

ახალი ამბები