შეტაკება აჭარაში
ნაციონალების დროშა სპეცრაზმმა ჩამოხსნა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებმა სოფელ გონიოში აქციის მონაწილეები დაარბიეს, რომლებიც გონიოში „ნაციონალური მოძრაობის“ დროშა აღმართეს. თვითმხილველთა თქმით, შავ ტანსაცმელში გადაცმულმა სპეცრაზმელებმა დროშის აღმართვის შემდეგ გონიოში შეკრებილი 120–მდე ადამიანი დაარბიეს.
სპეცნაზმა ასევე მიაყენა შეურაცხყოფა ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ჟურნალისტებს და სცადეს ვიდეოკამერის დამტვრევა.